გაეცანი გეოგრაფიას

გეოგრაფიული რეკორდები

ჰიდროსფერო

I ნაწილი – ჰიდროსფერო

რეკორდსმენები მხოლოდ სპორტს როდი ჰყავს; ისინი გეოგრაფიაშიც მრავლად არიან. გეოგრაფიულ “რეკორდებში” წარმოდგენილია ისეთი გეოგრაფიული ობიექტი ან მოვლენა, რომელიც თავისი მასშტაბურობით, განუმეორებლობით გამოირჩევა.

მეორე ნაწილი

დედამიწის ტბებს შორის ფართობით ყველაზე დიდია კასპიის ზღვა-ტბა. მისი ფართობია 368 ათასი კვ. კმ. ჩვენი პლანეტის მტკნარწყლიან ტბებს შორის კი ყველაზე დიდი ზემო ტბაა (ჩრდილოეთ ამერიკა). მისი ფართობი 82,4 ათასი კვ. კმ-ია.

ლითოსფერო

მესამე ნაწილი

ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი კონტინენტია აზია. მისი ფართობი დაახლოებით 44,6 მლნ კვ. კმ-ია, ხოლო ყველაზე პატარა – ავსტრალია (8,5 მლნ კვ. კმ). ამავე დროს, იგი ყველაზე მშრალი და მეჩხერად დასახლებული კონტინენტია.

IV ნაწილი – ატმოსფერო

ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 58 გრადუსი – აღრიცხულია ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლისთან მდებარე სოფელ ელ-აზიზიაში (აფრიკა). აი, სიცივის პოლუსი კი ანტარქტიდაში, სადგურ “ვოსტოკშია”. 1983 წლის 21 ივლისს აქ ყველაზე დაბალი ტემპერატურა – -89,2 გრადუსი – აღირიცხა.

V ნაწილი – სახელმწიფოები და ქალაქები

მსოფლიოში ყველაზე “მაღალი” სახელმწიფოა ნეპალი. იგი სამხრეთ აზიაში, ჰიმალაის მთიანი სისტემის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. აქ არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის მწვერვალია.

VI ნაწილი – საქართველოს გეოგრაფიული რეკორდები

საქართველოში ყველაზე ტენიანი ადგილი ბათუმის შემოგარენში მდებარე მთა მტირალას დასავლეთ ფერდობია, სადაც ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 4000 მმ-ს აღწევს.