გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ევროკავშირის დროშა

ევროკავშირის დროშა

ევროკავშირის დროშა, რომელიც წარმოდგენილია ცისფერ ფონზე თორმეტი ხუთქიმიანი ვარსკვლავით, არსენ ჰეიტცის პროექტის მიხედვით შეიქმნა და  მოგვიანებით, 1985 წელს ევროპის კავშირში შემავალი ქვეყნების საერთო დროშა გახდა.

ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში დროშის ასზე მეტი დიზაინი იყო წარმოდგენილი. ჰაიტცი მეოცე წარსდგა. ეს ფრანგი კარიკატურისტი, რომელიც სატარსბურგში ცხოვრობდა და  იმ დროისათვის ევროპის საბჭოს ფოსტის თანამშრომელი იყო.

ევროპული დროშა წარმოადგენს, როგორც ევროკავშირის, ასევე ევროპის იდენტობისა და ერთიანობის სიმბოლოს. დროშაზე ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებულია 12 ოქროსფერი ვარსკვლავის ერთობლიობა, რაც ნიშნავს ერთიანობას, სოლიდარობას და ჰარმონიას ევროპის ხალხებს შორის.

შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა ამ სიმბოლური რიცხვში  „12“ ამავე კავშირის წევრი სახელმწიფოების რაოდენობა დაინახოს, თუმცა ეს თეზისი არ შეესაბამება სინამდვილეს და, მიუხედავად იმისა, რომ წრე ერთიანობის სიმბოლოა, დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობას არავითარი კავშირი არ აქვს გაერთიანების წევრი ქვეყნების რიცხვთან.  დროშის მიღების დროს, საბჭოს უკვე 14 სახელმწიფო ჰყავდა. უფრო გონივრული ჩანს დროშის სიმბოლიზმის მიმაგრება ევროპის ერებს შორის სოლიდარობისა და ჰარმონიის იდეასთან, რაც, როგორც ჩანს, პირდაპირი შედეგია ევროკავშირის დევიზისა, რომელიც ლათინურად ასე ჟღერს: „In Varietate Concordia“, რაც ნიშნავს – “ერთიანობა მრავალფეროვნებაში”.

1983 წელს ევროპის საბჭოს დროშა ევროპული გაერთიანებისათვის მისაღებ სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ასე რომ, 1985 წლის ივნისში, მილანში, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ეს დროშა ასევე იქნებოდა ევროპის დროშა, როგორც სახელმწიფოთა თანამეგობრობის სიმბოლო.

ევროკავშირის დროშა პირველად 37 წლის წინ, 1986 წლის 29 მაისს, აღიმართა ქ. ბრიუსელში, ევროკომისიის ბერლეიმონის შენობის წინ. დღეს ევროკავშირის დროშა აღმართულია მთელი ევროპის მასშტაბით სხვადასხვა მონუმენტსა და შენობაზე, მათ შორის პარლამენტებსა და სხვა ოფიციალური ინსტიტუციების შენობებზე. მოგვიანებით, 1986 წლის 29 მაისს, იგი საზეიმოდ ჩამოკიდეს ევროკომისიის შტაბ-ბინის წინ, ბრიუსელში. რა თქმა უნდა, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჰანგების ფონზე – „სიხარულის ოდა“.. – ეს მელოდია ევროკავშირის ოფიციალური ჰიმნია.