ბარომეტრი – ატმოსფერული წნევის (ჰაერის დრეკადობის) საზომი ხელსაწყო.
-

ბარომეტრი
-

ბარიერული რიფი
ბარიერული რიფები – მარჯნის ნაგებობები, განლაგებული ნაპირების პარალელურად, ოღონდ მისგან გამოყოფილი საკმაოდ განიერი წყლის სივრცით. რიფის სტრუქტურა მილიარდი პატარა ორგანიზმებისგან შედგება, რომლებსiaაც მარჯნის პოლიპები ჰქვიათ.
-

ბარელი
ბარელი (ინგლ. barrel, ძირითადი მნიშვნელობა – კასრი) – თხევადი და ფხვიერი ნივთიერებების ტევადობისა და მოცულობის საზომი ერთეული. იხმარება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და იმ ქვეყნებში, სადაც გამოიყენება საზომთა ინგლისური სისტემა. აშშ-ში განასხვავებენ მშრალ ბარელს, რომელიც 115,628 კუბ. დმ ტოლია, და ნავთობის ბარელს – 158,988 კუბ. დმ. ინგლისური ბარელი (ფხვიერი ნივთიერების ტევადობის საზომი) 163,65 კუბ. დმ-ის ტოლია.
-

ბანკი
ბანკი (ფრანგ. “ბანკი” – გაცვლის ფარდული) – განსაკუთრებული ეკონომიკური ინსტიტუტი, რომლის ფუნქციებია ფულადი სახსრების თავმოყრა, კრედიტების გაცემა, ფულადი ანგარიშსწორებები, განსაზღვრული სახეობისა და რაოდენობის ფულის გაშვება მიმოქცევაში, ფასიანი ქაღალდების ემისია და ა. შ.
საბანკო საქმე ჯერ კიდევ მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში ჩაისახა. პირები, რომლებსაც მობარებული ჰქონდათ კეთილშობილი ლითონის ფული, აგრეთვე ზარაფები, სარგებლით გასცემდნენ მას სესხად. ამ გზით განვითარდა სავახშო ფულადი კაპიტალი, რაც ისტორიულად კაპიტალის ერთ-ერთი პირველი ფორმაა. შუა საუკუნეებში საბანკო საქმის აღორძინება დაიწყო ჩრდილოეთ იტალიაში. იტალიურ ენაში Banko მერხს, დახლს, სავაჭროს ნიშნავს, რადგან ზარაფები და მევახშეები სწორედ მერხზე ატარებდნენ თავიანთ ოპერაციებს.
-
ბაიკალური დანაოჭება
ბაიკალური დანაოჭება – ტექტონიკური პროცესების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობდა პროტეროზიული ერის ბოლოს და კამბრიული პერიოდის დასაწყისში. ამ დროს წარმოიშვა მთები: ურალი, ამიერ და იმიერ ბაიკალის მთები, ტიან-შანი.
-

ბალი
ბალი – ბუნების რაიმე მოვლენის, მაგალითად, ქარის, ზღვის ღელვის, მიწისძვრის ძალის ან ინტენსივობის საზომი ერთეული
-

ბაზარი
ბაზარი – საქონელგაცვლის სფერო, განსაზღვრული სავაჭრო ადგილი.
ბაზრის წარმოშობა უშუალოდ დაკავშირებულია ცივილიზაციის დასაწყისში, შრომის საზოგადოების დანაწილების პერიოდში, როდესაც მოხდა:
* მიწათმოქმედების გამოყოფა მეცხოველეობისგან;
* ხელოსნობის გამოყოფა მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობისგან;
* წარმოების ინდუსტრიალიზაცია.ტერიტორიული საზღვრებისა და მასშტაბების მიხედვით, ბაზარი არსებობს ადგილობრივი, ეროვნული (საშინაო) და მსოფლიო (საგარეო). ტერიტორიული საზღვრებისა და მასშტაბების მიხედვით, ბაზარი არსებობს ადგილობრივი, ეროვნული (საშინაო) და მსოფლიო (საგარეო).
განვითარებულ საზოგადოებაში ბაზარი არ არის კონკრეტული ადგილი.
ბაზრის წარმოშობა უშუალოდ დაკავშირებულია ცივილიზაციის დასაწყისში, შრომის საზოგადოების დანაწილების პერიოდში, როდესაც მოხდა:
მიწათმოქმედების გამოყოფა მეცხოველეობისგან
ხელოსნობის გამოყოფა მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობისგან
წარმოების ინდუსტრიალიზაცია.საქონლის რეალიზება და მყიდველამდე მიტანა ტრანსპორტირების მეშვეობითაა შესაძლებელი, ხოლო მყიდველთა შეკვეთების მიღება ხდება ტელეკომუნიკაციებისა და სხვა საინფორმაციო არხების მეშვეობით. ბაზრად ასევე მიიჩნევენ ხელშეკრულებასა ყიდვა-გაყიდვის შესახებ და საქმიანი ოპერაციების ერთობლიობას, მოცემული საქონლის მწარმოებელ ქვეყანას (მაგალითად, კანადის მარცვლეულის ბაზარი) და საქონლის, მომსახურეობისა და კაპიტალის მიწოდების და მოთხოვნის ადგილსაც.
-

ბაზალტი
ბაზალტი – მუქი ფერის წვრილმარცვლოვანი ან მკვრივი სტრუქტურის მქონე ვულკანური წარმოშობის ქანი
-

რა არის ბრექსიტი?
ბრექსიტი (ინგ. Brexit) ორი სიტყვის, Britain-სა (ბრიტანეთი) და Exit-ის (გასვლა) ჰიბრიდია და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის აღსანიშნავ ტერმინად გამოიყენება. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ მიზანს და ინტერესებს წარმოადგენდა, ევროკავშირში ბრიტანეთის გაწევრიანების დღიდან.
ევროკავშირის წევრობის მოწინააღმდეგეები არგუმენტად ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში რთულ ეკონომიკურ სიტუაციას იყენებდნენ. მათი აზრით ევროკავშირი ბრიტანეთის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებდა, რადგან ორგანიზაციის მიერ ბიზნესისთვის უამრავი რეგულაცია იყო დაწესებული. ამასთან, ბრიტანეთი საწევრო გადასახადის სახით მილიარდობით ფუნტს იხდიდა, სამაგიეროდ კი არაფერ სარგებლოს არ იღებდა. გარდა ამისა, ევროკავშირი ბრიტანეთისგან სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას მოითხოვდა, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ შეუზღუდავი გადაადგილების უფლებაა. ევროკავშირის დატოვების მომხრეების აზრით კავშირის არსებობის მთავარი მიზანი ევროპის შეერთებული შტატების შექმნა იყო და ისინი ამ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ.
გაერთიანებულ სამეფოში პირველი რეფერენდუმი1975 წლის 6 იანვარს ჩატარდა და ამომრჩეველების კითხვაზე: “ფიქრობთ თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი უნდა დარჩეს ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში?” – ბრიტანეთის საარჩევნო ოლქებში პასუხის უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. წევრობას ასევე მხარს უჭერდა ბრიტანეთის ძირითადი პოლიტიკური პარტიები და მასმედია.
2012 წელს, ბრიტანეთის იმდროინდეკლმა პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა უარი განაცხადა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩასატარებელ რეფერენდუმზე, მაგრამ წამოაყენა იდეა გაეზომათ საზოგადოების მხარდაჭერა, რათა დაედგინათ საჭირო იყო თუ არა სამომავლოდ რეფერენდუმის ჩატარება. საზოგადოებირვი აზრი, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის ან გასვლის შესახებ მუდმივად იცვლებოდა. 2015 წლის ანალიზით ახალგაზრდა ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს უჭერდა ევროკავშირის წევრობას, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენლები კი გასვლის მხარდაჭერები იყვნენ.
ბრექსიტის მომხრეების და მოწინააღმდეგების არგუმენტები
ქვეყანაში წინასარეფერენდუმო პერიოდი უმძიმესი პოლიტიკურ-სოციალური ექსცესების ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოება გახლეჩილი იყო მომხრე-მოწინააღმდეგეებად, კამათი და დიალოგი აბსოლუტურად ყველა სოციალური ფენისა თუ ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის უმწვავესი დაძაბულობის ფონზე მიდიოდა.
ბრექსიტის მომხრეების არგუმენტები, ძირითადად, ოთხ პუნქტად იყო ჩამოყალიბებული:
1. დიდი ბრიტანეთი მესამე ყველაზე დიდი ნეტოგადამხდელი ქვეყანაა ევროკავშირის ბიუჯეტში. მათი აზრით, ეს ჰაერში გაშვებული 5 მილიარდია;
2. ევროკავშირის ქვეყნებიდან ემიგრირებულები ადამიანები ამძიმებენ ქვეყნის სოციალურ სისტემას: ბრიტანეთში დაახლოებით 3,3 მილიონი ევროკავშირის მოქალაქეა ემიგრირებული, რომლთა დიდი ნაწილი ადგილობრივებს ართმევს სამუშაო ადგილებს.
3. ლტოლვილთა კრიზისი მათ მიერ აღქმულია, როგორც ევროკავშირის მიერ ინიცირებული პრობლემა. თურქეთის ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივის სრული მიუღებლობა.
4. ევროკავშირი აღიქმება,როგორც დიდი ბიუროკრატიული მონსტრი, რომელიც ბრიტანეთის ეროვნულ სუვერენიტეტს აზიანებს.
ევროკავშირში დარჩენის მომხრეები მიიჩნევენ, რომ წევრობას ბევრი სარგებელი აქვს, აადვილებს ვაჭრობას ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ხოლო მიგრანტები, რომელთა უმრავლესობაც ახალგაზრდა პროფესიონალები არიან, ეკონომიკის ზრდას იწვევენ. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ბრექსიტის შემთხვევაში ბრიტანეთის საერთაშორისო იმიჯი დაზარალდება. ბრიტანელი ეკონომისტების ნაწილის აზრით, ქვეყანა ბევრ სარგებელს იღებს ევროკავშირის წევრობით. მაგალითად, მთელი ევროპის გარშემო ერთი სახის რეგულაციები კომპანიებს აძლევთ საშუალებას მხოლოდ ერთი კორპორატიული შტაბ-ბინა ჰქონდეთ მთელი ევროპული ოპერაციებისთვის და რადგან ინგლისური ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ენაა, ბევრი ევროპული კომპანია თავიანთ სათავო ოფისებს ლონდონში ათავსებს, რაც ქმნის სამუშაო ადგილს და დოვლათს ადგილობრივ ეკონომიკაში.
ბრექსიტის მოწინააღმდეგები მოსახლეობას ძირითადად ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებდნენ . მაგალითად, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ბრექსიტის შემდეგყოველი ბრიტანული ოჯახი წელიწადში 4300 ფუნტს დაკარგავს; 2020 წლისათვის ეკონომიკური ზარალი სავარაუდოდ 100 მილიარდი ფუნტის მიაღწევს; საფრთხე შეექმნება 950 000 სამუშო ადგილს, განსაკუთრებით კი მძიმე იქნება მდომარეობა ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში; ბევრი კომპანია და ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა; შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.
ბრექსიტის შედეგები
2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმში მცირე უპირატესობით ბრიტანელებმა ბრექსიტს მისცეს ხმა: ამომრჩეველთა 51,9 %-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირდან გამოსვლას, 48,1 %-მა კი – ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.
მომავალში ბრექსიტი დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპაში სერიოზული, ცვლილებების მომტანი იქნება და ეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თუ გეოპოლიტიკურ პროცესებს შეეხება. ვაჭრობის სფეროში თავისუფალი ბაზარი, რასაკვირველია, დარჩება, თუმცა, ევროპულ ბაზარზე მოხდება ბრიტანული საქონლის მიწოდების შეზღუდვა, ან ამ უფლებისათვის მათ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ ევროკავშირის ბიუჯეტში. ისევე როგორც პირიქით, ეს პროცესები ძალიან დამაზიანებელი იქნება კონტინენტური ევროპის ქვეყნებისთვისაც. გერმანიისათვის დიდი ბრიტანეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია ევროპაში. ლონდონი, როგორც ფინანსური მეტროპოლი, დაკარგავს ევროკავშირთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებსაც, მას „ჩამოართმევენ“ ამ დატვირთვას, რაც, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შემცირების ხარჯზე მოხდება. ასევე, თუ ლონდონი შეზღუდავს ევროკავშირიდან მიგრაციის პროცესებს, ანალოგიურ საწინააღმდეგო დინებებსაც უნდა ელოდოს მეორე მხრიდანაც. ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს და ევროკავშირში მცხოვრებ ბრიტანელებს, მოუწევთ საიმიგრაციო სტატუსის შეცვლა. ხოლო ევროკავშირსადა გაერთიანებულ სამეფოში ოპერაციების მქონე ყველა კომპანიას მოუწევს კანონების ორ პაკეტზე გადაწყობა, შესაბამისი ზონების მიხედვით.
დაბრუნების პერსპექტივა
იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი ევროკავშირში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას წევრობისთვის საჭირო სხვადასხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს: მაგალითად, სავალდებულო იქნება ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმა და ევროს დანერგვა, თუმცა ბრიტანეთს შეიძლება ჰქონდეს ბერკეტები და მომავალში, ევროკავშირში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ეს ვალდებულება თავიდან აიცილოს.
-

ევროკავშირის შექმნის მოკლე ისტორია
ევროპის კავშირი (შემოკლებით ევროკავშირი, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა) ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა. ამჟამად ორგანიზაციაში ევროპის 27 სახელმწიფოა გაწევრიანებული, რომელთა ტერიტორიის საერთო ფართობი 4 324 782 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა — 508 191 116 კაცი, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 7,3 %-ია.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

ევროკავშირის შექმნა სათავეს იღებს ევროპის ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანებისგან (1951 წელი) და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისგან (ე.წ. რომის შეთანხმებით და ეწოდებოდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა ანუ “საერთო ბაზარი”, 1957 წელი), რომელიც ექვსმა სახელმწიფომ – საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ბენიკლუქსის (ბელგია, ნიდერლანდი და ლუქსემბურგი) ქვეყნებმა შექმნა.
დიდ ბრიტანეთს ხელი არმოუწერიარომის ხელშეკრულებისთვის. ქვეყანამ ევროგაერთიანებაში წევრობის უფლების მოთხოვნა ორჯერ – 1963 და 1967 წლებში გააგზავნა, მაგრამ ორივე განაცხადს ვეტო საფრანგეთის იმდროინდდელმა პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა დაადო. მისი აზრით ბრიტანეთი თავისი ეკონომიკის მთელი რიგი ასპექტების გამო შეუთავსებელი იყო ევროპის კავშირთან.
ბრიტანეთმა ორგანიზაციაში წევრობის მოთხოვნა მესამედ მას შემდეგ გააგზავნა, როცა დე გოლმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. გაერთიანებუილი სამეფოს ეს მცდელობა წინა ორისგან განსხვავებით წარმატებული აღმოჩნდა და 1973 წლის 1 იანვარს, დიდი ბრიტანეთი ევროპის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა.
ევროპის კავშირი აგებულია ევროპული თანამეგობრობის ურთიერთობების მთელი ერთობლიობის საფუძველზე:
* ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება – 1951 წელს ამ ორგანიზაციისგან დაიწყო ევროპის კავშირის შექმნა;
* ევროპული თანამეგობრობა – შეიქმნა 1957 წელს ე.წ. რომის შეთანხმებით და ეწოდებოდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა ანუ „საერთო ბაზარი“;
* ატომური ენერგიის ევროპული თანამეგობრობა – შეიქმნა 1957 წელს.ევროპის კავშირში ინტეგრაციული პროცესების მთავარი მიზნები განსაზღვრულია სხვადასხვა დოკუმენტებით:
* რომის შეთანხმება – ხელი მოეწერა 1957 წელს;
* ერთიანი ევროპული აქტი – ხელი მოეწერა 1987 წელს;
* მაასტრიხტის შეთანხმება – ხელი მოეწერა 1992 წელს;
* ამსტერდამის შეთანხმება – ხელი მოეწერა 1997 წლის ოქტომბერში;ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტი დღეისათვის არის 2003 წლის „მიერთების შეთანხმება“ (Treaty of Accession), რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლია 1 მაისს. ზემოთაღნიშნული შეთანხმებებით განსაზღვრული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ვალდებულებები ჩამოყალიბდა ერთიან დოკუმენტში, ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტში, რომლის მიღების პროცედურა ამჟამად მიმდინარეობს.
ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელიც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემით რეგულირდება. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან შიდა ბაზარზე, საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში. ევროკავშირის წესდების 50-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირიდან გასვლა ორგანიზაციის წევრი თითოეული ქვეყნის უფლებაა.შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი. 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს.
ევროკავშირი მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი სისტემების ჰიბრიდის პრინციპით. შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები შვიდი ძირითადი ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ: ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის აუდიტორთა სასამართლო.
ევროკავშირის დროშა ევროპის საბჭომ, 1955 წლის 8 დეკემბერს, ირლანდიის წარმომადგენლის მიერ შემოთავაზებული დიზაინის საფუძველზე შექმნა. დასაწყისში ევროპის საბჭოს სურდა, რომ დროშა ევროპული ინტეგრაციის მიზნებისათვის ყოფილიყო გამოყენებული,რის გამოც ევროკავშირის წინამორბედმა – ევროპის თანამეგობრობამ, იგი 1986 წლის 26 მაისს დაამტიკიცა. მიუხედავად იმისა, რომ დროშა გამიზნული იყო მთელი ევროპისთვის, დღეს იგი არის მხოლოდ ევროპის კავშირის სიმბოლო. მაასტრიხტის შეთანხმების შემდეგ იგი ოფიციალურად იქნა აღიარებულია ევროკავშირის დროშად.
ევროკავშირის დევიზია „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“. იგი 2000 წელს ჩატარებული არაოფიციალური სასკოლო კონკურსის შედეგად შეირჩა და მიღებულ იქნა ნიკოლ ფონტენის მიერ, რომელიც იმ დროს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი იყო. შემდგომში იგი ევროპის კონსტიტუციის ტექსტშიც და ევროკავშირის ვებგევრდზე გამოჩნდა თუმცა მოდიფიცირებული ფორმით: „მრავალფეროვნებით გაერთიანებულნი“.
ევროკავშირის ინტერნეტგვერდის მისამართია: https://european-union.europa.eu/select-language?destination=/node/1
