• პარალელები

    პარალელები

    პარალელები გლობუსზე ან რუკაზე ეკვატორის პარალელურად გავლებული წარმოსახვითი წრეხაზებია. პარალელები დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებას გვიჩვენებს. ნებისმიერი ერთი პარალელი ყველა მერიდიანის პერპენდიკულარულია გადაკვეთის წერტილებში. პარალელების სიგრძეები ეკვატორიდან პოლუსებისკენ კლებულობს და პოლუსებთან ისინი საერთოდ წყდება.

  • პამპა

    პამპა

    პამპა(ესპ. “პამპას” – ვაკე) – სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკული სარტყელის უმეტესად ბალახეული მცენარეულობით შემოსილი ზოგიერთი ვაკე ადგილის სახელწოდება.  ძირითადად იყენებენ მესაქონლეობისათვის.

    პამპის, პამპასების ბალახი (Cortaderia selloana, Gynerium argenteum)  მრავალწლოვანი  დიდი და მკვრივკორდოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის ღეროს სიმაღლე 2-3 მ აღწევს და რომელსაც  გრძელი, ხაზური ფოთლები და დიდი (30-50 სმ სიგრძის) მოვერცხლისფრო საგველა ყვავილედი აქვს.  პამპის ბალახი ველურად იზრდება სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში.  სამხრეთ ამერიკაში პამპის ბალახის ფოთლებისაგან ქაღალდს ამზადებენ.

  • კალაპოტი

    კალაპოტი

    ჩაღრმავება მდინარის ხეობაში, რომელშიც მდინარე მუდმივად მიედინება. დიდი მდინარეების კალაპოტის სიგანე რამდენიმე  მ-დან  ათეულობიოთ კმ-მდე  ვარირებს.