რელიეფი ფორმისა და წარმოშობის მიხედვით დედამიწის ზედაპირის სხვადასხვაგვარი უსწორმასწორობების ერთობლიობაა. რელიეფის ყველაზე დიდი ელემენტებია მთები, ვაკეები და ოკეანური ქვაბულები. სივრცითი განზომილების მიხედვით რელიეფი იყოფა: მიკროფორმებად, მეზოფორმებად და მაკროფორმებად.
-
საქართველო და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა
საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 42 ობიექტს აქვს მინიჭებული. ესენია: ქართული პოლიფონია; ქვევრი; ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი; „დედაენა“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოსშედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი); ცეკვა ფერხული; ბერიკაობა; კახური მრავალჟამიერი; ქალაქური მრავალჟამიერი; საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიცია -ჟურნალი “დილა”; ცეკვა “ხორუმი”; მესხური ყველი “ტენილი“ -ის დამზადების ტექნოლოგია; “თეატრალური უნივერსიტეტის ყოველწლიური, სტუდენტად კურთხევის ტრადიცია…
-
მდგრადი განვითარება – XXI საუკუნის პრიორიტეტი
მდგრადი განვითარების თეორია, ფაქტობრივად, ახალი, XXI საუკუნის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების თეორიაა, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარების ჰარმონიული, ეკონომიკურ-ეკოლოგიური პროცესების მართვის მოგვარებაა. თანამედროვე მსოფლიოში მდგრადი განვითარება, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და საზოგადოების ყველა სფეროს – პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ბიზნესმენების, მეცნიერების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ყურადღების ცენტრშია. დღესდღეობით მდგრადი განვითარება ფუნდამენტურ სტრატეგიას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის…
-
რას ნიშნავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა?
გარემო, ფართო გაგებით, ნიშნავს საგნის გარემოცვას, ანუ იმ პირობებისა და გარემოებათა ერთობლიობას, რომელიც ამ საგანზე ზემოქმედებას ახდენენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით ცნებაში „გარემო” იგულისხმება არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედების მქონე, გარეშე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები და ბუნებრივი გარემოს კომპონენტები, მაგალითად ატმოსფერო, ნიადაგი და წყალი, არამედ ასევე (ხშირად არაპირდაპირი ზემოქმედების მქონე) საცხოვრებელი გარემოს ელემენტები,…
-
ყურე
ყურე ოკეანის, ზღვის ან ტბის ნაწილია, რომელიც ხმელეთშია შეჭრილი.
-
ყელი
ყელი ხმელეთის ვიწრო ზოლია, რომელიც აერთებს ხმელეთის დიდ ნაწილებს და თვით კონტინენტებსაც კი, მაგ., სუეცის ყელი, პანამის ყელი.
-
ყველაზე სწრაფი დინება
ყველაზე სწრაფი დინება – ნაკვატო რაპიდსი წყნარ ოკეანეში, კანადის პროვინციის, ბრიტანული კოლუმბიის ნაპირებთან გადის. მისი სიჩქარეა 29,6 კმ/სთ-ია.
-
უნიტარული სახელმწიფოები
უნიტარული სახელმწიფო (ფრანგ. “უნიტერე” – ერთიანი) – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმით ერთიანი სახელმწიფო, რომლის არც ერთ ნაწილს არავითარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი არ გააჩნია. ასეთ სახელმწიფოებში არსებობს ერთიანი კონსტიტუცია, მოქალაქეობა, უმაღლესი ორგანოების ერთიანი სისტემა. უნიტარული ქვეყნებია: ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, შვედეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ირანი, სამხრეთ კორეა, სომხეთი და ა.შ. უნიტარულ სახელმწიფოთა შორის აღსანიშნავია ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ხელისუფლების მმართველობის…
-
ტალღები
ტალღები ზღვისა და ოკეანის ზედაპირზე წარმოქმნილი წყლის დიდი მასებია. ტალღების გამომწვევი მიზეზებია მთვარისა და მზის მიზიდულობის ძალები, ქარი, ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, წყალქვეშა მიწისძვრები და ზღვის ფსკერის დეფორმაცია. ამ მიზეზების შესაბამისად განარჩევენ მოქცევის, ქარისმიერ, ბარიულ და სეისმურ ტალღებს.
-
ტაიფუნი
ტაიფუნი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ეკვატორის ჩრდილოეთით წარმოქმნილი ტროპიკული ციკლონის ადგილობრივი სახელწოდებაა. გადაადგილდება დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით 10-20 კმ/სთ სიჩქარით და აღწევს ინდოჩინეთისა და კორეის ნაპირებს, შემდეგ მოძრაობს ჩრდილოეთისკენ ან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ 30-50 კმ/სთ სიჩქარით და აღწევს იაპონიას, ზოგჯერ კურილიის კუნძულებსა და კამჩატკასაც. წლის განმავლობაში იცის 30-მდე ტაიფუნი, უმრავლესობა ივლისიდან ოქტომბრამდე.