რელიეფი ფორმისა და წარმოშობის მიხედვით დედამიწის ზედაპირის სხვადასხვაგვარი უსწორმასწორობების ერთობლიობაა. რელიეფის ყველაზე დიდი ელემენტებია მთები, ვაკეები და ოკეანური ქვაბულები. სივრცითი განზომილების მიხედვით რელიეფი იყოფა: მიკროფორმებად, მეზოფორმებად და მაკროფორმებად.
-
მდგრადი განვითარება – XXI საუკუნის პრიორიტეტი
მდგრადი განვითარების თეორია, ფაქტობრივად, ახალი, XXI საუკუნის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების თეორიაა, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარების ჰარმონიული, ეკონომიკურ-ეკოლოგიური პროცესების მართვის მოგვარებაა. თანამედროვე მსოფლიოში მდგრადი განვითარება, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და საზოგადოების ყველა სფეროს – პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ბიზნესმენების, მეცნიერების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ყურადღების ცენტრშია. დღესდღეობით მდგრადი განვითარება ფუნდამენტურ სტრატეგიას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის…
-
რას ნიშნავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა?
გარემო, ფართო გაგებით, ნიშნავს საგნის გარემოცვას, ანუ იმ პირობებისა და გარემოებათა ერთობლიობას, რომელიც ამ საგანზე ზემოქმედებას ახდენენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით ცნებაში „გარემო” იგულისხმება არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედების მქონე, გარეშე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები და ბუნებრივი გარემოს კომპონენტები, მაგალითად ატმოსფერო, ნიადაგი და წყალი, არამედ ასევე (ხშირად არაპირდაპირი ზემოქმედების მქონე) საცხოვრებელი გარემოს ელემენტები,…
-
ყურე
ყურე ოკეანის, ზღვის ან ტბის ნაწილია, რომელიც ხმელეთშია შეჭრილი.
-
ყელი
ყელი ხმელეთის ვიწრო ზოლია, რომელიც აერთებს ხმელეთის დიდ ნაწილებს და თვით კონტინენტებსაც კი, მაგ., სუეცის ყელი, პანამის ყელი.
-
ღვარცოფი
ღვარცოფი – ტალახი ან ტალახქვიანი ნაკადი, რომელიც უეცრად წარმოიქმნება მთის მდინარეთა ხეობებში და გამოწვეულია უჩვეულო, ინტენსიური წვიმებით ან თოვლის დნობით. ღვარცოფის გამოვლინება განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისა და კალაპოტების ძლიერი დახრილობით, დენუდაციური და ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, თოვლის ინტენსიური დნობით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლების წყალსატევებიდან გადმოხეთქილი წყლებით და ძლიერი თავსხმა წვიმებით.
-
ქარი
ქარი – ჰაერის მასების ჰორიზონტალური გადაადგილება. ქარი წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირზე ატმოსფერული წნევის სხვადასხვაობით. მისი სიძლიერე განისაზღვრება ბოფორტის 12-ბალიანი სკალით. ქარს ახასიათებს მიმართულება და სიჩქარე (მ/წმ). ქარი ყოველთვის ქრის მაღალი წნევის არეებიდან დაბალი წნევის არეებისაკენ. ქარის მიმართულებად ითვლება ის მხარე, საიდანაც იგი ქრის.
-
ყველაზე სწრაფი დინება
ყველაზე სწრაფი დინება – ნაკვატო რაპიდსი წყნარ ოკეანეში, კანადის პროვინციის, ბრიტანული კოლუმბიის ნაპირებთან გადის. მისი სიჩქარეა 29,6 კმ/სთ-ია.
-
ტაიფუნი
ტაიფუნი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ეკვატორის ჩრდილოეთით წარმოქმნილი ტროპიკული ციკლონის ადგილობრივი სახელწოდებაა. გადაადგილდება დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით 10-20 კმ/სთ სიჩქარით და აღწევს ინდოჩინეთისა და კორეის ნაპირებს, შემდეგ მოძრაობს ჩრდილოეთისკენ ან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ 30-50 კმ/სთ სიჩქარით და აღწევს იაპონიას, ზოგჯერ კურილიის კუნძულებსა და კამჩატკასაც. წლის განმავლობაში იცის 30-მდე ტაიფუნი, უმრავლესობა ივლისიდან ოქტომბრამდე.
-
ტაიგა (ბორეალური ტყე)
ტაიგა იგივე ბორეალური ტყეები ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყეა, რომელსაც ჩრდილოეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარი ტერიტორია უკავია. ტაიგის ზონა ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით ხასიათება. ნალექების რაოდენობა არ აღემატება 600-800 მმ-ს.
-
საბაგირო ტრანსპორტი
საბაგირო ტრანსპორტი ტრანსპირტის სახეობაა, რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ უშუალოდ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც მგზავრები სხდებიან, არაა აღჭურვილი არანაირი ძრავათი, სანაცვლოდ, მის გადაადგილებას უზრუნველყოფს ფოლადის ბაგირი, რომელიც მოძრაობს ცალკე მდგომ სადგურში განთავსებული ძრავას მეშვეობით. საბაგიროები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: საჰაერო-საბაგირო სისტემები და სარკინიგზო-საბაგირო სისტემები. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ საჰაერო-საბაგიროს შემთხვევაში, ბაგირი გაჭიმულია სატრანსპორტო საშუალების თავზე…