რელიეფი ფორმისა და წარმოშობის მიხედვით დედამიწის ზედაპირის სხვადასხვაგვარი უსწორმასწორობების ერთობლიობაა. რელიეფის ყველაზე დიდი ელემენტებია მთები, ვაკეები და ოკეანური ქვაბულები. სივრცითი განზომილების მიხედვით რელიეფი იყოფა: მიკროფორმებად, მეზოფორმებად და მაკროფორმებად.
-

რელიეფი
-

რასიზმი
რასიზმი არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება, დისკრიმინაცია, მათზე ძალადობა. რასიზმი ასევე არის რწმენა ან მოძღვრება იმის შესახებ, რომ ადამიანის ქმედითუნარიანობა, მიღწევები ან ინტელექტი დამოკიდებულია მის რასობრივ კუთვნილებაზე. სიტყვა რასიზიმი პირველად 1932 წელს ფრანგი ლექსიკოგრაფისა და გამომცემლის ლარუსის მიერ შედგენილ ლექსიკონში დაფიქსირდა. რასიზმის ფუძმედებლად ასევე ფრანგი მეცნიერი ჟოზეფ დე გობინო მიიჩნევა. ამჟამად რასიზმის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია მოქმედებს, რომლეიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1965 წლის 21 დეკემბერს მიიღო.
-
ჟინჟღლი
ჟინჟღლი ნალექია, რომელიც, ჩვეულებრივ, ფენა ღრუბლებიდან მოდის წვრილი წვეთების სახით. მათი ვარდნის სიჩქარე ძალიან მცირეა. ამდენად, ჟინჟღლის წვეთები დიდხანს რჩება ჰაერში.
-

პარალელები
პარალელები გლობუსზე ან რუკაზე ეკვატორის პარალელურად გავლებული წარმოსახვითი წრეხაზებია. პარალელები დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებას გვიჩვენებს. ნებისმიერი ერთი პარალელი ყველა მერიდიანის პერპენდიკულარულია გადაკვეთის წერტილებში. პარალელების სიგრძეები ეკვატორიდან პოლუსებისკენ კლებულობს და პოლუსებთან ისინი საერთოდ წყდება.
-

პამპა
პამპა(ესპ. “პამპას” – ვაკე) – სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკული სარტყელის უმეტესად ბალახეული მცენარეულობით შემოსილი ზოგიერთი ვაკე ადგილის სახელწოდება. ძირითადად იყენებენ მესაქონლეობისათვის.

პამპის, პამპასების ბალახი (Cortaderia selloana, Gynerium argenteum) მრავალწლოვანი დიდი და მკვრივკორდოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის ღეროს სიმაღლე 2-3 მ აღწევს და რომელსაც გრძელი, ხაზური ფოთლები და დიდი (30-50 სმ სიგრძის) მოვერცხლისფრო საგველა ყვავილედი აქვს. პამპის ბალახი ველურად იზრდება სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში. სამხრეთ ამერიკაში პამპის ბალახის ფოთლებისაგან ქაღალდს ამზადებენ.
-

ოკეანის დინებები
ოკეანის (ზღვის) დინებები ოკეანეებსა და ზღვებში წყლის მასების ჰორიზონტალური გადაადგილებაა დიდი ნაკადების სახით, განსაზღვრული მუდმივი გზებით. არსებობს მუდმივი, პერიოდული, ხანმოკლე, ზედაპირული და სიღრმითი დინებები. ოკეანის ზედაპირზე დინება ფართო ზოლად ვრცელდება. ზღვის დინებებს იწვევს ზღვის ზედაპირზე მოძრავ ჰაერსა და წყალს შორის არსებული ხახუნის ძალა, წყალში წარმოქმნილი წნევის გრადიენტები და მთვარისა და მზის მიერ გამოწვეული მოქცევის ძალები. დინების მიმართულებაზე გავლენას ახდენს დედამიწის ბრუნვის ძალა, რის გამოც დინებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაიხრება მარჯნივ, სამხრეთ ნახევარსფეროში – მარცხნივ. ზღვებისა და ოკეანეების წყლის ზედაპირული შრის მოძრაობის ძირითადი სახეა ქარისმიერი დინება. აღსანიშნავია აგრეთვე ჩამონადენისმიერი დინება და კომპენსაციური დინება. ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ზღვის დინებები მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. მაგალითად, გოლფსტრიმი ერთდროულად ქარისმიერი, ჩამონადენისმიერი და კომპენსაციური დინებაცაა.
განლაგების მიხედვით განარჩევენ: ზედაპირულ, სიღრმით, ფსკერულ და სხვა დინებებს; ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით კი – თბილ, ცივ, მლაშე და გამტკნარებულ დინებებს. აგრეთვე დინება შეიძლება იყოს მუდმივი, დროებითი და პერიოდული (მოქცევა-მიქცევით გამოწვეული).
-

ოკეანე
ოკეანე წყლის უზარმაზარი მასაა, რომლითაც დაფარულია დედამიწის ზედაპირი. გამოყოფენ 5 ოკეანეს: წყნარს, ატლანტის, ინდოეთის, ჩრდილო ყინულოვანსა და სამხრეთისას, რომლებიც ერთიან მსოფლიო ოკეანეს ქმნიან.
-

ოაზისი
ოაზისი ხემცენარეებით, ბუჩქნარითა და ბალახით დაფარული ადგილები, აგრეთვე ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონებია უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს სარწყავ მიწებზე.
ოაზისი მეზობელ რაიონებთან შედარებით უფრო ნესტიანი ადგილია, რაც გამოწვეულია გრუნტის წყლის მაღალი დონით, წყაროების სიუხვით, მდინარეების პერიოდული ადიდებით, ხელოვნური რწყვით. ოაზისის ზომები რამდენიმე ჰა-დან რამდენიმე ათეულ ათას კმ²-მდე მერყეობს. ოაზისს უწოდებენ აგრეთვე ყინულისაგან თავისუფალ ადგილს ანტარქტიდაში. ოაზისური მეურნეობა, დღეს მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.
-

რა არის შენგენის ზონა?
1985 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის.
მსოფლიოში ყველაზე დიდ უვიზო ზონას, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ, ისწავლონ, იმუშაონ და პენსიაზე გავიდნენ ევროკავშირის ნებისმიერ წერტილში.
საზღვრებისგან თავისუფალი შენგენის ზონა უზრუნველყოფს თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირის 400 მილიონზე მეტ მოქალაქისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირში ან სტუმრობენ ევროკავშირს ტურისტული, სასწავლო ან ბიზნეს მიზნებისთვის (ნებისმიერი, ვინც ლეგალურად იმყოფება ევროკავშირში).
შენგენის ზონა, ასევე, გადამწყვეტ როლს თამაშობს შიდა ბაზრის ფუნქციონირებისთვის, ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ერთიანობის ხელშეწყობისა და უთანასწორობების აღმოსაფხვრელად.
დღეისათვის შენგენის ზონა ფარავს 4 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და აერთიანებს 27 ქვეყანას, მათ შორის:
ევროკავშირის წევრ 23 ქვეყანას (ვსტრიას, ბელგიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ლუქსემბურგს, მალტას, ნიდერლანდებს, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთს, შვედეთსა და ხორვატიას) და ევროკავშირის 4 არაწევრ ევროპულ ქვეყანას (შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტაინს).

2017 წლის 28 მარტიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა მოკლევადიანი ვიზიტით, რაც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
-

ევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა, რომელიც წარმოდგენილია ცისფერ ფონზე თორმეტი ხუთქიმიანი ვარსკვლავით, არსენ ჰეიტცის პროექტის მიხედვით შეიქმნა და მოგვიანებით, 1985 წელს ევროპის კავშირში შემავალი ქვეყნების საერთო დროშა გახდა.
ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში დროშის ასზე მეტი დიზაინი იყო წარმოდგენილი. ჰაიტცი მეოცე წარსდგა. ეს ფრანგი კარიკატურისტი, რომელიც სატარსბურგში ცხოვრობდა და იმ დროისათვის ევროპის საბჭოს ფოსტის თანამშრომელი იყო.
ევროპული დროშა წარმოადგენს, როგორც ევროკავშირის, ასევე ევროპის იდენტობისა და ერთიანობის სიმბოლოს. დროშაზე ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებულია 12 ოქროსფერი ვარსკვლავის ერთობლიობა, რაც ნიშნავს ერთიანობას, სოლიდარობას და ჰარმონიას ევროპის ხალხებს შორის.

შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა ამ სიმბოლური რიცხვში „12“ ამავე კავშირის წევრი სახელმწიფოების რაოდენობა დაინახოს, თუმცა ეს თეზისი არ შეესაბამება სინამდვილეს და, მიუხედავად იმისა, რომ წრე ერთიანობის სიმბოლოა, დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობას არავითარი კავშირი არ აქვს გაერთიანების წევრი ქვეყნების რიცხვთან. დროშის მიღების დროს, საბჭოს უკვე 14 სახელმწიფო ჰყავდა. უფრო გონივრული ჩანს დროშის სიმბოლიზმის მიმაგრება ევროპის ერებს შორის სოლიდარობისა და ჰარმონიის იდეასთან, რაც, როგორც ჩანს, პირდაპირი შედეგია ევროკავშირის დევიზისა, რომელიც ლათინურად ასე ჟღერს: „In Varietate Concordia“, რაც ნიშნავს – “ერთიანობა მრავალფეროვნებაში”.

1983 წელს ევროპის საბჭოს დროშა ევროპული გაერთიანებისათვის მისაღებ სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ასე რომ, 1985 წლის ივნისში, მილანში, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ეს დროშა ასევე იქნებოდა ევროპის დროშა, როგორც სახელმწიფოთა თანამეგობრობის სიმბოლო.
ევროკავშირის დროშა პირველად 37 წლის წინ, 1986 წლის 29 მაისს, აღიმართა ქ. ბრიუსელში, ევროკომისიის ბერლეიმონის შენობის წინ. დღეს ევროკავშირის დროშა აღმართულია მთელი ევროპის მასშტაბით სხვადასხვა მონუმენტსა და შენობაზე, მათ შორის პარლამენტებსა და სხვა ოფიციალური ინსტიტუციების შენობებზე. მოგვიანებით, 1986 წლის 29 მაისს, იგი საზეიმოდ ჩამოკიდეს ევროკომისიის შტაბ-ბინის წინ, ბრიუსელში. რა თქმა უნდა, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჰანგების ფონზე – „სიხარულის ოდა“.. – ეს მელოდია ევროკავშირის ოფიციალური ჰიმნია.
