ატაკამის უდაბნო (ესპ. Desierto de Atacama) სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთების დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე თითქმის 1000 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული. უდაბნოს ფართობი 105,000 კვ, კმ-ია და ჩილეს ჩრდილოეთით მდებარეობს.
ატაკამა ყველაზე მშრალი უდაბნოა მსოფლიოში, რაც NASA-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. ატაკამას ზოგიერთ მეტეოროლოგიურ სადგურზე წვიმა არასდროს დაფიქისირებულა. ნალექის გარეშე ოთხ წლამდე პერიოდები რეგისტრირებულია უდაბნოს ცენტრალურ სექტორში, რომელიც ჩილეს ქალაქებს – ანტოფაგასტას, კალამასა და კოპიაპოს – შორის მდებარეობს. ატაკამაში ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 1 მმ-ია. გეოგრაფიულად, ატაკამას სიმშრალე იმით აიხსნება, რომ იგი ორი საკმაოდ მაღალი მთიან სისტემას შორის (ანდები და ჩილეს სანაპირო ქედი) მდებარეობს. ორივე – ანდების მთები და ჩილეს სანაპირო ქედი, რომლებიც გარს აკრავს ამ უდაბნოს, ბლოკავს ტენიანობას, რის გამოც ატაკამას უდაბნო მცენარეულობისთვის ერთგვარ სასიკვდილო ზონად აიქცევა.
დღის განმავლობაში უდაბნოში ტემპერატურამ შეიძლება 40º C-ს მიაღწიოს, ხოლო ღამით კი 5º C-მდე დაეცეს. მთელი წლის განმავლობაში, დღეების 90%-ზე მეტი მზიანია.
ატაკამა მსოფლიოში ბუნებრივი ნატრიუმის ნიტრატის უდიდესი მარაგით გამოირჩევა. ნატრიუმის ნიტრატს სასუქებისა და ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებისთვის იყენებენ. 1940-იან წლებში ამ მინერალის მოპოვების, რომელსაც ასევე ჩილეს მარილს უწოდებენ, ბუმი იყო. დღეს უდაბნოში მრავლადაა მიტოვებული სამთო ქალაქები. საინტერესოა, რომ 1800-იანი წლების ბოლოს ჩილესა და ბოლივიას შორის დავა დაიწყო ატაკამას გამო (Guerra del Pacífico – წყნარი ოკეანის ომი), რადგან ორივე ქვეყანა აცხადებდა, რომ ამ უზარმაზარი სამთო პოტენციალის მქონე რეგიონის კანონიერი მფლობელები იყვნენ. ომის ბოლოს ჩილემ აიღო კონტროლი მთელ რეგიონზე.
ატაკამას ნიადაგის ნიმუშები ძალიან ჰგავს პლანეტა მარსის ნიმუშებს. ამ მიზეზით, NASA უდაბნოს წითელ პლანეტაზე მისიების ინსტრუმენტების შესამოწმებლად იყენებს. ატაკამას ხშირად მარსზე სცენების გადასაღებ ადგილადაც იყენებენ, როგორც მაგალითად სატელევიზიო სერიალში Space Odyssey: Voyage to the Planets.
მიუხედავად იმისა, რომ ატაკამა ყველაზე მშრალი უდაბნოა მსოფლიოში და საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა დღის განმავლობაში, აქ მთების მაღალი მწვერვალები თოვლით არის დაფარული.
ატაკამას უდაბნო დედამიწაზე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადგილებს შორის, სადაც წელიწადში 300+ დღე მზიანია და ღრუბლების გარეშე. უღრუბლო ცისა და სიმაღლის გამო იგი საუკეთესო ადგილია ჩვენს პლანეტაზე ობსერვატორიებისთვის. ბოლო წლებში უდაბნოში მსოფლიოში უდიდესი სახმელეთო ტელესკოპი დადგეს, სადაც 66 რადიოტელესკოპის მიერ გადაღებული სურათების დახმარებით ვარსკვლავების ფორმირებაზე დაკვირვება მიმდინარეობს.
მიმდინარე კლიმატის ცვლილება, მეცნიერების ვარაუდით ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებით არის გამოწვეული და პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიალიზაციის პროცესებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი მე–20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა, როდესაც ადამიანებმა მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაიწყო ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ათვისება. სწორედ ამ დროს აღინიშნა დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და გახშირდა სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატასტროფები. მსოფლიო აღმოჩნდა სერიოზული საშიშროების წინაშე, რადგან გარემოსადმი მიმართულმა ასეთი გაუაზრებელი/მომხმარებლური დამოკიდებულებამ შეუქცევადი პროცესები გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა მომავალ თაობებს.
კლიმატის გლობალური ცვლილება დაკავშირებულია გლობალური ტემპერატურის მატებასთან და დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი გაზის გადამეტებული კონცენტრაციითაა გამოწვეული, რაც ხელს უშლის დედამიწიდან „ზედმეტი“ სითბოს არეკვლას. ამ გაზებს „სათბური გაზები“ ჰქვია და მას მიეკუთვნება ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი და ა. შ. რაც უფრო მაღალია “სათბურის აირების” კონცენტრაცია ატმოსფეროში, მით მეტი სითბო რჩება დედამიწაზე.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა იწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდა კლიმატური კატასტროფული მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვალა ნალექების რაოდენობა და განაწილება. აგრეთვე შეიცვალა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდა მყინვარები, გადაშენდა ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდა დაავადებათა რიცხვი.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა მთელი რიგი სამთავრობათაშორისო კონფერენციები და შეხვედრები კლიმატის ცვლილების პრობლემებთან დაკავშირებით; მსოფლიოს მთავრობებმა დაიწყეს მზადება ჩარჩო კონვენციის მომზადებაზე და 1992 წლის 9 მაისს, რიო დე ჟანეროში, 154 სახელმწიფოს წარმომადგენელმა ხელი მოაწერა კლიმატის ცვლილების კონვენციას. კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წლიდან. რაც იმას ნიშანვდა, რომ მსოფლიოს ლიდერებმა ერთხმად აღიარეს კლიმატის ცვლილება და დაიწყეს ერთობლივი ღონისძიებების გატარება მისი შერბილების მიზნით. კლიმატის ცვლილების კონვენციის საბოლოო მიზანია მიაღწიოს ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციების სტაბილიზაციას იმ დონეზე, რომელიც არ დაუშვებს კლიმატურ სისტემაზე საშიშ ანთროპოგენურ ზემოქმედებას.
მოყოლებული აქედან, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, საქართველოც აქტიურადაა ჩართული კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში. კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში უდუდესი როლი აკისრია ალტერნატიული ენერგიების სწორ და რაციონალურ გამოყენებას. რაც მეტად დავნერგავათ და აქტიურად გამოვიყენებთ განახლებად ენერგიას,მით უნფო მეტ სარგებელს მოვუტანთ გარემოს და დავაკმაყოფილეთ მსოფლიო საზოგადოების მოთხოვნებს.
ამერიკის პირველი რუკა 1500 წელს ხუან დე ლა კოსამ შეადგინა, რომელიც ქრსტეფორე კოლუბის ექსპედიციის მონაწილე იყო. პერგამენტზე დახაზული და მდიდრულად გაფორმებული ხუან დე ლა კოსას რუკა ესპანეთის დედოფალ იზაბელასთვის საჩუქარად იყო განკუთვნილი. ამ რუკაზე ამერიკის მხოლოდ აღმოსავლეთი სანაპიროა გამოსახული, რადგან ანდების მთებამდე პირველაღმომჩნებმა ვერ მიაღწიეს.
შვიდი წლის შემდეგ გერმანელმა კარტოგრაფმა მარტინ ვალდზემიულერმა შექმნა მსოფლიოს რუკა, რომელზეც კოლუმბის მიერ აღმოჩენილ კონტინენტს პირველად ეწოდა ამერიკა. რუკა ხის 12 დაფაზე იყო დაბეჭდილი.
საინტერესოა, რომ ამერიკა და აზია ვალდზემიულერმა ერთმანეთისგან დიდი ოკეანით გამოყო, თუმცა წყნარი ოკეანის შესახებ მაშინ ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი.
2003 წელს აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ 10 მლნ დოლარად იყოდა ამ რუკის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ეგზემპლარი.
პირი-რეისის ამოუცნობი რუკა
ერთ-ერთი პირველი რუკა, რომელზედაც სამხრეთ ამერიკა და ანტარქტიდა იყო გამოსახული თურქ ზღვაოსნს, ადმირალ პირი-რეისის ეკუთვნოდა და გაზელის ტყავზე იყო დახაზული. იგი 1513 წლით თარიღდება, მაგრამ მასზე უკვე აღნიშნულია ის ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.
პირი რეისის რუკაზე აღნიშნულია ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთი სანაპიროები და ატლანტის ოკეანის კუძულები. სამხრეთი ამერიკა მონიშნულია საკმაოდ ზუტად, უფრო მეტიც, ამ კონტინენტზე ანდების მთებიც კია გამოსახული, რომელიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. გარდა ამისა, პირი რეისის რუკაზე ასევე დატანილია ანტარქტიდაც, რომელიც მხოლოდ 1820 წელს იქნა აღმოჩენილი. მაგარმ ეს არცაა გასაკვირი: ძველი დროის ბევრი კარტოგრაფი ვარაუდობდა ე.წ. ”სამხრეთი მიწების” არსებობას. თუმცა რუკაზე არაა აღნიშნული დრეიკის სრუტე, რომელიც ანტარქტიდას სამხრეთ ამერიკიდგან გამოყოფს. რუკის წარწერები კი გვამცნობენ, რომ ანტარქტიდის კლიმატი თბილია და იქ დიდი გველები ბინადრობენ.
მე-20 საუკუნეში, როცა ეს რუკა აღმოაჩინეს, ბევრმა ეჭვი შეიტანა მის ნამდვილობაში, რამეთუ ასეთი სიზუსტის მიღწევა მხოლოდ აეროფოტოების, ქრონომეტრისა და სფერული ტრიგონომეტრიის საშუალებითაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი მე-16 საუკუნეში არ არსებობდა. დღემდე არასაკმარისია მტკიცებულებები, რომელიც დაამტკიცებს ამ რუკის ნამდვილობას ან ფალსიფიკაციას. თავად პირი რეისი წერდა, რომ მან რუკის შექმნისას ძველი რუკები გამოიყენა, მათ შორის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მასალები და ქრ. კოლუმბის ” საიდუმლო რუკა”.
მერკატორის არქტიკა.
ძველი საბერძნეთში არსებობდა ლეგენდა ჩრდილოეთით მდებარე კონტინენტის ჰიპერბორიის შესახებ, სადაც ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ, სადაც მუდამ მხიარულება სუფევდა და არ იყო სიკვდილი.
” აქ მზე ნახევარი წლის განმავლობაში ანათებს… მნათობი მხოლოდ ერთხელ – ზაფხულის ნაბუნიობის დღეს ამოდის და მხოლოდ ერთხელ – ზამთრის ნაბუნიობის დღეს ჩადის. ეს ქვეყანა სულ მზითაა განათებული და გამთბარი, ამიტომაც აქ ძალიან კარგი კლიმატია, ქარები კი საერთოდ არ ქრის… ” – წერდა პლინიუს უფროსი ჰიპერბორიის შესახებ.
ითვლებოდა , რომ ჰიპერბორიის ცენტრში ზღვა მდებარეობდა, საიდანაც გამოედინებოდა და ოკეანეში ჩაედინებოდა ოთხი დიდი მდინარე. სწორედ ასე გამოსახა არქტიკა ფლამანდიელმა კარტოგრაფმა გერჰარდ მერკატორმა. ეს რუკა 1595 წელს, მისი სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გამოვდა. მერკატორმა არქტიკის გარშემო, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარეობდა, საკმაოდ ზუსტად გამოსახა გრენლანდია, ისლანდია, სკანდინავია, ამერიკისა და ევრაზიის ჩრდილოეთი ნაწილები.
ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ძველად ჩრდილოეთ პოლუსზე შესაძლებელია ნამდვილად არსებობდა კონტინენტი, თუმცა სავარაუდოდ ის მერკატორამდე დიდი ხნით ადრე – მინიმუმ 5 ათასი წლის წინ, იქნა დატბორილი.
არის პაციფიკი!
მარის პაციფიკი (Maris Pacifici) —წყნარი ოკეანის პირველი ნაბეჭდი რუკაა, რომლის ავტორია აბრაჰამ ორტელიუსი და 1589 წელს გამოიცა. რუკა ფრანს ჰოგენბეგის მიერ შედგენილ ამერიკის რუკასა და ვაზ დურადოს 1568 წლის იაპონიის აღწერას ეფუძნება.
წყნარი ოკეანე რუკაზე ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთისაკენაა გადაჭიმული და სამხრეთიდან ფართო სამხრეთის მიწის ტერიტორიითაა შემოსაზღვრული, რომელიც თითქმის ამერიკის სამხრეთ დაბოლოებას ებჯინება.
ავსტრალიისა და ანტარქტიდის აღმოჩენა
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ავსტრალიის აღმოჩენამდე, ამ კონტინენტს რუკებზე უკვე გამოსახავდნენ. ანტიკური დროის გეოგრაფები აღიარებდნენ, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელეთს უკავია. არც თუ ისე იშვიათად, მას როგორც ” სამხრეთის მიწას”, ლათინურად Terra Australis , ისე მოიხსნიებდნენ. სწორედ ამ ჰიპოთეზის წყალობით აღმოაჩინეს ევროპელებმა ავსტრალია. ოკეანეთი პირველად მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში იქნა გამოკვლეული პორტუგალიელებისა და ესპანალების მიერ, ხოლო პირველად ავსტრალიის მიწას 1605 წელს ჰოლანდიელებმა დაადგეს ფეხი.
ძველ რუკებზე ანტარქტიდას, ავსტრალიის მსგავსად, სამხრეთის მიწად მოიხსენიებდნენ. ზოგჯერ ის სამხრეთ ამერიკასთან იყო გაერთიენებული, როგორც ეს პირი რეისი რუკაზეა. ავსტრალიის აღმოჩენის მერე ჰიპოთეტური ხმელეთი რუკებიდან გაქრა. ასე მაგალითად, ჯეიმ კუკის მიერ 1776 წელს შედგენილ სამხრეთ ნახევარსფეროს რუკაზე, ანტარქტიდის მაგივრად გაუვალი ყინულებია აღნიშნული. ამასთან, კუკი არ უარყოფდა, რომ ამ ადგილას მიწა არსებობდა: ” მე არ დავიწყებ იმის უარყოფას, რომ პოლუსთან ახლოს შესაძლებელია არსებობდეს კონტინენტი ან მნიშვნელოვანი ფართობის ხმელეთი. პირიქით, მე დარწმუნჯებული ვარ, რომ ასეთი მიწა ნამდვილად არის და ჩვენ მხოლოდ მისი ნაწილის დანახვა შეგვიძლია. ”
ანტარქტიდა 1820 წელს აღმოაჩინეს რუსმა ზღვაოსნებმა ფადეი ბელიჰაუზენმა და მიხაილ ლაზარევმა. ხოლო ამ კონტინენტზე პირველად ამერიკული გემის ” სესილიას” ეკიპაჟის წევრებმა დაადგეს ფეხი 1821 წელს.
მოგზაურობა ადამიანთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, და შეიძლება ითქვას, უსაყვარლეს საქმიანობას წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს. ახალი ტერიტორიების, ქვეყნების მონახულება- გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებები, ამავე დროს, ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაცაა.
დღეს, როცა ჩვენ საშუალება გვაქვს ვნახოთ კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის ფოტოები და ჩვენი პლანეტაც თითქმის მთლიანად შესწავლილია, კიდევ უფრო საინტერესოა ძველი რუკები, რომლებზეც დედამიწა სხვადსხვაგავრადაა გამოსახული. განვიხილოთ რა,დენიმე მათგანი.
ბაბილონური რუკა მესოპოტამიაში აღმოჩენილი, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-8-7 საუკუნეებში შექმნილი და ჩვენამდე მოღწეული, თიხის ფირფიტა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს რუკად ითვლება. ეს ბაბილონური რუკა-სქემა იმდრონდელ მსოფლიოს ასახავს. ამ რუკაზე დედამიწა ზღვებითა და ოკეანეებითაა გარშემორტყმული, რომელსაც” მლაშე წყალს” უწოდებდნენ. რუკაზე ზღვების გადაღმა სამკუთხედებია აღნიშნული, რომლებიც სავარაუდოდ შორეული მიწების მთებს უნდა აღნიშნავდეს.
ბაბილონურ რუკაზე აღნიშნულია სახელმწიფოები: ურარტუ (არარატი, თანამედროვე სომხეთი), ასირია (თანამედროვე ერაყი), ელამი (თანამედროვე ირანი) და თავად ბაბილონი. ამ ქვეყნებს შუა გაედინება მდინარე ევფრატი.
ერტოსთენეს კუნძული
ძველმა ბერძნებმა უკვე იცოდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც ჰქონდათ: პითაგორამ განაცხადა, რომ ” ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია, ხოლო ყველაზე სრულყოფილი ფორმა სფეროა. მაშასადამე დედამიწა მრგვალია.”
პირველი რუკა, რომელიც დედამიწის სფეროსებული ფორმის გათვალისწინებით შეიქმნა, ერატოსთენეს ეკუთვნის, რომელიც ჩვენს ერამდე მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ კირენაში. ითვლება, რომ სწორედ ამ მეცნიერმა, რომელიც ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა, დაამკვიდრა ტერმინი ” გეოგრაფია”. გარდა ამისა მან პირველმა დახაზა მსოფლიოს რუკა მერიდიანებისა და პარალელების გამოყენებით, რომლებსაც თავად ” ერთმანეთის გვერდით გამავალ ხაზებსა” და ”შუადღემდე ხაზებს ” უწოდებდა.
ერატოსთენეს მსოფლიო – ერთი კუნძულია, რომელსაც ზემოდან ჩრდილოეთის ოკეანე, ხოლო ქვემოდან – ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. კუნძული ევროპად, ლიბიად, არაბეთად, არიანად, ინდოეთად და სკიფიად იყოფა. ინდოეთის სამხრეთით კიდევ ერთი კუნძული – ტაბროპანი, სავარაუდოდ თანამედროვე შრი-ლანკა (ცეილონი) მდებარეობს. ამასთან, ერატოსთენე არ უარყოფდა, რომ რომ სხვა ნახევარსფეროში შესაძლებელი იყო ”ანტიპოდების” არსებობა. თუმცა მათამდე მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან როგორც ძველი ბერძნები თვლიდნენ ეკვატორთან ისე ცხელოდა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი იწვოდა, ხოლო ზღვა კი დუღდა და პირიქით – პოლუსებთან ისე ციოდა, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ
გადარჩებოდა.
პტოლემეს რუკა
მრავალი საუკუნის განმავლობაში ძველი ბერძენი მეცნიერის პტოლემეს მიერ ჩვენს ერამდე 150 წლით ადრე შექმნილი მსოფლიოს რუკა ყველაზე მნიშვნელოვანად ითვლებოდა. ეს რუკა თან ერთვოდა რვა ტომიან ტრაქტატს ” გეოგრაფიის სახელმძღვანელო”. პტოლემეს რუკამ ჩვენამდე ორიგინალის სახით ვერა, მაგრამ სხვადსხვა ვარინატით მოაღწია.
პტოლემეს რუკაზე აზიას უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს და ჩრდილოეთ პოლუსიდან თითქმის ეკვატორამდეა გადაჭიმული, რის გამოც წყნარი ოკეანის ფართობი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ინდოეთის მოხაზულობა მკვეთრად დამახინჯებულია. აფრიკა თანდათან გადადის terra incognita -ში , რომელსაც მთელი სამხრეთი პოლუსი უკავია. სკიფიიდან ჩრდილოეთით მითიური ქვეყანა ჰიპერბორეა მდებარეობს, ხოლო ამერიკისა და ავსტრალიის შესახებ კი არაფერია ცნობილი.
მართალია, დედამიწის გარშემოწერილობა ზუსტად ჯერ კიდევ ერატოსთენემ გამოთვალა, მაგრამ პტოლემემ სხვა, მცდარი, ¼ ნაკლები ზომა გამოიყენა. სწორედ პტოლემეს რუკის წყალობით ცდილობდა ქრისტეფორე კოლუმბი ინდოეთამდე მიღწევას, როცა მან თავისი მოგზაურობა ესპანეთიდან დაიწყო და სულ დასავლეთით მიემართებოდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის აღმოჩენის შემდეგაც კი ადამიანები კიდევ დიდი ხნის განმავლკობაში იყენებდნენ პტოლემეს რუკას.
ახალი წელი მხიარული, ნათელი და ყველაზე ლამაზი დღესასწაულია. მის შესახვედრად დიდი ხნით ადრე ვიწყებთ მზადებას. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ დღეს ყველაფერი ძალიან ორიგინალური, დაუვიწყარი და მხიარული გვინდა რომ იყოს.
მსოფლიოში რამდენი ქვეყანაცაა, იმდენი საახალწლო ტრადიციაა. ქვეყნების სხვადასხვა სასაათო სარტყელში მდებარეობის გამო ახალი წელიც სხვადასხვა დროს დგება. ვნახოთ სად, როდის და როგორ ხვდებიან ახალ წელს.
ყველზე პირველად ახალ წელს ოკეანეთში მდებარე შობის კუნძულების შემადგენელ კუნძულ კირიტიმატის მცხოვრებლები ხვდებიან. ასევე პირველები ზეიმობენ ახალი წლის დადგომას ქ. ნუკუალოფას (ტონგას სამეფოს დედაქალაქი) მაცხოვრებლები.
+0.15 — კუნძული ჩატემი (ახალი ზელანდია) , რომელიც ახალი ზელნდიიდან მოშორებით მდებარეობს მეორე ხვდება ახალ წელს. ამ კუნძულზე სპეციალური სასაათო სარტყელია.
+1.00 — შემდეგ ახალი წელი უკვე თავად ახალ ზელანდიაშიც დგება. წლის დადგომას ამავე დროს ხვდებიან ანტარქტიდის სამხრეთ პოლუსის მკვლევარები.
+2.00 — ახალი წელი უკვე რუსეთშიც, უფრო კონკრეტულად, კი მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში (ანადირი და კამჩატკა) დგება. დღესასწაულს ასევე ზეიმობენ ფიჯის, ნაურუს, ტუვალუს და წყნარ ოკენანეში მდებარე სხვა კუნძულებზე.
+2.30 — კუნძული ნორფოლკი (ავსტრალია).
+3.00 —აღმოსავლეთ ავსტრალიის ნაწილი (სიდნეი, მელბურნი, კანბერა) და წყნარ ოკეანეში მდებარე ზოგიერთი კუნძული ( ვანუატუ, მიკრონეზია, სოლომონის კუნძულები და სხვ.). უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიაში ახლ წელს გრანდიოზულად ხვდებიან. მართალია, აქ ახალი წელი, ჩვეულებრივ 1 იანვარს აღინიშნება, მაგრამ ამ დროს იქ ისეთი სიცხეა , რომ ფიფქია და თოვლის ბაბუა საჩუქრებს საცურაო კუსტუმებში გამოწყობილები არიგებენ. ახალი წლის ღამეს სიდნეის თავზე კი ისეთ ფეირვერკებს უშვებენ, რომ მათი შემჩნევა 16–20 კმ–ის რადიუსის ფარგლებშიც შესაძლებელია. +3.30 — სამხრეთი ავსტრალია (ადელაიდა).
+4.00 — ავსტრალიაში კვინსლენდის შტატი (ბრისბენი), რუსეთის ნაწილი (ვლოდივოსტოკი) და ზოგიერთი კუნძული – პაპუა–ახალი გვინეა, მარიანის კუნძულები.
+4.30 — ჩრდილოეთ ავსტრალიის ტერიტორია (დარვინი).
+5.00 — იაპონია და კორეა. ახალი წლის აღნიშვნის მეტად საინტერესო ტრადიცია აქვთ იაპონიაში. იაპონიაშიახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს, ამიტომ ყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას. ასევე ახალი წლის ღამეს ყველა იაპონელი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი იცინოს, რადგან სჯერათ, რომ სიცილი მათ წარმატებას მოუტანს ახალ წელს. გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს ისინი ტაძარს სტუმრობენ, სადაც 108–ჯერ რეკავენ ზარს. ზარის თითო ხმა თითო ცოდვას შეესაბამება. მართალია, ცოდვა სულ 6–ია, მაგრამ თითეოულ მათგანს კიდევ 18 სხვადასხვა ელფერი აქვს და ჯამში 108 გამოდის. ზარის თითეოულ ჩამორეკვას თან მიაქვს ცუდი. საახალწლო აქსესუარებიდან კი მეტად პოპულარულია ბედნიერების ომულეტი – მინიატურული ფოცხი და ამიტომ ყველა იაპონელი ყოველ ახალ წელს ახალ ომულეტს ყიდულობს ბედნიერების „მოსაფოცხად“.
+6.00 — ჩინეთი, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ნაწილი და ავსტრალიის დარჩენილი ტერიტორია. ჩინეთში ახალ წელს 17 იანვრიდან 19 თებერვლამდე ახალმთავრეობისას აღნიშნავენ. ქუჩის პროცესიები – ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. პროცესიის დროს ათასობით ფანარი ინთება, რადგან ჩინელებს სჯერათ, რომ ახალი წელს ბოროტი სულები ებრძვიან და ამიტომ მათ განდევნას ფანრებით და ხმაურიანი ფეირვერკებით ცდილობენ.
+7.00 — ინდონეზია და დანარჩენი სამხრეთ –აღმოსავლეთი აზია.
+7.30 — მიანმარი. იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერია გასაბრაზებელი, რადგან წყლის მისხმა მხოლოდ ტრადიციაა და კეთილგანწყობას გამოხატავს,
+8.00 — ბანგლადეში, შრი–ლანკა და რუსეთის ნაწილი (ნოვოსიბირსკი. ომსკი).
+8.15 — ნეპალი.
+8.30 –ინდოეთი.
+9.00 — პაკისტანი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და რუსეთის ნაწილი (ეკატერინბურგი, უფა).
+9.30 — ავღანეთი.
+10.00 — საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ნაწილი (სამარა) და ზოგიერთი კუნძული ინდოეთის ოკეანეში.
+10.30 — ირანი.
+11.00 — დასავლეთ აზიის ნაწილი, აფრიკის ნაწილი, რუსეთი (მოსკოვი, სანქტ–პეტერბურგი).
+12.00 — რუმინეთი, უკრაინა, საბერძნეთი, თურქეთი, ისრაელი, ფინეთი, აფრიკის ნაწილი.
+13.00 — დასავლეთი და ცენტრალური ევროპა: დანია, გერმანია, ბელგია, იტალია, საფრანგეთი, შვედეთი, და სხვ.; ასევე აფრიკის ნაწილი. გავეცნოთ რამდენიმე საინტერესო ტრადიციას. მაგ; იტალიაში არავის უკვირს ახალი წლის ღამეს არასასურველი ნივთების გადაყრა. პირდაპირ ფანჯრებიდან ცვივა ყვავილების ძველი ქოთნები, ავეჯი, ტანსაცმელი და სხვ. იტალიელებს სჯერათ, რომ რაც უფრო მეტ ნივთს დატოვებენ ქუჩაში, მით მეტი წარმატება და ფული ექნებათ ახალ წელს. დანიაში კი ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან, რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!
+14.00 — დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, აფრიკის ნაწილი.
+15.00 — აზორის კუნძულები.
+16.00 – ბრაზილია.
+17.00 —არგენტინა, სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი.
+17.30 — კუნძული ნიუფაუნდლენდი (კანადა).
+18.00 — აღმოსავლეთი კანადა, კარიბის ზღვის აუზის ბევრი კუნძული, სამხრეთ ამერიკის ნაწილი. საინტერესო ტრადიცია აქვთ კუბაში. აქ ახალი წლის წინ ჭურჭელს – თასებს, ქვებებს, ჯამებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრებიდან ასხავენ. ასევე აუცილებელია, სანამ საათი 12–ჯერ ჩამოკრავს, ყურძნის 12 მარცვალის შეჭმა, რომ სიკეთე, თანხმობა, მშვიდობა და კეთილდღეობა მთელი წელი იყოს მათი თანამდევი.
+19.00 — კანადის აღმოსავლეთი ნაწილი (ოტავა) და აშშ (ვაშინგტონი, ნიუ–იორკი), სამხრეთ ამერიკის დასავლეთი ნაწილი. ახალი წლის ღამეს ნიუ–იორკში ტაიმს–სკვერში ნეონის ათასობით ნათურით განათებულ ბურთს საზეიმოდ უშვებენ.
+20.00 — კანადის ცენტრალური ნაწილი და აშშ (ჩიკაგო, ჰიუსტონი), მექსიკა და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა.
+21.00 — კანადის ნაწილი (ედმონტონი, კალგარი) და აშშ (დენვერი, ფენიქსი, სოლტ–ლეიკ–სიტი).
+22.00 — კანადის დასავლეთი ნაწილი (ვანკუვერი) და აშშ ( ლოს–ანჯელესი, სან–ფრანცსკო).
+23.00 — ალასკის შტატი (აშშ).
+23.30 — საფრანგეთის პოლინეზიის ნაწილი – მარკიზის კუნძულები.
+24.00 — ჰავაის კუნძულები (აშშ), ტაიტი და კუკის კუნძული.
+25.00 — ყველზე ბოლოს ახალ წელს კუნძულ სამოას მოსახლეობა ხვდება.
აი, ასე ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში – სხვადასხვა ქყეყანაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო ნიშანი აქვს: ახალ წელს მხიარულად და სიხარულით ეგებებიან. ახალი წელი ხომ სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია ნებისმიერ ქვეყანაში და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.
ლანდშაფტების შემსწავლელი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალური დარგი. იკვლევს ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ფორმირების, აგებულების, განლაგების, განვითარებისა და დინამიკის კანონზომიერებებს. ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასი: მთისა და ვაკის ლანდშაფტები.
შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ: რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი); კლიმატის ტიპს; გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს; ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად; ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები გარდაიქმნება ბუნებრივ-ანთროპოგენურ ტერიტორიულ კოპლექსად. გამოიყოფა: ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურნანიზირებული (საქალაქო დასახლებათა) და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები.
გუმბათისებური ამობურცულობა, რომელიც წარმოიშობა დედამიწის სიღრმიდან მიწის ქერქის ზედა ფენამდე ამოსული მაგმით. დედამიწის ზედაპირს რომ ვერ მიაღწია, მაგმამ ასწია დანალექი ქანების ზედაპირული წყებები და მათ შორის გაცივდა. დროთა განმავლობაში დანალექი საფარი შეიძლება გადაეცალოს და ლაკოლითი გაშიშვლდეს. ტერმინი ლაკოლითი მეცნიერებაში შემოიტანა ამერიკელმა გეოგრაფმა და გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1875 წელს, როდესაც იგი ჰენრის მთებში დიორიტების შეჭრის პროცესის საკითხებს იკვლევდა. მცირე ზომის ლაკოლითებს მიკროლაკოლითებს უწოდებენ.
გეოგრაფიული გარსის შემადგენელ ნაწილებს – ლითოსფერო, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს შორის – არსებული კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება და ასევე ზოგადი გეოგრაფიული კანონზომიერებები (მთლიანობა, ნივთიერებათა წრებრუნვა, რიტმულობა და ზონალურობა) განაპირობებს დედამიწის ბუნებრივ იერსახეს, გარემოში მიმდინარე პროცესების ხასიათს, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ფორმებს და სხვ. გეოგრაფიული კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულება ვლინდებს როგორც გლობალურ (მაგ; გეოგრაფიული სარტყლების და ბუნებრივი ზონების განედური განლაგება, კონტინენტების ბუნებრივი პირობები), ისე რეგიონალურ (ვერტიკალური ზონალობა, ლანდშაფტები) დონეზე.
ნებისმიერი დონის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გეოგრაფიული კომპონენტებისგან შედგება. გეოგრაფიული კომპონენტებისთვის დამახასიათებელია გარკვეული აგრეგატული მდგომარეობა, მასა და სიცოცხლის არსებობა/არარსებობა. გეოგრაფიული კომპონენტები ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებში წარმოდგენილი ლოთოგენური საფუძვლის (რელიეფი თავისი გეოლოგიური აგებულებით), ჰაერის და წყლის მასების ( მდინარეები, ტბები და სხვ.), ბიოგენური კომპონენტის (მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო) სახით. ამ კომპონენტების ურთიერთზემოქმედების შედეგად ბუნების მეორეული კომპონენტები წარმოიქმნება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნიადაგი, რომელიც ძირითადად, ბიოგენური კომპონენტისა და ლითოგენური საფუძვლის ურთიერთკავშირის შედეგად წარმოიქმნება.
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები (ბტკ) ერთმანთისგან ზომით განსხვავდება. ისინი შეიძლება იყოს, როგორც მცირე ზომის ( მაგ; მდინარის ხეობა), ისე საკმაოდ დიდი ფართობის (მაგ; უდაბნო საჰარა ან ავსტრალიის კონტინენეტი). მცირე ბტკ-ები შესაძლებელია უფრო მსხვილ ერთეულებად გაერთიანდეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ლანდშაფტი.
ლანდშაფტი გერმანული სიტყვაა და მიწის სახეს, პეიზაჟს, ადგილს ნიშნავს. ლანდშაფტი გენეტიკურად ერთგავროვანი ბუნებრივ- ტერიტორიული (გეოგრაფიული) კომპლექსია, რომლის ფარგლებში ყველა ძირითადი კომპონენტი: რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო რთულ ურთიერთკავშირში იმყოფება, დაკავშირებულია ერთმანეთთან, ურთიერთობს ერთმანეთზე და ქმნის ერთიან, განუყოფელ სისტემას, რომელიც განვითარების ერთგვაროვანი პირობებით ხასიათდება.
ბტკ-ში ყველა კომპონენტს სხვადასხვა დანიშნულება და მნიშვნელობა გააჩნია. მაგ; ლითოგენური საფუძვლის შეცვლა დიდ გავლენას ახდენს სხვა გეოგრაფიულ კომპონენტებზე, მასინ როცა მცენარეული საფარის შეცვლა შედარებით უმნიშვნელო ცვლილებებს იწვევს.
ლანდშაფტმცოდნეობა ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (ბტკ) ანუ ლანდშაფტების (გეოგრაფიული კომპლექსების, გეოსისტემების) შემსწავლელი მეცნიერება. იგი სწავლობს ლანდშაფტების წარმოშობას, სტრუქტურასა და დინამიკას, მათი განვითარების კანონზომიერებებსა და განლაგებას; ამასთანავე, იკვლევს ადამიანთა საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის შედეგად გარდაქმნილ ბტკ-ებს.
ლანდშაფტოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ცნებები :
გეომასები – ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ელემენტარული ნაწილები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მასით, დანიშნულებით და სივრცესა და დროში ცვლილების სიჩქარით.
ცნობილია:
აერომასები (ჰაერის მასები);
ლითომასები (გეოლოგიური მასები);
ჰიდრომასები (წყლის მასები, მათ შორის ნიადაგის ტენი და ორთქლი ატმოსფეროში);
ბიომასები (ფიტომასები – მცენარეების მასები და ზოომასები – ცხოველები).
მორტომასები (მკვდარი ორგანული წარმოშობის ნივთიერებები, მაგ., ტყის ნაფენი);
გეომასების ერთობლიობის მიხედვით ბტკ-ში გამოიყოფა ერთგვაროვანი შრეები – გეოჰორიზონტები. მათი შედგენილობა განსაზღვრავს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ვერტიკალურ სტრუქტურას.
ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსში ნივთიერების წრებრუნვა და ენერგიის გარდაქმნა მის ფუნქციონირებას განაპირობებს. მაგ; მზის ენერგიის გარდაქმნა (ტრანსფორმაცია), ტენბრუნვა, ბიოგეოციკლი (ორგანული მასის გარდაქმნა ბტკ-ში). ფუნქციონირების ხასიათი ცვალებადია, როგორც სივრცეში, ისე დროში.
ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასს: მთისა და ვაკის ლანდშაფტები. შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ :
რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი);
კლიმატის ტიპს;
გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს;
ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად, ესენია: ადგილმდებარეობა, უროჩიშჩე და ფაციესი.
ამრიგად, ლანდშაფტი შეიძლება ითქვას ყველაზე პატარა კომპლექსური ბუნებრივი ერთეულია (ფართობით რამდენიმე ათეული ან ასეული კვ.კმ), რომელსაც თავისი ბუნებრივი პირობებითა და რესურსებით შეუძლია უზრუნველყოს გარკვეული რაოდენობით მოსახლეობის განსახლება, ცხოვრება და საქმიანობა.
ბუნებრივი ლანდშაფტის ფორმირება ხდება ერთდროული და სხვადასხვა მიმართულების პროცესების ერთობლივი ზემოქმედებით, რაც ლანდშაფტის კომპონენეტების – რელიეფის, კლიმატის, გეოლოგიური სტრუქტურის, ნიადაგის, მცენარეული საფარისა და და ცხოველთა სამყაროს, ასევე ადამიანის საქმიანობის ურთიერთზემოქმედებითაა გაპირობებული.
ერთი ბუნებრივი ლანდშაფტის კომპონენტებს შორის ურთიერთზემოქმედება და ნივთიერებათა ცვლა ერთი ტიპისაა და დამოკიდებიულია მზის ენერგიის რაოდენობასა და მოსვლის რიტმზე. მოცემული პროცესების ერთობლიობა განსაზღვრავს ლანდშაფტის ბუნებრივი რესურსების განახლებას და მწარმოებლობას.
ბუნებრივი ლანდშაფტის მაგალითებია დაბლობი, მთა, უდაბნო, ტყე, სტეპი, დაბლობი, ჭაობი, ზღვის აკვატორია და სხვ.
ლანდშაფტს, ერთმანეთისგან არა მხოლოდ წარმოშობით და იერ-სახით, არამედ იქ მიმდინარე საქმიანობის მიხედვითაც განსხვავდებიან. გენეზისის მიხედვით გამოყოფენ ბუნებრივ და ანთროპოგენურ ( ხელოვნურ) ლანდშაფტებს, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება.
ახლო აღმოსავლეთი, რომლიც ევროპის, აზიისა და აფრიკის შესაყარზე მდებარეობს, ერთ-ერთი ძირითადი კვანძი იყო, სადაც თავს იყრიდა და საიდანაც ვრცელდებოდა სხვადასხვა კულტურა. ამ რეგიონში ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-კულტურული პირობებით და ცხოვრების წესით განსხავავებულირამდენიმე სახელმწიფოა, რომელთა უმეტესობა არაბული სამყაროს ნაწილია. სწორედ აქ მდებარეობს უძველესი და, ამავე დროს, შედარებით ახალი, მსოფლიოში ერთადერთი ებრაული ქვეყანა – ისრაელი. იგი 1948 წლის 14 მაისს შეიქმნა და ებრაელი ხალხის სუვერენიტეტი აღსდგა. ამჟამად ქვეყნის აფრთობი 20 770 კვ. კმ-ია. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 470 კმ-ზეა გადაჭიმული, ხოლო ყველაზე განიერი ადგილი სულ რაღაც 137 კმ-ია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან მკვდარ ზღვამდე 1.5 სთ სავალი გზაა.
მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, ქვეყნის რელიეფი, კლიმატი და, საერთოდაც, ბუნება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნებიანი ყვითელი ფერის ქვიშიანი ზოლი ვრცელდება, სადაც ალაგ-ალაგ კურკარის (სილისა და ნიჟარების მარჩენებისგან აგებული ქანი) ბორცვებია აღმართული. დღესდღეობით სანაპრიო ზოლი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ქვეყანაში. აქ მცხოვრებ ადამიანებს ამისთვის უწყლობასა და უნაყოფობასტან ხანგრძლივი ბრძოლა მოუხდათ. დღეს ეს რეგიონი საირიგაციო სისტემებით ირწყვება და დიუნების ადგილას გაჩნდა დასახლებები, ბაღები, ციტრუსების პლანტაციები, პარკები.
ისრაელის ჩრდილეოთი ნაწილში ერთმანეთს ენაცვლება მაღალი მთები და ღრმა ხეობები, მიწისზედა და მიწისქვეშა კარსტული რელიეფის ფორმები მ.შ. მღვიმეები.
ლანდშაფტების მრავალფეროვნებამ ეს მხარე ნაკრძალების სამეფოდ აქცია: აქ ასამდე ნაკრძალი და ეროვნული პარკია თავმოყრილი, რომელთა საერთო ფართობი 1000 კვ. კმ-ზე მეტია. ქვეყანაში ბუნების დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. უფრო მეტიც, ფრინველთა გადაფრენის დროს თვითმფრინავებისა და ფრინველების შეჯახების თავიდან ასაცილებლად იკრძალება მოძრაობა ფრინველთა გადაადგილების მიმართულებით. ბიბლიაში მოხსენიებული ფლორისა და ფაუნის სახობების აღდეგინა და შენარჩულების მიზნით ქვეყნის ცენტრში ბოტანიკური ნაკრძალი „ნეოთკედუმიმი“ და ზოოლოგიური ნაკრძალი „ჰაიბარია“ შექმნილი. ამ ნაკრძალებში მომუშავე მეცნიერები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და აგროვებენ მცენარეთა და ცხოველთა სახეობებს.
ტყეების ფართობი ისრაელში ყოველწიურად იზრდება. იგი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც 21-საუკუნეს მწვანე ნარგავების ზრდის რეკორდული რაოდენობით შეხვდა. ამასთან ეს ნარგავები ძირითადად უდაბნოს ტერიტორიაზეა. ისრაელის ჩრდილოეთით შემორჩენილია ზეთისხილის ხეები, რომელთა ასაკი 2000 წელზე მეტია და თითქმის რომის იმპერიის ხნისაა.
ისრაელის წყლის მთავარი არტერია მდინარე იორდანეა, რომელიც სათავეს სამი ნაკადულის – დანის, ხერმონისა და სნირის შეერთების ადგილიდან იღებს. იორდანე ჯერ ტბა კინერეთსა და ტიბერიადის გაივლის და შემდეგ მკვდარ ზღვაში ჩაედინება. მკვდარი ზღვის შეასხებ ბევრი რამაა ცნობილი: ის, რომ იგი დედამიწის ხმელეთის ყველაზე დაბალი ადგილია და ზღვის დონიდან 401 მ-ით დაბლა მდებარეობს; ის რომ იგი ყველაზე მარილიანი ტბაა დედამიწაზე (მარილის კონცენტრაცია 1 ლიტრში 300 გრამს აღემატება) და სწორედ ამიტომ, მიუხედავად მისი დიდი სიღრმისა (356 მ), მასში ჩაძირვა შეუძლებელია. ის, რომ, მისი ნაპირები მარილის სქელი ფენითაა დაფარული, ხოლო წყალი მდიდარია ნატრიუმისა და კალიუმის მარილებით, ასევე ბრომით და ამიტომაც ზღვის წყალი და ტალახი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებებით გამოირჩევა. ტბის დასავლეთ ნაპირას, მდ. იორდანეს შესართვათან ახლოს ბიბლიური ცნობილი ქალაქები სოდომი და გომორი მდებარეობდა.
ისრაელში 8 მლნ. კაცი ცხოვრობს და მოსახლეობის 76 %-ზე მეტი ებრაელია. ასევე ცხოვრობენ არაბები, სომხები და კიდევ 70 სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისრაელელების ცხოვრების წესი განსხვავებულია თანამედროვედან ტრადიციულამდე, საქალაქოდან -სასოფლომდე, კოლექტიურიდან – ინდივიდუალურამდე. ისტორიული და რელიგიური თვალსზრისით ებრაელები ერთი ხალხია, თუმცა მრავალი საუკუნის განმავლობაში მსფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვერბამ მნიშვნელოვანი განსხვავებები შექმნა მათი ცხოვრების წესსა და ჩვევებში. ამ ნიშნის მიხედვით ებრაელი ხალხი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მათ შორის გამოიყოფა აშქენაზი ებრაელები, რომლებსაც მიეკუთვნება აღმოსავლეთ და ცენტარალური ევროპიდან, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან გადმოსული ებრაელები. მათი სალაპარაკო ენა იდიშია. მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფია აღმოსავლეთის ებრაელები, რომლებიც ჩრდილეოთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებში მცხოვრები ძველებრაული ეთნოსდიან მოდიან. მათ მიეკუთვნება ირანელი, მაროკოელი, ერაყელი ებრაელები.
ისრაელს მე-8 ადგილია უკავია მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით 81.5 წელი და ამ მაჩვენებლით უსწრებს აშშ-ს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს.
ისრაელი ურბანიზებული ქვეყანა და მოსახლეობის 90 % ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყანაში 37 დასახლებულ პუნქტს აქვს ქალაქის სტატუსი, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევა იერუსალიმი, თელ-ავივი, ხაიფა, ხოლონი, ბათიამი, ნეთანია და სხვ.
ისრაელის დასახლებებს შორის აღსანიშნავია კიბუცები – გაერთიანებები, კომუნები, სადაც წარმოების საშუალებები მთლიანად განსაზოგადებულია და მათზე კერძო საკუთრება არაა, დღეს ისრაელში 270 კიბუცია. აქ შემოსავალი არ ნაწილდება კომუნის წევრებს შორის არც ფულადი და არც ნატურალური სახით. მათი შემოსავალი ირიცხება საერთი სალაროში, საიდან შემდეგ ხდება კომუნის წვერების უზრუნველყოფა კვების პროდუქტებით, საცხოვრებლით, ჯანდაცვით. კიბუცის წევრობა ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დატოვება.
ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტი ქნესეთი. მისი სახელწოდება და დეპუტატთა რაოდენობა (120 კაცი) სიტყვიდან „კნესეტ-ხა-გდოლადან“ მოდის და უდიდეს კრებას ნიშნავს, რომელიც იერუსალიმში ძვ. წ.-აღ-ით მე-5 საუკუნეში იკრიბებოდა.
ქნესეთის შენობა 1966 წელს იერუსალმში გაიხსნა. მისი მშენებლობა ამერიკელმა ებრაელმა ჯეიმს როტშილდმა დააფინანსა, ხოლო შენობის პროექტი ასევე ებრაელმა არქტიტექტორებმა მარკ შაგალმა, დანი კარვინმა და დავით პალუმბომ შექმნეს. შენობის წინ დგას ებრაელი ხალხის სიმბოლო – შვიდქიმიანი კანდებლარი მენორა, როემლიც ებრაელი ხალხის ისტორიის ამსახველი 29 ბარელიეფითაა შემკული. მენორა 1956 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უსასხსოვრა ისრელის სახლემწიფოს.
ისრაელის დროშა თეთრი ფერისაა, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს, ისე რომ კიდეებს არ ეხება ორი ურჯი ზოლი გასდევს და ებრაელტა საკულტო ჩასამელს – თალესის ფერებს იმეორებს. დროშის ცენტრში გამოსახულია მაკენ-დავიდის – დავითის ვარსკვლავი. დროშა დიდი ხნის შექმნილია, თუმცა სხელმწიფო სიმბოლოდ 1897 წელს, სიონისტების პირველ კონფერენციაზე გამოცხადდა, ხოლო საბოლოოდ 1948 წლის 26 ოქტომბერს დამტკიცდდა.
თანამედროვე ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ხოლო ეკონომიკური განვითარების ტემპების მიხედვით სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ათეულში შედის. ისრაელში ე.წ. „ეკონომიკური რევოლუცია“ 1985 წელს დაიწყო და წვრილი და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში, ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების დამყარებაში, მაღალკვალიფიციური კადრების შრომატევად დარგებში დასაქმებასა და ამ დარგების ზრდაში აისახა. მრეწველობის ტრადიციული დარგების პარალელურად ისრაელში განვითარდა და მსოფლიო დონეს მიაღწია ახალმა დარგებმა: აგროტექნიკამ, სამხედრო მრეწველობამ, ალმასების დამუშავებამ, ფარმაცევტულმა წარმოებამ და სხვ. ქვეყანა განახლებად რესურსებს მაქსიმალურად იყენებს. შენობების 90% მზის ენერგიაზე მუშაობს.
ცალკე უნდა აღინიშნოს ისრაელის სამხედრო მრეწველობა. ქვეყანაში 800-მდე სამხედრო საწარმოა, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქციის 95% აკმაყოფილებს ქვეყნის არმიას – ცახალს. ეს არმია კი ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანია მსოფლიოში. ისრაელის ჯარში სამსახური პრესტიჟულ და საპაიო საქმიანობად ითვლება. ამასთან 800 სამხედრო თანამდებობიდან 500 დასაშვები და ხელმისაწვდომია ქალებისთვის.
ისრაელის საინტერესო ისტორიულმა წარსულმა, გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებამ, არქტიტექტურული და კულტურული ძეგლების სიუხვემ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარება განაპირობა. ქვეყანა 1 სულ მოსახლეზე მუზეუმების რაოდენობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
და ბოლოს, ებრაელები საქართველოში 26 საუკუნე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ისარელმა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარა და დღემდე მეგობრული და პარტნიორული კავშირებით აგრძელებს.
ირლანდიის კოლონიზაცია ინგლისის მიერ XII ს-ში დაიწყო და ქვეყანა შვიდი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. იგი პირველი ქვეყანაა ბრიტანეთის იმპერიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1900 წლამდე დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, საუკუნის დასაწყისში კი ირლანდიელმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო. ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთ ირლანდიამ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო ჩრდილოეთი ირლანდია დიდ ბრიტანეთს შეუერთდა. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
ირლანდია მე-3 კუნძულია ევროპაში ფართობის მხრივ და მე-20 – მსოფლიოში. კუნძულს დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, ხოლო კუნძულ დიდი ბრიტანეთისგან ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტითაა გამოყოფილი.
გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით კუნძულზე თითქმის არ იცის ზამთარი. მთელი წლის განმავლობაში მწვანედ ბიბინებს საძოვრები – ირლანდიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე. ამიტომ ირლანდიას ”ზურმუხტის” კუნძული ჰქვია. მწვანე ფერი ირლანდიის ეროვნული ფერია, ხოლო მწვანე სამყურა – ქვეყნის სიმბოლო.
წმინდა პატრიკი ირლანდიის მფარველი წმინდანია და 17 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული თავიდან კათოლიკურ დღესასწაულად ითვლებოდა, ხოლო XVII საუკუნიდან ოფიციალურად დაწესდა სადღესასწაულო და ირლანდიის კულტურის საერო დღედ გამოცხადდა. ეს დღესასწაული ირლანდიის რესპუბლიკაში “უქმე დღედ” არის გამოცხადებული. ყოველ 17 მარტს იმართება წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ამ დღესასწაულს ასევე აღნიშნავენ იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს ირლანდიური დიასპორა: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზენლანდიაში და ა.შ.
კუნძულის სამხრეთი თბილი დინების წყალობით, სუბტროპიკებს წააგავს. სანაპიროს გასწვრივ თავს იწონებენ პალმები, ქარისგან დაცულ ხეობებში იზრდება ბამბუკი, მზისკენ მიისწრაფვის მარწყვის ხის ტოტები, კლდეებზე და ციხე-სიმაგრეთა ნანგრევებში ყველგან წააწყდებით ღია ფერის ყვავილებით დამშვენებულ ფუქსიას.
ირლანდიის ტურისტთა ბიურო მოყვარულებს “თითო ანკესზე თითო ტბას” პირდება. აქ მრავლადაა თევზით მდიდარი ტბები, რაც თევზაობის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს.
ირლანდიაში დაჭაობებული ტერიტორიებს ქვეყნის ტერიტორიის 1/6 უკავიათ.
ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ცნობილი კუნძული არანი, სადაც ქვების მეტი თითქმის არაფერია. “მიწა არ არის, ის უნდა შექმნა” – ამბობენ აქაურები და ამიტომაც კუნძულელები კალათებით ეზიდებოდნენ ქვიშას, ლამს, წყალმცენარეებს და მცირე ფართობებზე შექმნეს ნიადაგი. დედამიწის ეს მწვანე “ნაკუწები” გარშემორტყმულია ნაცრისფერი ქვის კედლებით, რომელთა გარეშე გრიგალები და წვიმები ზღვაში ჩაიტანდნენ ადამიანის ნამოღვაწარს. აქ იმდენი ქვაა, რომ ამბობენ: ”ყოველ ახალშობილს მუშტში ქვა უკავიაო”. კუნძულ არანზე და კუნძულ კანემარაზე დღემდე შემორჩენილია ირლანდიური (გელური) ენა.
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში თავმოყრილია ირლანდიის მრეწველობის თითქმის ნახევარზე მეტი. აქ არის ლუდის იმპერიის ციტადელი, რომელიც თავისი პროდუქციით არა მარტო ირლანდიას, არამედ ათობით სხვა ქვეყანასაც ამარაგებს.
ირლანდია ამაყობს თავისი შვილებით: აქაურები იყვნენ დიდი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ბერნარდ შოუ, მწერლები ოსკარ უაილდი და სემიუელ ბეკეტი, პოეტი და დრამატურგი ჯეიმზ ჯოისი, დრამატურგი შონ ოძკეისი და სხვები.
ახალი ზელანდია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ორ უდიდეს კუნძულზე მდებარეობს, რომელთაც ჩრდილო და სამხრეთ კუნძული ჰქვიათ და მათ კუკის სრუტე ჰყოფთ. მათ გარდა არის კიდევ რამდენიმე კუნძული. საერთო ფართობი დაახლოებით 269 ათასი კვ. კმ-ია.
ახალი ზელანდია ადგილია, სადაც ქვეყნიერება მთავრდება. დედამიწაზე ვერ ნახავთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ისე შორს იყოს სხვა ქვეყნებისაგან, როგორც ახალი ზელანდიაა. თუ გგონიათ, რომ ავსტრალია იქვე ახლოსაა, ძალიან ცდებით: მათ შორის დაშორება 1200 მილია. სამხრეთ ამერიკიდან კი 22 ათასი მილის მანძილზე ოკეანის უსასრულო სივრცეა გადაშლილი. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ 350 წლის წინათ ევროპელი მოგზაურები, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იგი დასახლებულია.
საიდან მოვიდნენ ახალი ზელანდიის მკვიდრნი? ჯერჯერობით ამაზე გარკვეული პასუხი მეცნიერებს არ გაუციათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ფიქრობს, რომ ახალი ზელანდია კაცობრიობის უძველესი სამშობლოა.
ახალი ზელანდიის აბრიგენებს არ ჰქონდათ დამწერლობა, ამიტომ მათი წარმომავლობის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ლეგენდები არსებობს. გადმოცემის თანახმად, დღევანდელი მაორები ოკეანეთიდან – საზოგადოების არიქპელაგის ერთ-ერთ კუნძულ რაიატეადან მოსულან. იქ ცხოვრობდა ბელადი კუპე. იგი დააკვირდა, რომ გრძელბოლოიანი გუგული – კოხოპეროა ყოველ წელიწადს კუნძულზე სამხრეთ-დასავლეთიდან მოფრინავს, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკან ბრუნდება. მან გადაწყვიტა ეპოვა კუნძული, სადაც ბინადრობდა კოხოპეროა. იგი ორი კანოეთი გაემგზავრა, ერთს თვითონ მეთაურობდა, მეორეს კი ვინმე ნგაკე. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მიაღწიეს მიწას, რომელსაც კუპემ აი-ტეაროა უწოდა, რაც `გრძელ, თეთრ ღრუბელს~ ნიშნავს. შორს, ოკეანის სივრცეში კუნძულის გამოჩენა კუპეს ცაზე `მოცურავე~ ღრუბელი ეგონა. სწორედ ეს იყო ახალი ზელანდია.
მეორე ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში, კუნძულ ტაიტიდან ბელადი ტოი შვილიშვილის საძებნად გაემგზავრა. მან მიაღწია ახალი ზელანდიის კუნძულებს და საცხოვრებლადაც იქ დარჩა. XIV საუკუნეში კუნძულს ტაიტის მცხოვრებთა დიდი ფლოტილია მიადგა. კუნძულის ძირითადი მოსახლეობა – მაორები – სწორედ მათი შთამომავლები არიან.
ევროპელებზე უფრო მეტად მაორები განცვიფრდნენ, როდესაც კუნძულთან ახლოს 1642 წ. თავიანთ კანოებთან შედარებით უზარმაზარი ხომალდები დაინახეს. ესენი იყვნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები კაპიტან აბელ ტასმანის მეთაურობით. მან რუკაზე დაიტანა ახალი ზელანდიის სანაპიროები, მაგრამ არ გაუმხელია თავისი გეოგრაფიული აღმოჩენა. ამიტომ ახალი ზელანდიის ოფიციალური აღმოჩენა 1770 წ. ინგლისელ მეზღვაურს ჯეიმს კუკს ხვდა წილად. მაორები მტრულად შეხვდნენ მოსულებს და ჯ. კუკის მეზღვაურებთან შეტაკებისას რამდენიმე აბორიგენი დაიღუპა. ინგლისელები დარწმუნდნენ აბორიგენების მამაცობაში. მათ არც მუშკეტების და არც ზარბაზნების არ შეეშინდათ და წინააღმდეგობას უწევდნენ მეზღვაურებს. მიუხედავად ამისა, კუკმა კუნძულები ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა. სისხლისმღვრელი ომები მაორებსა და ინგლისელებს შორის დიდხანს გრძელდებოდა და მხოლოდ 1840 წ. გამოცხადდა ახალი ზელანდია ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის კოლონიად. დღეისათვის მაორების რაოდენობა საკმაოდაა შემცირებული.
ამჟამად, ”გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა~ განვითარებული სახელმწიფოა. განსაკუთრებით განვითარებულია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა. იგი დიდი რაოდენობით აწარმოებს მატყლს (მსოფლიოში მხოლოდ ავსტრალიას ჩამორჩება), თითქმის ყველას უსწრებს რძის პროდუქტებისა და ბანანების ექსპორტით.
მაღალმთიანტბებსშორისყველაზედიდიდაცნობილიტიტიკაკაა(სამხრეთი ამერიკა, ანდებში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე). მისი ფართობი 8300 კმ2-ია და ზღვის დონიდან 3812 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მიუხედავად ასეთი მაღალი მდებარეობისა, იგი არასოდეს არ იყინება. მისი წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია. ტბაში 27 მდინარე ჩაედინება და 20-მდე მცირე ნაკადული გამოედინება.
ტბის სახელწოდების წარმომავლობა უცნობია, სავარაუდოდ ის მომდინარეობს ადგილობრივი ინდიელების, კეჩუასა და აიმარას ენებიდან.
ტიტიკაკა მეცნიერებისათვის გამოცანას წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ მისი წყლის ქიმიური შედგენილობა ისეთივეა, როგორც წყნარი ოკეანის წყლისა. ამასთან, მასში ოკეანური ფაუნის ბევრი წარმომადგენელი ბინადრობს.
ტბის სანაპიროზე მდებარეობს უძველესი საპორტო ნაგებობის ნაშთები. თუ ვის მიერაა აშენებული იგი, ჯერაც დაუდგენელია. ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ ტიტიკაკა ყოველთვის ტბა არ ყოფილა და იგი ოდესღაც შესაძლებელია დაკავშირებული იყო წყნარ ოკეანესთან.
ტიტიკაკა, ასევე, იმითაა გამორჩეული, რომ ტბაში 41 კუნძული მდებარეობს, რომელთაგან ზოგიერთი დასახლებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კუნძულების გარკვეული ნაწილი ადამიანების ხელითაა შექმნილი. ახალმოსულები თავად ქმნიდნენ კუნძულებს ლერწმისაგან, რომელიც უხვადაა ტბის ნაპირებზე. ასეთ კუნძულებზე მთელი სოფლებია გაშენებული, სახლები, საწოლები, ჩანთები, ფარდები და ა.შ. ასევე ლერწმისაგანაა გაკეთებული. ერთ-ერთი ასეთი კუნძულია უროსი (Uros), რომელიც ტბის პერუს ნაწილში მდებარეობს და პერუს ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
ამანტანიც (Amantani) ერთ-ერთი პატარა დასახლებული კუნძულია და კეჩუას ენაზე მოლაპარაკე ინდიელებითაა დასახლებული. 800-მდე ოჯახი 6 სოფელშია განაწილებელი.
მოსახლეობა ძირითადად კარტოფილისა და სხვადასხვა ბოსტნეულის მოშენებითაა დაკავებული. კუნძულზე არაა არც მანქანა, არც სასტუმრო და არც ელექტროენერგია. მის გამოსამუშავებლად გენერეტორებს იყენებენ. სამაგიეროდ არის კლინიკა და სკოლა. მიუხედავად ამისა, ტურისტები ამ კუნძულს საკმაოდ ეტანებიან, აგემოვნებენ ადგილობრივთა საკვებს, ეცნობიან მათ წეს-ჩვეულებებს და საღამოობით შესაძლებლობა აქვთ ინდიელების ტრადიციული ცეკვების ხილვით დატკბნენ. ტურისტებს მეგზურობას და მასპინძლობას ადგილობრივები უწევენ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
ტიტიკაკას ყველაზე დიდი კუნძულია ისლა-დელ-სოლი (Isla de Sol), რომელიც ბოლივიას ეკუთვნის. არც ამ კუნძულზეა გზები და ტრანსპორტი, მოსახლეობის ძირითად საქმიანობისა და თავის რჩენის სფეროს წარმოადგენს მეცხოველეობა, მიწათმოქმედება, თევზაობა და ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი. კუნძულზე 180 ნანგრევია, რომელიც ინკების ცივილიზაციას ეკუთვნის. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ამ კუნძულზე დაიბადა მზის ღმერთი. ბოლივია და პერუ ტიტიკაკას იყენებენ სანაოსნოდ და ეკონომიკური ურთიერთობების განსახორციელებლად. ბოლივიის სამხედრო ძალები ტბაში საზღვაო წვრთნებს ატარებენ.
დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს წაკითხული თუ არა აქვს ინგლისელი მწერლის დანიელ დეფოს რომანი ” რობინზონ კრუზო”, ამავე სახელწოდების ფილმი მაინც ექნება ნანახი. ჰოდა, ალბათ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ, რეალურ ცხოვრებაში მართლა არსებობდა თუ არა რობინზონ კრუზო და სად მდებარეობდა მისი უკაცრიელი კუნძული?
სინამდვილეში, რობინზონი თურმე მართლაც არსებობდა და მწერლის ფანტაზიის ნაყოფი არაა. დ. დეფოს რომანს საფუძვლად უდევს ისტორიული ფაქტი და წიგნში მხოლოდ მთავარი გმირის სახელი და გვარია შეცვლილი, ხოლო კუნძული სადაც ის ჩარჩა დეფომ ატლანტის ოკეანეში, კარიბის ზღავში ჩამდინარე მდინარე ორინოკოს შესართავთან გადაიტანა. როცა მწერალი წიგნში რობინზონის კუნძულის ბუნებრივ პირობებს აღწერდა, სინამდვილეში კუნძულების ტრინიდადი და ტობაგოს ბუნება დაახასიათა.
და მაინც, სად მდებარეობს რობინზონის ნამდვილი კუნძული ? თუ რუკას დახედავთ, ს.გ 33 გრადუსსა და დ. გ 80 გრადუსზე თქვენ პატარა კუნძულთა ჯგუფს შენიშნავთ. ეს ხუან-ფერნანდესის კუნძულებია, რომლებიც 1563 წელს აღმოაჩინეს და სახელიც მათი პირველაღმომჩენის ესპანელი მოგზაურის პატივსაცემად ეწოდა. ხუან-ფერნანდესის კუნძულთა შორისაა ვულკანური კუნძული მას-ა-ტერა, რომლის სახელი ესპანურიდან თარგმანში ”ნაპირთან ახლოს” ნიშნავს, კუნძული მას-ა-ფუერა, ანუ ” ნაპირიდან შორს” და ასევე კუნძული სანტა-კლარა. ეს სამივე კუნძული ჩილეს ეკუთვნის. პირველი მათგანი ანუ მას-ა-ტერა კი სწორედ რობინზონ კრუზოს რეალური კუნძულია, რასაც იქ აღმოჩენილი წარწერები მოწმობს. მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან კუნძულს რობინზონ კრუზოს სახელი ოფიციალურად ეწოდა.
რიბინზონ კრუზოს კუნძულის სიგრძე 23 კმ, სიგანე კი 8 კმ-ია, ხოლო ფართობი 144 კვ.კმ. არქიპელაგის სხვა კუნძულების მსგავსად მისი რელიეფი მთაგორიანია. მისი უმაღლესი მწვერვალის მთა იუნკეს სიმაღლე 1000 მ-ია ზ.დ-დან.
კუნძულის კლიმატი რბილი ოკეანურია. ყველაზე ცივი – აგვისტოს თვის ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12 გრადუსია, ხოლო ყველაზე თბილი თვის – თებერვლის + 19 გრადუსი. კუნძულის დაბლობ ადგილებში სავანებია გავრცელებული, სადაც ალაგ-ალაგ გვიმრები და პალმის ჭალები გვხვდება, ხოლო მთების ფერდობები ტყეებითაა დაფარული, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმინაობის გამო საკამოდ შემცირდა. კუნძულის დაცვის მიზნით იგი ეროვნულ პარკად გამოცხადდა. კუნძულზე 100-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს, რომელთა უმრავლესობა უნიკალურია. მაგ; ხე ნალკა და პალმა ჩონთა, ასევე მრავლადაა სხვადასხვაგვარი ყვავილები და გვიმრები, რომლებიც მეტი არსად გვხვდება ჩვენს პლანეტაზე. ოდესღაც კუნძული ხშირი ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ დღეს მათი ნახვა მხოლოდ ზოგიერთი მთის ძნელად მისასვლელ მწვერვალებზეღაა შესაძლებელი. კუნძულის ნიადაგი ძალიან ნაყოფიერია, ხოლო მთელ კუნძულზე კრისტალური სისუფთავის ნაკადულები მიედინება.
კუნძულის სანაპირო წყლები მდიდარია ცოცხალი ორგანიზმებით. აქ შეხვდებით კუს, ზღვის ლომებს, ლანგუსტებს, სელაპებსა და სხვა თევზებს. ერთ დროს კუნძულზე თურმე იმდენი სელაპი ბინადრობდა, რომ კუნძულთან მიახლოება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მათ ნიჩბებით იგერიებდნენ. კუნძულის ბინადარია აგრეთვე თხა, რომლის ”წინაპარი” 1563 წელს ხუან-ფერნანდესმა შემოიყვანა.
1709 წლის 2 თებერვალს სწორედ კ. მას-ა- ტერას მიუახლოვდა ინგლისელთა ორი სამხედრო გემი – ”დიუკი” და ”დიუშესი”. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ეკიპაჟებს დასვენება სჭირდებოდათ. 7 მეზღვაური და ოფიცერი კუნძულმდე პატარა ნავით მიცურდნენ და მალევე დაბრუნდნენ უკან თხის ტყავისგან დამზადებულ სამოსში გახვეულ მამაკაცთან ერთად, რომელსაც გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. სტუმარი უიმედოდ ცდილობდა კაპიტანისთვის რაღაცის ახსნას, მაგრამ მხოლოდ გაურკვევლ ბგერებს გამოსცემდა, რომელიც თითქოსდა ინგლისურს წააგავდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ მამაკაცმა თავისი საოცარი თავგადასავლის მოყოლა შესძლო. ეს იყო ვინმე ალექსანდრე სელკირკი, რომელიც 1676 წელს შოტლანდიის პატარა ქალაქ ლარგოში ღარიბი მეწაღის ოჯახში დაიბადა. 19 წლის ასაკში, მშობლებთან გაუთავებელი კონფლიქტის გამო, მან გვარი გამოიცვალა და უკვე სელკირკის გვარით სახლიდან წავიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის მეზღვაურად მუშაობდა ინგლისის სამხედრო ფლოტის გემებზე. ერთხელაც მან მოისმინა, რომ სამეფოში ცნობილი მეკობრე დამპირი მეზღვაურებს ეძებდა თავისი გემისთვის. სელკირკსაც ბევრი არ უფიქრია და მასთან მისვლა გადაწყვიტა, თუმცა ის დამპირთან არა, მაგრამ მეორე გემის კაპიტანთან – პიკერინგთან მოხვდა.
1703 წლის სექტემბერში მეკობრეთა გემებმა სტარტი აიღეს. ეს იყო იმ დროისათვის ტიპური მძარველობითი მეკობრული რეისი. ესკადარა პერუს ნაპირებთან ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა და ძარცვავდა ოქროთი და სხვა ძვირფასეულობით დატვირთულ ესპანურ გემებს, რომლებიც ევროპისკენ მიემართებოდნენ. მალე პიკერინგი გარდაიცვალა და გემის კაპიტანი ვინმე სტრედლინგი გახდა, რომელიც ვერ შეეწყო დამპირს და ამიტომ მას გამოეყო. გამჭრიახი სელკირკი იმ დროისათვის უკვე კაპიტან სტრედლინგის მეორე თანაშემწედ ითვლებოდა. 1704 წლის მაისში გემი შტორმში მოხვდა, დაზიანდა და ღუზა კ. მას-ა-ტერადან შორიახლოს ჩაუშვა. გემს კაპიტალური რემონტი ესაჭიროებოდა, ეს კი კაპიტანს არ სურდა. სწორედ ამიტომ მასსა და მის თანაშემწეს შორის კონფლიქტი მოხდა. შედეგად, სტრედლინგის ბრძანების თანახმად სელკირკი უკაცრიელ კუნძულზე გადასვეს და დატოვეს. მას მხოლოდ აუცილებელი ნივთები დაუტოვეს: იარაღი და ტყვიები, დანა, ცული, სათვალთვალო მილი, ცოტა თამბაქო და საბანი.
მართალია, თავიდან სელკირკი სასწარკვეთამ შეიპყრო, მაგარმ მალევე მიხვდა, რომ ეს მის დაღუპვას მოასწავებდა და საქმეს შეუდგა. ” მე მხოლოდ შრომამ გადამარჩინა” – ამბობდა მოგვიანებით მეზღავური. მან პატარა ქოხი ააშენა, კუნძულზე მოგზაურობისას მრავალი საკვებად ვარგისი და გემრიელი მცენარე იპოვა, რომლებიც თავის დროზე თავად ხუან-ფერნანდესმა დარგო. მოგვიანებით სელკირკმა თხებიც მოიშინაურა და ზღვის კუებეზე ნადირობა და თევზაობაც ისწავლა. ყოფილი მეზღვაური ცეცხლს ხახუნით აჩენდა, ხოლო ტანსაცმელს თხების ტყავისგან და საკუთარი ძალებით დამზადებული ლურსმნებით კერავდა. კუნძულზე ცხოვრებისას სელკირკმა სხვა სასარგებლო ნივთებთან ერთად საკუთარი კალენდარიც კი შექმნა.
ასე , სრულ მარტოობაში გაატარა ინგლისელმა უკაცრიელ კუნძულზე ზუსტად 5 წელი, სანამ შემთხვევით ამ კუნძულს ინგლისელი მეზღვაურები კაპიტან როჯერსის მეთაურობით არ ესტუმრნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას შემდეგ რაც სელკირკი კუნძულზე გადასვეს, სტრედლინგის გემი შტორმში მოხვდა, ხოლო მისი ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები ესპანელებმა დაატყვევეს. როჯერსი მოხიბლული იყო სელკირკის გამჭრიახობით, გამძლეობითა და უნარ-ჩვევებით და იგი თავის თანაშემწედ დანიშნა. ამგვრად, სელკირკი ისევ მეკობრულ საქმიანობას დაუბრუნდა.
1712 წელს სელკირკი სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს გამოვიდა კაპიტან როჯერსის წიგნი სათაურით ”კომერციული მოგზაურობა დედამიწის გარშემო” , რომელშიც მოკლედ იყო აღწერილი ინგლისელი მეზღვაურის თავგადასავალი. რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა: ” ბედისწერის ჩარევა ანუ ალექსანდრე სელკირკის საოცარი თავგადასავლი”, რომელიც მან თავად დაწერა, სამწუხაროდ, ალექსანდრეს არ ჰქონდა მწერლობის ტალანტი და ამიტომ წიგნი თანამედროვეებს შორის წარმატებული არ იყო. მხოლოდ დანიელ დეფოს რომანმა, რომელიც 1917 წელს გამოვიდა, მოუტანა მეზღვაურს ნამდვილი აღიარება, წიგნი კი ბესტელერი გახდა. ახალი წიგნის სათაური საკმაოდ გრძელი იყო: ”ცხოვრება და საოცარი მოგზაურობა რობინზონ კურზოსი, მეზღავურისა იორკიდან, რომელმაც 28 წელი გაატარა უკაცრიელ კუნძულზე”. მიუხედავად იმისა, რომ წიგში მოთხრობილია ვინმე რობინზონ კრუზოს თავგადასავლი, ხოლო მისი კუნძულზე ყოფნის პერიოდი რამდნიმე წლით იყო გაზრდილი, წიგნის მთავარ გმირში მაშინვე იცნობოდა ალექსანდრე სელკირკი. მით უმეტეს, რომ წიგნის პირველ გამოცემაში ავტორი პირდაპირ ამბობდა: ” ჯერ კიდევ ჩვენს შორის არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც გახდა ამ წიგნის დაწერის მიზეზი”.
ალექსანდრე სელკირკი 1723 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მის მშობლიურ ქალაქ ლარგოში, მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე, სელკირკს ძეგლი დაუდგეს, ხოლო 1868 წელს კ. მას-ა-ტერაზე იმ მთაზე, საიდანაც სელკირკი გემებს უთვალთვალებდა მემორიალური დაფა დადგეს.
აღსანიშნავია, რომ კუნძულის ისტორიაც ისევე საინტრესოა, როგორც თავად სელკირკ-რობინზონის. აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე სულაც არ ყოფილა პირველი და უკანასკენლი რობინზონი ამ კუნძულზე. პირველი გადასახლებული მისი პირველაღმომჩენი – ზღვაოსანი ხუან-ფერნანდესია. კუნძულზე მან რამდენიმე წელი გაატარა და შემდეგ კონტინენტზე დაბრუნდა. სწორედ მისი ” სახსოვარია” კუნძულზე ბინადარი თხები, რომლებიც ისე სწრაფად გამრავლდნენ, რომ არც შემდგომი რობინზონები და არც თანამედროვე ადგილობრივი მონადირეები, თხის ხორცისა და რძის დეფიციტს არ განიცდიდნენ.
ოკეანეში დაკარგული დედამიწის ეს პატარა ნაგლეჯი საუკუნეების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა. მე-17 ს-ის 20-იან წლებში კუნძულზე საკამოდ დიდხანს ცხოვრობდნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები, ხოლო 1680 წლის იანვრიდან 1683 წლამდე აქ ინდიელი ვილიამი იმყოფებოდა, რომელიც უცნობი მიზეზების გამო ინგლისელმა მეკობრეებმა დატოვეს. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ადამიანი გახდა დეფოს რომანის მეორე გმირის – პარასკევას პროტოტიპი. 1683 წლის 22 მარტს ვილიამი ბედის ირონიით ასევე ინგლისელმა მეკობრეებმა იპოვეს და თან წაიყვანეს.
შემდეგი რობინზონების ისტორია ძალიან სახალისოა. 1687 წელს კაპიტან დევისის ბრძანებით კუნძულზე ის ცხრა მეზღვაური გადასვეს, რომელბიც ”ზარს” თამაშობდნენ. მათაც მეტი რა უნდოდათ და კუნძულზე პრაქტიკულად მთელ დროს თამაშში ატარებდნენ. რადგანაც უკაცრიელ კუნძულზე ფულს არანაირი ფასი არ ჰქონდა, ამიტომ მათ კუნძული გაიყვეს და ამ მიწებზე თამაშობდნენ.
პერიოდულად კუნძულს ესპანელები სტუმრობდნენ და მისი მოთამაშე ბინადრების დაჭერას ცდილობდნენ. მეზღვაურთა უპრობლემო ცხოვრება 3 წელს გაგრძელდა. 14 წლის შემდეგ კი კუნძულის ბინადარი ა. სელკირკი გახდა. მის შემდგომაც, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კუნძული მეკობრეების გასაჩერებელ ადგილს წარმოადგენადა. 1715 წელს კი აქ ესპანელებმა პატარა კოლონია დაარსეს, მაგრამ მიწისძვრის შედეგად მალევე განადგურდა.
მოგვიანებით, 1719 წელს კ. მას-ა-ტერაზე, რაღაც დროით ინგლისელების ფლოტიდან გამოქცეული დეზერტირები ცხოვრობდნენ. ერთი წლის შემდეგ ჩაძირული გემის ”სპიდუალის” ეკიპაჟის წევრები. 1750 წელს აქ ესპანელებმა ციხე-სიმაგრე ააშენეს, რომელმაც მოგვინებით ციხის ფუნქცია შეიძინა და აქ ჩილეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ადამიანებს სვავდნენ. მიწისძვრამ ეს შენობაც დაანგრია და კუნძული ისევ გაუკაცრიელდა.
1855 წ. კუნძულზე ჩილედან მოსულმა კოლინისტებმა მორიგი დასახლება დაარსეს. ისინი მიწათმოქმედებას, თევზჭერასა და მესაქონლეობას მისდევდნენ და კუნძულზე საკონსერვო ფაბრიკაც კი ააშენეს. მე-19 ს-ის მიწურულს ჩილეს მთავრობამ საქვეყნოდ ცნობილი კუნძული არენდით მისცა შვეიცარელ ბიზნესმენს ბარონ დე როდტს, რომელმაც აქ ლანგუსტებზე ნადირობის ორგანიზება მოახდინა.
მშფოთვარე მე-20 საუკუნეში, ოკეანეში დაკარგული დედამიწის ეს პატარა ნაგლეჯი ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე აღმოჩნდა. 1915 წელს კუნძულის ნაპირებთან ინგლისელთა ფლოტმა გერმენელების კრეისერი ”დრეზდენი” ჩაძირა. მეორე მსოფლიო ომის დროს მას-ა-ტერასთან იაპონელი და გერმანელი წყალქვეშა ნავები და მსუბუქი კრეისერები იმალებოდნენ.
მოგვიანმებით ამერიკულმა კომპანიამ რობინზონ კრუზოს ცნობადობის გათვალისწინებით ტურისტებისთვის კუნძულზე სასტუმრო ააშენა. ასევე კუნძულის ხედებით ღია ბარათები გამოუშვა. ტურისტებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით ის გამოქვებული სარგებლობს, სადაც ვითომდა სელკირკი-რობინზონი ცხოვრობდა; ასევე ის ბორცვი, სიადანაც ის ოკეანეს გადაჰყურებდა. ამჟამდ, კ. მას-ა-ტერაზე ერთადერთი პატარა დასახლებული პუნქტია – სან-ხუან-ბატისტა, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 500 კაცია. სხვათაშორის კუნძულის მცხოვრებთა უმეტესობას რობინზონი, პარასკევა და დანიელი ჰქვიათ. მართალია კუნძულზე არის სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი, ასევე მუშაობს ფოსტა, მაგრამ კუნძული მაინც საკმაოდ იზოლირებულია. პროდუქტებით დატვირთული გემი აქ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდის, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ კარგადაა განვითარებული საჰაერო მიმოსვლა.
მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერების აზრით ვულკანების ამოფრქვევა ჩვენს პლანეტას გადახურებისგან იცავს. მათ ახალ კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ვულკანები დედამიწას აგრილებენ, ძირითადად, ატმოსფეროში გამოყოფილი გოგირდის დიოქსიდის ხარჯზე, რომელიც ნოტიო ჰაერთან რეაგირებს და გოგირდის მჟავას წვეთებს წარმოქმნის. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ატმოსფეროში რჩებიან და მზის რადიაციას ირეკლავენ, რაც თავის მხრივ ტემპერატურის შემცირებას იწვევს. არადა, ადრე ითვლებოდა, რომ ეს პროცესები პლანეტის მასშტაბით კლიმატზე არსებით გავლენას არ ახდენდა.
რეუნიონი – კუნძული ინდოეთის ოკეანეში – მადაგასკარის აღმოსავლეთით მდებარეობს და საფრანგეთის საზღვარგარეთის რეგიონს წარმოადგენს. კუნძულის ფართობი 2,5 ათასი კმ²-ია, მოსახლეობა 793 ათასი ადამიანი (2007 წლის აღწერით). რეიუნიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტი კრეოლებია (შერეული წარმოშობის, ძირითადად ფრანგულ-აფრიკულ-მალაგასური ნაზავი), ფრანგები მოსახლეობის დაახლოებით ¼-ს შეადგენენ, ინდიელები კი, დაახლოებით, 20-ს, ხოლო დანარჩენი ჩინელები და სხვ, ხალხებია. მოსახლეობის დაახლოებით 90% კათოლიკეა, არიან ინდუსები, მუსულმანები, ბუდისტები და ასევე რასტაფარიანები.
კრეოლური ენა (ფრანგულზე დაფუძნებული) ჯერ კიდევ გავრცელებულია, თუმცა სკოლაში სწავლება ოფიციალურად მხოლოდ ფრანგულ ენაზეა.
კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრია სენ-დენი (95 ათასი ადამიანი 2004 წელს). 1946 წლიდან რეუნიონი გახდა საფრანგეთის საზღვარგარეთის დეპარტამენტი, ხოლო 1974 წლიდან – ადმინისტრაციული რეგიონი. რეიუნიონს მართავს საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ დანიშნული პრეფექტი.
რეიუნიონის ეკონომიკის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ხოლო ძირითადი საექსპორტო კულტურა – შაქრის ლერწამი. ასევე მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი, ბანანი და მანგო. მეცხოველეობაში მეღორეობას და მეთხეობას მისდევენ. კუნძულზე ფართოდ არის განვითარებული ტურისტული ბიზნესი. მრეწველობაში ძირითადი დარგი შაქრის ლერწმისგან შაქრისა და რომის წარმოებაა. შაქრის გარდა ექსპორტზე გააქვთ რომი, ვანილი, გერანიუმის ესენცია და სხვა არომატიზატორები. შესამჩნევი განსხვავებაა კუნძულზე მცხოვრები ფრანგებისა და ინდიელების, კრეოლებისა და სხვა თემების წარმომადგენლების ცხოვრების დონეში. საფრანგეთის მთავრობა სუბსიდირებს კუნძულის ეკონომიკას, რათა შემცირდეს ეს განსხვავება.
კომორის კუნძულები, 2002 წლამდე კომორის ისლამური ფედერაციული რესპუბლიკა, ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთ მადაგასკარსა და ჩრდილოეთ მოზამბიკს შორის მდებარეობს. კუნძულების საერთო ფართობი – 2170 კმ² -ია. მოსახლეობა, დაახლოებით, 798 000 ადამიანი (2010 წელი). ქვეყნის დედაქალაქია მორონი. ოფიციალური ენებია კომორული, ფრანგული და არაბული, სახელმწიფო რელიგია – ისლამი.
1975 წლის 6 ივლისს დეპუტატთა პალატამ ცალმხრივად გამოაცხადა კომორის კუნძულების დამოუკიდებელი რესპუბლიკა (RCO), რომელიც კუნძულების ანჟუანის, გრანდ კომორისა და მოჰელისგან შედგებოდა. მოგვინაებით საბჭო გაუქმდა, შეიქმნა პარლამენტი, მიღებულ იქნა კონსტიტუცია და აღადგინეს კუნძულების არაბული სახელწოდებები.
1975 წლის ნოემბერში, კომორის 4 კუნძული, როგორც ერთი სახელმწიფო, გაეროში გაწევრიანდა.
2002 წლის აპრილში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დამტკიცდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც კუნძულებს უფრო ფართო ავტონომიურ უფლებებს ანიჭებდა. ქვეყანა ცნობილი გახდა როგორც კომორის კავშირი (UCO).
კომორის კუნძულები აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ძირითადი შემოსავალია ილანგ-ილანგის (მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორი) და ვანილის (მსოფლიოში სიდიდით მეორე ექსპორტიორი მადაგასკარის შემდეგ) ექსპორტი. ასევე ტურიზმი და მეთევზეობა.
მარგალიტისფერი თეთრი პლაჟები, ლურჯი ყურეები, წყალქვეშა სამყაროს სილამაზე, ადგილობრივების კეთილგანწყობა და, რა თქმა უნდა, მშვენიერი დასვენება. ალბათ, ესაა პირველი ასოციაციები, რომლებიც მახსენდება მალდივებზე ფიქრისას. მაგრამ ამ სამოთხეს ნაკლებად ცნობილი მხარეც აქვს. კუნძულის სახელმწიფოს ისტორია დაფარულია მრავალი საიდუმლოებითა და გამოცანებით. მათგან ყველაზე დიდი მალდივის ისტორიის ადრეულ პერიოდს ემთხევვა და კუნძულზე პირველი ადამიანების გამოჩენის ეხება.
მალდივის არქიპელაგი გადაჭიმულია ინდოეთის ოკეანის ეკვატორულ წყლებში, შრი-ლანკის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. საერთო ჯამში, მალდივები 20 ატოლისგან და 1192 კუნძულისგან შედგება, რომელთაგან მხოლოდ 199-ია დასახლებული და რომლებიც შრი-ლანკადან ეკვატორამდე სამხრეთ-დასავლეთით არის გაბნეული და ატოლების სახით ჯგუფებადაა გაერთიანებული. სხვათა შორის, სიტყვა “ატოლი“, რომელიც ამ სახით დამკვიდრდა მსოფლიოს მრავალ ენაში, სწორედ მალდიველების ენიდან დივეჰიდან მოდის.
ქვეყნის საერთო ფართობი დაახლოებით 300 კმ²-ია, ხოლო კუნძულების მთელი მოსახლეობა სულ რაღაც 309 ათას ადამიანს შეადგენს.
დედაქალაქი მალე, არქიპელაგის ერთადერთი ქალაქი და პორტი, ამავე სახელწოდების ატოლზე მდებარეობს. იგი მსოფლიოში ყველაზე პატარა დედაქალაქი და ამავე დროს დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. აქ, 6 კმ²-ზე ნაკლებ ფართობზე 150 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
კუნძულების ხელუხლებელი ბუნებრივი სილამაზით დასატკბობად ტურისტები დედაქალაქიდან უფრო შორს მოგზაურობენ, რადგან რაც უფრო შორს არის კუნძული მალიდან, მით უფრო ლამაზია მისი პლაჟები და მით უფრო მდიდარია წყალქვეშა სამყარო.
მალდივები ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით, არანაკლებ თეთრი პლაჟებით, მდიდარი რიფებითა და ხელუხლებელი ბუნებით. თუმცა, სამოთხის კუნძულების დღევანდელ მოსახლეობას არაფერი აქვს საერთო იმ ხალხთან, ვინც ერთ დროს პირველებმა დაადგა ფეხი ამ დალოცვილ მიწაზე. მალდივის არქიპელაგზე პირველი ადამიანების გამოჩენა საიდუმლოებით არის მოცული: არავინ იცის, ვინ მოვიდა აქ პირველი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შრი-ლანკასა და სამხრეთ ინდოეთის უძველესი მაცხოვრებლები იყვნენ პირველები, ვინც აქ დასახლდნენ, სხვები კი ფიქრობენ, რომ პირველი მალდივიელები ინდოეთიდან მოვიდნენ. ასეა თუ ისე, პირველი მოსახლეები აქ დაახლოებით 4000 წლის წინ გამოჩნდნენ.
ისლამი, რომელიც დღევანდელი მალდივების ოფიციალური რელიგიაა, აქ უფრო გვიან, 1153 წელს დამკვიდრდა. გათხრები მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს განვითარების ადრეულ ეტაპზე ძირითადი რელიგიები ინდუიზმი და ბუდიზმი იყო. რელიგიების ამ მრავალფეროვნებამ თავისი კვალი დატოვა და დღევანდელი მალდივების ისლამი საკმაოდ რბილი და სეკულარულია სხვა მუსულმანურ ქვეყნებთან შედარებით. პორტუგალიელების მიერ კოლონიზაციის გვიანმა მცდელობებმა და მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის პროტექტორატის დამყარებამ ასევე გავლენა მოახდინა მალდიველების მენტალიტეტზე, ჩამოაყალიბა მულტიკულტურული სული, რომელიც დღემდეა შენარჩუნებული.
საინტერესოა, რომ კუნძულების ადგილობრივი მაცხოვრებლები საკმაოდ ცრუმორწმუნეები არიან, მიუხედავად მათი ძლიერი რწმენისა ისლამისადმი. მაგალითად, ითვლება, რომ ქოქოსი შავი მაგიის ატრიბუტია და გამოიყენება რიტუალებში. მაგალითად, 2013 წელს პოლიციამ დააპატიმრა ქოქოსი, როგორც ეჭვმიტანილი არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებაში. ინციდენტი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა როცა თეთრმა ჯადოქარმა წარმოადგინა ქოქოსის უდანაშაულობის მტკიცებულება წარმოადგინა.
მალდივის ოფიციალური ენაა დივეჰი (Dhivehi), მაგრამ ასევე საუბრობენ ინგლისურად და ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას არ უჭირს უცხოელებთან ურთიერთობა. კუნძულებს შორის არის გარკვეული ენობრივი განსხვავებები და ჩრდილოეთ ნაწილის დიალექტები განსაკუთრებით განსხვავდება სტანდარტული მეტყველებისგან. Dhivehi იწერება მარჯვნიდან მარცხნივ სპეციალური 24-სიმბოლოიანი ანბანის გამოყენებით, რომელიც მე-16 საუკუნეში წარმოიშვა.
1965 წლის 26 ივლისს ბრიტანეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა მალდივებს. 1968 წლის 11 ნოემბერს, რეფერენდუმის შემდეგ, მალდივის კუნძულები გამოცხადდა რესპუბლიკად. 1978 წლიდან მალდივებს მართავდა პრეზიდენტი მაუმუნ აბდულ გაიუმი (6 ზედიზედ ხუთწლიანი ვადა). 2008 წლის ოქტომბერში მოჰამედ ნაშიდი გახდა მალდივის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა სახალხო კენჭისყრით.
მალდივების ეკონომიკის ძირითადი სექტორებია ტურიზმი (მშპ-ს 28%) და მეთევზეობა. სამრეწველო სექტორი ტანსაცმლის, სუვენირებისა და ნავების წარმოებითა წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული. საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია. ძირითადი კულტურაა ქოქოსის პალმა, ასევე მოჰყავთ ბოსტნეული, ხილი, ტკბილი კარტოფილი და პურის ხილი. მესაქონლეობა პრაქტიკულად არ არის განვითარებული. საექსპორტო საქონელია თევზი და საფოსტო მარკები. ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა ტრადციული და მოტორიანი ნავები.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანას წიგნიერების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში და იგი 98%-ს აღემატება.ამას კი იმით ხსნიან, რომ მალეში, სადაც ყველა უნივერსიტეტია განთავსებული და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, უბრალოდ წასასვლელი არსად არის, თუკი ლექციების გაცდენას გადაწყვიტავთ. თუმცა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში მასწავლებელთა რაოდენობა 2009 წელს 3400-დან 2011 წელს დაახლოებით 6000-მდე გაიზარდა, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ერთ მშვენიერ დღეს, ზღვის დონის აწევის გამო, შესაძლოა, მალდივები გაქრეს დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე სახალისო ფაქტია, მალდივები ერთ-ერთი ყველაზე კლიმატმოწყვლადი ქვეყანაა პლანეტაზე. 2008 წელს მალდივის პრეზიდენტმა გამოაცხადა გეგმა შექმნას ფონდი სახელმწიფოსთვის ახალი ტერიტორიის შესაძენად, რომელიც შეიძლება მათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის აწევის გამო დასჭირდეთ. გლობალური დათბობის საფრთხეს აქ უფრო სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და ამიტომ მალდივებმა დაისახა მიზანი, გახდეს ნახშირბადნეიტრალური ქვეყანა 2020 წლისთვის.
მალდივები, ისევე როგორც დომინიკის რესპუბლიკა, კუბა, სეიშელის კუნძულები, ფიჯი და ბაჰამის კუნძულები (და კიდევ ხუთი ათეული ქვეყანა) გაერთიანებულია მცირე კუნძულის განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფში, რომელიც განსაზღვრული და აღიარებულია გაეროს მიერ 1992 წელს. ეს ქვეყნები მდგრადი განვითარების მსგავს გამოწვევებს აწყდებიან: ადგილობრივი მოსახლეობის მცირე რაოდენობა ტურისტების დიდ რაოდენობასთან შედარებით, შეზღუდული რესურსები, ბუნებრივი კატასტროფების ზემოქმედება, არასტაბილური გარემო, მაღალი კომუნიკაცია, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ხარჯები.
ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის“ წითელი ნუსხის საფუძველზე, აშშ-ში 1966 წელს შეიქმნა „საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აქტი“.
ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის“ წითელი ნუსხის საფუძველზე, აშშ-ში 1966 წელს შეიქმნა „საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აქტი“. ამ სიაში მოხვედრილი სახეობები ავტომატურად ექვემდებარებოდა გარკვეულ სამენეჯმენტო ქმედებებს და ეს დღემდე ასე გრძელდება. სამენეჯმენტო მოქმედებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა საფრთხის წინაშე მდგომი სახეობა.
XVI-XVIII სს-ში ევროპაში დაცული ტყის 300-მდე უბანი არსებობდა.
ცხოველთა მრავალი სახეობის მოსპობის ერთ-ერთი მიზეზია კომერციული ნადირობა, მაგ., ასე განადგურდა სტეპის ქათამი და მოხეტიალე მტრედი აშშ-ის ცენტრალურ რეგიონებში, სადაც მათი პოპულაციები XIX ს-ის დასაწყისში მილიარდობით ინდივიდს ითვლიდა
მარიკულტურის განვითარებას უძველესი ტრადიცია აქვს, მაგ., იაპონიაში უკვე 200 წლის წინ ხდებოდა მოლუსკების კულტივირება.
ჩამოთვლილთაგან ექვსს – ქვევრს, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს, „დედაენას“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი), “ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალ კულტურას”, “ქართულ ჭიდაობას”, “ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიციას” – ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული.
მდგრადი განვითარების თეორია, ფაქტობრივად, ახალი, XXI საუკუნის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების თეორიაა, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარების ჰარმონიული, ეკონომიკურ-ეკოლოგიური პროცესების მართვის მოგვარებაა. თანამედროვე მსოფლიოში მდგრადი განვითარება, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და საზოგადოების ყველა სფეროს – პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ბიზნესმენების, მეცნიერების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ყურადღების ცენტრშია. დღესდღეობით მდგრადი განვითარება ფუნდამენტურ სტრატეგიას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თითქმის ყველა დარგსა და სფეროში.
ტერმინი მდგრადი განვითარება პირველად 1987 წლის გაეროს გარემოსა და განვითარების კომისიის ანგარიშში იყო მოხსენიებული. მდგრადი განვითარების განსაზღვრება, რომელიც შემდეგი 25 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, მოხსენებაში ასე იყო ჩამოყალიბებული: „მდგრადი განვითარება ისეთი განვითარებაა, რომელიც აკმაყოფილებს აწმყოს მოთხოვნებს ისე, რომ არ უქმნის საფრთხეს მომავალი თაობების შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ თავიანთი საჭიროებები“.
ამ განმარტებას შემდგომში მდგრადი განვითარების კიდევ სამი განზომილება დაემატა: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ჩართულობა და გარემოს მდგრადობა. სამგანზომილებიანი მდგრადი განვითარების მნიშვნელობას ხაზი გაესვა 2012 წლის რიოს +20 კონფერენციაზე.
დღეისათვის მდგრადი განვითარების 50-ზე მეტი განმარტება არსებობს და მათი რაოდენობა იზრდება. მდგრადი განვითარება გაეროს განმარტებებით „საზოგადოების განვითარების ისეთ სისტემას გულისხმობს, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი“.
მდგრადი განვითარება მოიაზრებს ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას როგორც მოკლე და საშუალო, ასევე ხანგრძლივი ვადით; მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარება ეკონომიკური და სოციალური განვითარებაა, რომელიც ბუნებრივი რესურსების შემცირების გარეშე მიმდინარეობს;
მდგრადი განვითარების ცნება მოიაზრებს თანასწორობის გრძელვადიან, შორსმჭვრეტ ხედვასა და სისტემურ აზროვნებას, რომლის ფარგლებშიც წინა პლანზე იწევს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპები. სამართლიანობა გულისხმობს, რომ ყოველ ერს უნდა ჰქონდეს თავისი კულტურული და სოციალური ფასეულობების განვითარების შესაძლებლობა და, ამასთანავე, ყოველმა ერმა პატივი უნდა სცეს სხვა ერების განვითარების უფლებას. თანასწორობა, თავის მხრივ, ითვალისწინებს მომავალ თაობათა ინტერესებს, კონკრეტულად კი, ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს იცხოვრონ და განვითარდენენ ჯანსაღ გარემოში და ხელი მიუწვდებოდეთ მათი განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ეკონომიკური და სახელმწიფო მართვის სისტემები ვერ უზრუნველყოფენ რესურსების ხელმისაწვდომობის თანასწორობას, აუცილებელია ამ სისტემების გადახედვა.
რესურსების მდგრადი გამოყენება და თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს რესურსების ოპტიმალური გამოყენების, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და რეგენერაციისთვის, რადგან ასეთი გამოყენებით მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი მნიშვნელოვანი სტიმულია ხალხისათვის, დაიცვას პლანეტა; ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას ადამიანები ზრუნავენ, რომ შეამცირონ ბიომრავალფეროვნების განადგურება; მდგრადი გამოყენება მოიაზრებს ამ რესურსების მოხმარების პრინციპების განვითარებას.
მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის სწრაფ ზრდასთან ერთად, იზრდება რესურსებზე მოთხოვნა, ამიტომაც მნიშვნელოვანია რესურსების მდგრადი გამოყენება.
აუცილებელია გვესმოდეს, რომ მდგრადი განვითარების მიღწევა შეუძლებელია არსებული მიდგომებისა და ტენდენციების შეცვლის გარეშე და სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება მდგრად სისტემაზე რაციონალური და შეუფერხებელი გადასვლისათვის. არსებული განვითარების ტენდენციის შედეგად დღეს უკვე წამოჭრილია მრავალი გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემა: ტროპიკული ტყეების მასიური გაჩეხვა, მცენარეთა სახეობების გადაშენება, ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და სხვა. შესაბამისად, საჭიროა სწრაფი რეაგირება და ინოვაციური გზების მოძებნა, რათა მოხდეს ინდივიდუალური ქცევის, ინსტიტუციური სტრუქტურებისა და პოლიტიკის შეცვლა მდგრადი განვითარების პრინციპების დასანერგად და განსახორციელებლად. კერძოდ კი, მდგრადი განვითარების მიღწევა გულისხმობს რიგი ქმედებების ახლებური ხედვით განხორციელებას სახელმწიფოსა და ინდივიდუალურ დონეზე როგორც წარმოებისა და მოხმარების არსებულ პრაქტიკაში, ასევე სათანადო სახელმწიფო მართვაში.
მდგრადი განვითარების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ექნება წარმოებაში ეფექტიანობის გაზრდასა და ნედლეულის ხელახალი გამოყენების დანერგვას. ეკო-ეფექტური საწარმოებისა და კომპანიების არსებობა შესაძლებელს გახდის, ერთი მხრივ, წარმოებულ პროდუქციასა და სერვისებზე კონკურენტუნარიანი ფასების ხარჯზე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ამავდროულად ნედლეულის ეკონომიურ გამოყენებას, ისე რომ, არ დაირღვეს ეკოსისტემების ბუნებრივი წონასწორობა.
მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მდგრადი მოხმარების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მოხმარების დონე ყოველდღიურად იზრდება. მოხმარება, რა თქმა უნდა, ცხოვრების აუცილებლი ნაწილია – ყველა ორგანიზმი თავისი ბიოლოგიური არსებობის შენარჩუნების მიზნით რაღაცას მოიხმარს, თუმცა საკითხის აქტუალობა გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორ ხდება მოხმარება, რა რაოდენობით და რა გავლენას ახდენს. მაგალითად, განვითარებული ქვეყნების უმეტესობის არსებული მოხმარების დონე და ფორმა არამდგრადია და ასეთი მოხმარების ზეგავლენა როგორც გარემოს მდგომარეობაზე, ასევე სოცილური კუთხით, დღეს უკვე თვალსაჩინოა ადგილობრივ თუ გლობალურ დონეზე. სწორედ გადაჭარბებული და არამდგრადი მოხმარების შედეგია დაბინძურებული გარემო და საზოგადოებებს შორის გაუცხოება. გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილება და ოზონის შრის დაშლა, რაც გადაჭარბებულ მოხმარებას უკავშირდება, საკმარისია, რომ დავფიქრდეთ ჩვენი მოხმარების წესის ზემოქმედებაზე.
მოხმარების დონის შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა „ეკოლოგიური ნაკვალევის (ანაბეჭდის)“ მეთოდის გამოყენება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი ბიოლოგიურად პროდუქტიული ფართობი (ჰექტრებში) და წყალია აუცილებელი ჩვენ მიერ ყველა საჭირო რესურსის წარმოების, მოხმარებისა და მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსებისათვის. შესაბამისად, აუცილებელია სათანადო პოლიტიკის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი „ეკოლოგიური ანაბეჭდის“ შემცირებას ისე, რომ არ შეიზღუდოს მოსახლეობის კეთილდღეობა. ასეთი პოლიტიკა ასევე უნდა ითვალისწინებდეს 1 მილიარდი ღარიბი მოსახლეობის (რომლისთვისაც მიუწვდომელია სათანადო კვება, თავშესაფარი და ელემენტარული მოხმარების საგნები) ცხოვრების პირობების გაუმჯობე სებას. აღსანიშნავია ყოველი ჩვენგანის, როგორც მომხმარებლის, როლი შეგნებული გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროა დავფიქრდეთ, რამდენად საჭიროებისამებრ ხდება ჩვენ მიერ ამა თუ იმ პროდუქტისა ან სერვისის მოხმარება.
იუნესკოს ერთ-ერთ მოხსენებაში მდგრადი განვითარების ამოცანები შემდეგნაირად ხაიათდება:
ეკონომიკური ზრდის ამაღლება;
გარემოს დაცვა მდგრადი ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენით;
სოციალური თანასწორობის მიღწევა.
მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებია:
1. გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გადაწყვეტილებების ინტეგრირება:
ეკონომიკური გადაწყვეტილება ადეკვატურად უნდა ასახავდეს გარემოს, ადამიანთა ჯანმრთელობისა და სოციალურ ასპექტებს;
ჯანდაცვისა და გარემოსდაცვით სფეროში არსებული ინიციატივების განხორციელებისას, შეძლებისდაგვარად, უნდა მოხდეს მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგების გათვალისწინება.
2. ხელმძღვანელობა:
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული;
დღევანდელი გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს სამომავლო შედეგებს.
3. პასუხისმგებლობის გაზიარება და გაგება:
მოქალაქეები პატივს უნდა სცემდნენ განსხვავებულ ეკონომიკურ და სოციალურ შეხედულებებს, განსხვავებულ ღირებულებებს, ტრადიციებსა და მისწრაფებებს;
მოქალაქეები პასუხისმგებლობას უნდა იღებდნენ ეკონომიკის მდგრადობის, ჯანსაღი გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
4. პრევენცია:
გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს საფრთხეების მინიმიზაცია გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით.
5. კონსერვაცია და გაძლიერება:
საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს ეკოლოგიური პროცესები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და ეკოსისტემები;
მდგრადად და გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული განახლებადი და არაგანახლებადი რესურსები;
საზოგადოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ცდილობდეს ეკოსისტემების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.
6. რეაბილიტაცია და აღდგენა:
საზოგადოება უნდა ცდილობდეს დაზიანებული და დეგრადირებული გარემოს აღდგენას;
სამომავლო ქმედებები და გადაწყვეტილებები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ხარჯები.
7. გლობალური პასუხისმგებლობა:
ადგილობრივი მოქმედებისას საზოგადოება უნდა ფიქრობდეს გლობალურად. ქვეყნები უნდა თანამშრომლობდნენ საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური ასპექტების ინტეგრირების მიზნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების თეორია ბოლო პერიოდის ყველაზე გამოკვლევად, სწრაფად განვითარებად და პოპულარულ ახალ თეორიად ჩამოყალიბდა. მას მიეძღვნა უამრავი კონფერენცია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. ამასთან, ის არის უაღრესად პრაქტიკული თეორია.
მსოფლიოს ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ განაცხადა მდგრადი განვითარების გზით სიარულის სურვილი. მოწინავე ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო დოკუმენტები საბაზო იდეოლოგიად მდგრადი განვითარების დებულებებს იყენებენ.
გარემო, ფართო გაგებით, ნიშნავს საგნის გარემოცვას, ანუ იმ პირობებისა და გარემოებათა ერთობლიობას, რომელიც ამ საგანზე ზემოქმედებას ახდენენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით ცნებაში „გარემო” იგულისხმება არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედების მქონე, გარეშე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები და ბუნებრივი გარემოს კომპონენტები, მაგალითად ატმოსფერო, ნიადაგი და წყალი, არამედ ასევე (ხშირად არაპირდაპირი ზემოქმედების მქონე) საცხოვრებელი გარემოს ელემენტები, როგორიც არის: შენობები, სამუშაო და გასართობი ადგილები.
გარემოს შესაძლო ფორმებია: ბუნებრივი გარემო – დედამიწაზე ბუნებრივად არსებული ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება; სოციალური გარემო – საზოგადოება, რომელშიც ინდივიდი ცხოვრობს; ბიზნეს გარემო – ბიზნესის ფუნქციონირების პირობები და სხვა.
ბუნებრივი გარემო დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით, ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტი ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფება.
ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს -რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება.
გარემოს დაცვა ყველა იმ ღონისძიებას მოიცავს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება. ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.
საინტერესოა, რომ გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უკვე უძველეს წარსულში შეინიშნებოდა. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის დაწყებას გარემოს შეცვალა მოყვა: ბალახი, ბუჩქები და ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, ასევე მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ ფართომასშტაბიანი ეროზიები გამოიწვია. მოგვიანებით, ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში, საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუა ზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება. თუმცა იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები, ძირითადად, რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული.
დღეს, უკვე არსებობს მსოფლიო მასშტაბების ნგრევის და ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურების საფრთხე. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დაზიანება, ეკვატორული და ბორეალური ტყეების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება და სხვ. გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის დაბინძურება, ეროზია და დეგრდაცია, ნარჩენების პრობლემა, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური და სხვ.
ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადმიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცნებაში „გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა” ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადობის იმ ასპექტებს გულისხმობს, რომლებიც განპირობებულია გარემო ფაქტორებით. ამ ცნების ქვეშ ასევე მოიაზრება ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური ზემოქმედების მქონე გარემო ფაქტორების შეფასებისა და კონტროლის განხორციელება.
გარემოს დაცვისა და განვითარების კომისიის ანგარიშში გარემოსდაცვითი პრობლემატიკისა და უსაფრთხოების კავშირი პირველად 1987 წელს გამოიკვეთა ასეთი ჩანაწერის სახით: „კაცობრიობას ორი ძირითადი საფრთხე ემუქრება: პირველი, ეს არის ატომური იარაღის გამოყენება – იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ეს პერსპექტივა აღარ იარსებებს და მეორე საფრთხე, მსოფლიოს გარემოს დეგრადაცია და ეს არ არის მომავლის პერსპექტივა, ეს ფაქტია დღეს“. გაეროს 42-ე გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად შემოიტანა უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, მსოფლიოში არსებული გლობალური საფრთხეებიდან, რომელიც მნიშვნელოვნად ემუქრება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის გარემოს დეგრადაცია და მისი თანამდევი პრობლემები.
2004 წელს, გაერთიანებული ერების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“ ხაზი გაესვა იმას, რომ აუცილებელია პრობლემათა გადაჭრისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავება. მსოფლიო ჯერ კიდევ არ არის მზად შეხედოს განვითარების პრობლემებს ინტეგრირებულად და თანმიმდევრულად.
ამჟამად, სიღარიბესთან, გადამდებ დაავადებებსა და გარემო დეგრადაციასთან ბრძოლა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. მაგალითად, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, დაახლოებით, 2 მილიარდმა ადამიანმა განიცადა ბუნებრივი კატასტროფების ზეგავლენა, ხოლო ამ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად წარმოშობილმა ეკონომიკურმა ზარალმა წინა 4 ათეული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა. პროგნოზების თანახმად კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამძაფრებს, როგორც ბუნებრივი კატასტროფების სიხშირესა და სიმძიმეს, ასევე საკმაოდ უარყოფითი ზეგავლენა ექნება, როგორც სიღარიბის, ასევე გადამდები დაავადების ზრდაზე. აქედან გამომდინარე უდავოა, რომ საჭიროა პრობლემათა გადაჭრის ინტეგრირებული გზების ძიება.
დღევანდელი თვალსაზრისით, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება განსაზღვრავს ქვეყნის და საზოგადოების უნარს გადაიტანოს და/ან წინ აღუდგეს გარემოსდაცვითი რესურსების სიმწირეს, შეუქცევად გარემოსდაცვით ცვლილებებს ან ბუნებრივი რესურსების გამო წარმოშობილ დაძაბულობასა და კონფლიქტებს. გარემოს დეგრადაციამ, ბუნებრივი რესურსების და ეკოსისტემების არარაციონალურმა მოხმარებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თემებსა და ერებს, ხოლო კონკურენცია სწრაფად ამოწურვად ისეთ რესურსებზე, როგორიცაა ტყეები, მტკნარი წყალი, ნაყოფიერი ნიადაგები, კლიმატის ცვლილების ზეგავლენა დ ადამიანთა მიგრაცია – საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და მშვიდობას.
ტრანსასაზღვრო დაბინძურება და/ან გარემოსდაცვითი ავარიები და კატასტროფები ხშირად უარყოფითად მოქმედებს მეზობელ სახელმწიფოებზე. თუმცა, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას წამოჭრილმა პრობლემებმა ასევე შეიძლება გააერთიანოს ადამიანები და თემები, რათა ერთობლივად გამოასწორონ ბუნებრივი რესურსების მართვა. შესაბამისად, თანამშრომლობა გარემოს დაცვის კუთხით შეიძლება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს კონფლიქტების პრევენციასა და ერებსა და თემებს შორის მშვიდობის დამყარებაში.
ზურმუხტის ქსელი პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის (ბერნის კონვენცია, 1979) დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.
ევროკავშირში ბერნის კონვენციის აღსრულება1992 წლის 21 მაისის საბჭოს დირექტივით – „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ (ჰაბიტატების დირექტივა) ხდება. ბერნის კონვენცია ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედია. რადგან ბერნის კონვენცია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც (მაგ., შვეიცარია, უკრაინა, საქართველო და სხვ.) მოიცავს, ანუ მისი გეოგრაფია უფრო ფართოდა და ევროკავშირის ფარგლებს სცდება, სწორედ ამიტომ ზურმუხტის ქსელი, როგორც პანევროპული ეკოლოგიური ქსელი ისე განიხილება, ხოლო „ნატურა 2000“ პრაქტიკულად მის ნაწილს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა დროთა განმავლობაში ამ ორი ქსელის სრული შერწყმაც კი მოხდეს. ზურმუხტის ქსელი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, იგი მსოფლიოს უდიდესი ეკოლოგიური ქსელი იქნება, რომელიც ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე დაცულ ტერიტორიებს გააერთიანებს.
ბერნის კონვენცია ეყრდნობა პრინციპს, რომ სახეობების გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია იმ ჰაბიტატების დაცვის გარეშე, სადაც ისინი ბინადრობენ. შესაბამისად, ბერნის კონვენცია მთავარ აქცენტს სწორედ ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებაზე აკეთებს. ამისათვის მთელ ევროპაში ხდება ისეთი ადგილების შერჩევა, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ბერნის კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი ჰაბიტატებითა და სახეობებით. ასეთ ტერიტორიებს ენიჭებათ „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების“ (Areas of Special Conservation Interest-ASCI) განსაკუთრებული კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე სტატუსი და ისინი ერთიანდება ე.წ. „ზურმუხტის ქსელში“. ხშირად მათ „ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებს“ ან „ზურმუხტის ტერიტორიებსაც“ უწოდებენ.
საქართველო, ბერნის კონვენციას, პარლამენტის 2008 წლის ბოლოს შეუერთდა და ამით სახელმწიფომ ვალდებულიება აიღო მონაწილეობა მიიღოს ზურმუხტის ქსელის შენარჩუნებასა და გაფართოებაში.
ზურმუხტის ქსელის მიზანი იმ სახეობების დაცვაა, რომელთა გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია თუ არ მოხდა მათი ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნება. ეს სახეობები და ჰაბიტატები ბერნის კონვენციის მიხედვითაა განსაზღვრული. ჩამონათვალში შესულია ევროპაში გავრცელებული 1000-მდე სახეობა და 200-მდე სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატი, საიდანაც 200-ზე მეტი სახეობა და 50-ზე მეტი ჰაბიტატი გვხვდება საქართველოში. შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას ესჰაბიტატები.
ტერიტორია ზურმუხტის ქსელის ნაწილად ანუ ზურმუხტის ტერიტორიად შეიძლება გამოცხადდეს, თუ იგი აკმაყოფილებს ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან სულ ცოტა ერთს მაინც:
ა) მას მნიშვნელოვანი წვილილი შეაქვს ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და/ან ბერნის კონვენციის პირველ და მეორე დანართებში მითითებული სახეობების დაცვაში;
ბ) ტერიტორია მდებარეობს ბიომრავალფეროვნებით განსაკუთრებით მდიდარ რეგიონში და წარმოადგენს საბინადროს სახეობების მნიშვნელოვანი რაოდენობისთვის ან ერთი, ან რამდენიმე სახეობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოპულაციისთვის;
გ) წარმოადგენს საფრთხეში მყოფი ჰაბიტატის სანიმუშო ტერიტორიას ან მოიცავს ასეთი ჰაბიტატის მნიშვნელოვან მონაკვეთს;ზურმუხტის ქსელი შეიძლება მოიცავდეს სრულიად სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემას: ტყეებს, ტბებსა და მდინარეებს, საზღვაო ეკოსისტემებს, მდელოებს, მღვიმეებსა და გამოქვაბულებს და ა.შ. ასევე სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის მქონე ტერიტორიას. მაგ., ნებისმიერი კატეგორიის დაცულ ტერიტორიას ან მის ნაწილს, სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ურბანულ ზონებსაც კი.
2017 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ზურმუხტის ქსელის 3 ტერიტორია (ლაგოდეხი, ვაშლოვანი და ბაწარა) ოფიციალურად გამოცხადდა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებად, რაც პირველი პრეცედენტია კავკასიის რეგიონში.
2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში ზურმუხტის ქსელის ფართობი 1 307 501 ჰ-ია, რაც ჩვენი ქვეყნის ფართობის 18.75% შეადგენს და ზურმუხტის ქსელის 66 ტერიტორიას მოიცავს, რომელთაგანაც 46 დამტკიცებულია, 16 შეთავაზებული და 4 ჯერ კიდევ შეთავაზებული კანდიდატია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზურმუხტის ქსელის 44% საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ „ზურმუხტის ქსელს“, განსხვავებით კლასიკური დაცული ტერიტორიებისგან, არ შემოაქვს სტანდარტული შეზღუდვები ადამიანის საქმიანობაში. თითოეული კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსება გულისხმობს მის ფარგლებში ამ კატეგორიისთვის კანონით განსაზღვრული შეზღუდვების დაწესებას და, შესაბამისად, ეს შეზღუდვები ერთნაირია ყველგან, სადაც ამ კატეგორიის დაცული ტერიტორია იქმნება. ზურმუხტის ტერიტორიებზე კი ადამიანის საქმიანობის შეზღუდვები შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, რადგან აქ ნებადართულია პრაქტიკულად ყველა საქმიანობა, რომელიც ზიანს არ აყენებს ბერნის კონვენციით დაცულ კონკრეტულ სახეობას ან ჰაბიტატს, რომელიც ამ ტერიტორიაზე გვხვდება და რომელთა დასაცავადაც შეიქმნა მოცემული ტერიტორია.
ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის დაარსების შემდეგ, აუცილებელია შემუშავდეს ამ ტერიტორიის კონსერვაციული მიზნები/ამოცანები და მართვის გეგმა, სადაც მითითებული იქნება ის სახეობები და ჰაბიტატები, რომელთა დაცვა აუცილებელია ტერიტორიის ფარგლებში; ერთადერთი, რასაც ზურმუხტის ქსელი ცალსახად კრძალავს, არის უარყოფითი ზემოქმედება ბერნის კონვენციით დაცულ ჰაბიტატებსა და სახეობებზე.