• გამდიდრება

    გამდიდრება მადნის, ნიადაგის სასარგებლო თვისებების გაუმჯობესება უვარგისი ნივთიერების მოცილებით ან ახალი ნივთიერებების შეტანით.

  • გამოზიდვის კონუსი

    გამოზიდვის კონუსი

    გამოზიდვის კონუსი – ნაფენი ნიაღვრების ქვემო ნაწილი, სადაც ნიაღვრის ძალა სუსტდება და მის მიერ ჩამოტანილი მყარი მასალა (კენჭები, თიხა, ქვიშა) ილექება. დედამიწის ზედაპირის რელიეფის აკუმულაციური ფორმა, რომელიც გვხვდება მდინარეების, ხევებისა და მთის ნაკადულების შესართავებში. წარმოადგენს ნახევარკონუსისებრ ბუნებრივ ამაღლებას, რომელიც იქმნება მდინარეთა აკუმულაციის შედეგად. სახელდობრ: როდესაც მთის მდინარესა ან ნაკადულს მთისწინეთის დადაბლებულ ადგილებში გამოაქვს მყარი მასალა (ქვიშა, კენჭი, და სხვ.) ხდება ამ მასალის აკუმულირება მთის ძირში და წარმოიქმნება სუსტად ამოზნექილი რელიეფი. დამახასიათებელია საშუალო ან პატარა მდინარეებისათვის, რომლებიც მთის ტერიტორიიდან იჭრებიან მთისწინეთის მოვაკებულ ადგილებში. გამოზიდვის კონუსისთვის ნიშანდობლივია ზრდა, ხოლო ქვემო მონაკვეთში გაგანიერება. მათი ზომები და მოხაზულობა დროთა განმავლობაში იცვლება.

  • ბარიერული რიფი

    ბარიერული რიფი

    ბარიერული რიფები – მარჯნის ნაგებობები, განლაგებული ნაპირების პარალელურად, ოღონდ მისგან გამოყოფილი საკმაოდ განიერი წყლის სივრცით. რიფის სტრუქტურა მილიარდი პატარა ორგანიზმებისგან შედგება, რომლებსiaაც მარჯნის პოლიპები ჰქვიათ.

  • გამოფიტვა

    გამოფიტვა

    გამოფიტვა – ქანების დაშლისა და შეცვლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის რყევით, ატმოსფეროს, წყლისა და ცოცხალი ორგანიზმების ქიმიური ზემოქმედების შედეგად.

    არჩევენ ფიზიკურ, ქიმიურ და ორგანულ გამოფიტვას. ფიზიკური გამოფიტვის დროს ხდება ქანების დაბზარვა და დაშლა ტემპერატურის რყევის შედეგად. ქიმიური გამოფიტვის დროს იცვლება ქანების ქიმიური შემადგენლობა ჰაერისა და წყლის ზემოქ­მედებით, რომელშიც გახსნილია ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, სხვადასხვა მჟავა და ტუტე. ორგანული გამოფიტვის დროს ქანების დაშლა მიმდინარეობს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ცხოველქმედების შედეგად.

  • დაბალმთიანი რელიეფი

    დაბალმთიანი რელიეფი – მცირე სიმაღლის ქედების რელიეფი, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 1000 მ-ს ზღვის დონიდან.

  • დაბლობი

    დაბლობი

    დაბლობი – დედამიწის ზედაპირის ბრტყელი ან ბორცვიანი ზედაპირი, რომლის სიმაღლე არ აღემატება 200 მ-ს ზღვის დონიდან.

  • ეგზარაცია

    ეგზარაცია

    ეგზარაცია (ლათ. exaratio – დახვნა) – მყინვარის მოქმედება ხმელეთის ზედაპირზე, რის შედეგადაც რელიეფის მყინვარული ( გლაციალური) ფორმები წარმოიქმნება. ეგზარაცია ეგზოგენური პროცესების ერთობლიობაა. ეგზარაციის ზონა ადგილი კონტინენტურ და მთის მყინვარებზე, სადაც მყინვარი აწარმოებს მხოლოდ დამანგრეველი სამუშაოებს და წარმოიქმნება რელიეფის მყინვარული ფორმები: ტროგი, ვერძის შუბლი, ტბის ქვაბული, მყინვარული ნაკაწრი, ხუჭუჭა კლდეები და სხვ.

  • ეგზოგენური ძალები

    ეგზოგენური ძალები

    ეგზოგენური ძალები – დედამიწის ზედაპირის შემცვლელი გარეგანი ძალები, რომელთაც მიეკუთვნება მზის სითბური ენერგია, წყლის, ქარის, მყინვარის მოქმედება და ა.შ.

  • ევრაზიის ეკონომიკური კავშირი

    ევრაზიის ეკონომიკური კავშირი

    ევრაზიის ეკონომიკური კავშირი — პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს, ტაჯიკეთსა და სხვა, ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის. იდეა, რომელიც ძირითადად ევროპის კავშირის ინტეგრაციის ანალოგიურია, ყურადღების ქვეშ 2011 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის წყალობით მოექცა, მაგრამ თავდაპირველად, როგორც კონცეფცია გაჟღერებულ იქნა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ, მისი 1994 წლის, მოსკოვის უნივერსიტეტში გამართული, გამოსვლის დროს. 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამიზნო ხელშეკრულებას 2015 წლისთვის ევრაზიული კავშირის შექმნასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებამ მოიცვა სამოქმედო გეგმა მომავალი ინტეგრაციისთვის და დააარსა ევრაზიული კომისია (ევრო კომისიის მოდელის მიხედვით), ასევე ევრაზიული ეკონომიკური სივრცე, რომელმაც ფუნქციონირება 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო . 2015 წლის 12 აგვისტოს ძალაში შევიდა ყირგიზეთის რესპუბლიკის ევრაზიის კავშირთან მიერთების ხელშეკრულება, რითიც ყირგიზეთი ევრაზიული კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ამავე წლიდან სომხეთიც ევრაზიული კავშირის სრულ უფლებიანი წევრია, სომხეთის მოქალაქეებს მიეცათ სრული უფლება კავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში იმუშავონ ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებით და არ იქნებიან წოდებულნი „შრომით მიგრანტებად“. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებული არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.

  • ევრო

    ევრო

    ევრო (სიმბოლო: €; საბანკო კოდი: EUR) — ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული. მოქმედებს შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი და ესტონეთი, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არაწევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.

    ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც. ევროს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) და ევროპის ცენტრალურ ბანკთა სისტემა.

    ევრობაზარი – ბაზარი, სადაც საკრედიტო-სასესხო ოპერაციები ხორციელდება ევროვალუტის საშუალებით.

    ევროდოლარი – ის ამერიკული დოლარები, რომლებიც მოთავსებულია დასავლეთ ევროპის ბანკებში და გამოიყენება მათ მიერ საკრედიტო ოპერაციების გასახორციელებლად.

    ევროვალუტა – ნებისმიერი ქვეყნის კონვერტირებადი ვალუტა, რომელიც გადარიცხულია უცხოური ქვეყნის ბანკის ანგარიშზე და გამოიყენება მათ მიერ სავალუტო ოპერაციებისათვის.