• საბაგირო ტრანსპორტი

    საბაგირო ტრანსპორტი

    საბაგირო ტრანსპორტი ტრანსპირტის სახეობაა, რომლის  მთავარი განმასხვავებელი ნიშანი  ისაა, რომ უშუალოდ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც მგზავრები სხდებიან, არაა აღჭურვილი არანაირი ძრავათი, სანაცვლოდ, მის გადაადგილებას უზრუნველყოფს ფოლადის ბაგირი, რომელიც მოძრაობს ცალკე მდგომ სადგურში განთავსებული ძრავას მეშვეობით. საბაგიროები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: საჰაერო-საბაგირო სისტემები და სარკინიგზო-საბაგირო სისტემები. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ საჰაერო-საბაგიროს შემთხვევაში, ბაგირი გაჭიმულია სატრანსპორტო საშუალების თავზე და გადაადგილებს მას ჰაერში, ხოლო სარკინიგზო-საბაგიროს შემთხვევაში, ბაგირი სატრანსპორტო საშუალების ქვემოთაა განთავსებული და უზრუნველყოფს მის გადაადგილებას ლიანდაგზე.

    საბაგირო ჩვეულებრივ, მთაგორიანი რელიეფის მქონე ქალაქებში გამოიყენება, ვინაიდან ბაგირით შესაძლებელია მეტად ციცაბო აღმართების დაძლევა, რაშიც სხვა სახის სატრანსპორტო სისტემები შეზღუდულია, ხოლო საჰაერო-საბაგიროთი, ორი წერტილის უმოკლესი მანძილით დაკავშირებაცაა შესაძლებელი, ყოველგვარი საგზაო და სახიდე ნაგებობების გარეშე.

  • რელიეფი

    რელიეფი

    რელიეფი ფორმისა და წარმოშობის მიხედვით დედამიწის ზედაპირის სხვადასხვაგვარი უსწორმასწორობების ერთობლიობაა. რელიეფის ყველაზე დიდი ელემენტებია მთები, ვაკეები და ოკეანური ქვაბულები. სივრცითი განზომილების მიხედვით რელიეფი იყოფა: მიკროფორმებად, მეზოფორმებად და მაკროფორმებად.

  • რასიზმი

    რასიზმი

    რასიზმი არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება, დისკრიმინაცია, მათზე ძალადობა. რასიზმი ასევე არის რწმენა ან მოძღვრება იმის შესახებ, რომ ადამიანის ქმედითუნარიანობა, მიღწევები ან ინტელექტი დამოკიდებულია მის რასობრივ კუთვნილებაზე. სიტყვა რასიზიმი პირველად 1932 წელს  ფრანგი ლექსიკოგრაფისა და გამომცემლის ლარუსის მიერ შედგენილ ლექსიკონში დაფიქსირდა. რასიზმის  ფუძმედებლად ასევე ფრანგი მეცნიერი  ჟოზეფ დე გობინო მიიჩნევა.  ამჟამად რასიზმის ყველა ფორმის ლიკვიდაციის  შესახებ საერთაშორისო კონვენცია მოქმედებს, რომლეიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1965 წლის 21 დეკემბერს მიიღო.

  • პარალელები

    პარალელები

    პარალელები გლობუსზე ან რუკაზე ეკვატორის პარალელურად გავლებული წარმოსახვითი წრეხაზებია. პარალელები დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებას გვიჩვენებს. ნებისმიერი ერთი პარალელი ყველა მერიდიანის პერპენდიკულარულია გადაკვეთის წერტილებში. პარალელების სიგრძეები ეკვატორიდან პოლუსებისკენ კლებულობს და პოლუსებთან ისინი საერთოდ წყდება.

  • პამპა

    პამპა

    პამპა(ესპ. “პამპას” – ვაკე) – სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკული სარტყელის უმეტესად ბალახეული მცენარეულობით შემოსილი ზოგიერთი ვაკე ადგილის სახელწოდება.  ძირითადად იყენებენ მესაქონლეობისათვის.

    პამპის, პამპასების ბალახი (Cortaderia selloana, Gynerium argenteum)  მრავალწლოვანი  დიდი და მკვრივკორდოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის ღეროს სიმაღლე 2-3 მ აღწევს და რომელსაც  გრძელი, ხაზური ფოთლები და დიდი (30-50 სმ სიგრძის) მოვერცხლისფრო საგველა ყვავილედი აქვს.  პამპის ბალახი ველურად იზრდება სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში.  სამხრეთ ამერიკაში პამპის ბალახის ფოთლებისაგან ქაღალდს ამზადებენ.

  • ოკეანის დინებები

    ოკეანის დინებები

    ოკეანის (ზღვის) დინებები ოკეანეებსა და ზღვებში წყლის მასების ჰორიზონტალური გადაადგილებაა დიდი ნაკადების სახით, განსაზღვრული მუდმივი გზებით. არსებობს მუდმივი, პერიოდული, ხანმოკლე, ზედაპირული და სიღრმითი დინებები. ოკეანის ზედაპირზე დინება ფართო ზოლად ვრცელდება. ზღვის დინებებს იწვევს ზღვის ზედაპირზე მოძრავ ჰაერსა და წყალს შორის არსებული ხახუნის ძალა, წყალში წარმოქმნილი წნევის გრადიენტები და მთვარისა და მზის მიერ გამოწვეული მოქცევის ძალები. დინების მიმართულებაზე გავლენას ახდენს დედამიწის ბრუნვის ძალა, რის გამოც დინებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაიხრება მარჯნივ, სამხრეთ ნახევარსფეროში – მარცხნივ. ზღვებისა და ოკეანეების წყლის ზედაპირული შრის მოძრაობის ძირითადი სახეა ქარისმიერი დინება. აღსანიშნავია აგრეთვე ჩამონადენისმიერი დინება და კომპენსაციური დინება. ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ზღვის დინებები მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. მაგალითად, გოლფსტრიმი ერთდროულად ქარისმიერი, ჩამონადენისმიერი და კომპენსაციური დინებაცაა.

    განლაგების მიხედვით განარჩევენ: ზედაპირულ, სიღრმით, ფსკერულ და სხვა დინებებს; ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით კი – თბილ, ცივ, მლაშე და გამტკნარებულ დინებებს. აგრეთვე დინება შეიძლება იყოს მუდმივი, დროებითი და პერიოდული (მოქცევა-მიქცევით გამოწვეული).

  • ოკეანე

    ოკეანე

    ოკეანე წყლის უზარმაზარი მასაა, რომლითაც დაფარულია დედამიწის ზედაპირი. გამოყოფენ 5 ოკეანეს: წყნარს, ატლანტის, ინდოეთის, ჩრდილო ყინულოვანსა და სამხრეთისას, რომლებიც ერთიან მსოფლიო ოკეანეს ქმნიან.

  • ოაზისი

    ოაზისი

    ოაზისი ხემცენარეებით, ბუჩქნარითა და ბალახით დაფარული ადგილები,  აგრეთვე ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონებია უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს სარწყავ მიწებზე.

    ოაზისი მეზობელ რაიონებთან შედარებით უფრო ნესტიანი ადგილია, რაც გამოწვეულია გრუნტის წყლის მაღალი დონით, წყაროების სიუხვით, მდინარეების პერიოდული ადიდებით, ხელოვნური რწყვით. ოაზისის ზომები რამდენიმე ჰა-დან რამდენიმე ათეულ ათას კმ²-მდე მერყეობს. ოაზისს უწოდებენ აგრეთვე ყინულისაგან თავისუფალ ადგილს ანტარქტიდაში. ოაზისური მეურნეობა, დღეს მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.

  • იუნესკო

    იუნესკო

    იუნესკო  (UNESCO,  United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) – გაეროს  სპეციალიზირებული სააგენტო,  მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, რომლის მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.  იუნესკო საკუთარ დანიშნულებას ხუთი ძირითადი პროგრამით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ინფორმაცია. იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და სხვ.  1972 წელს იუნესკომ მიიღო მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1975 წელს. ყოველწლიურად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი იკრიბება სესიაზე, რომელიც განსაზღვრავს თუ, რომელი ძეგლი შეიტანონ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. პირველი ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს 1978 წელს და ეს იყო გალაპაგოსის კუნძულები. იუნესკო  შეიქმნა 1946 წელს. ორგანიზაციის  შტაბ-ბინა  ნიუ-იორკშია.  

  • იუდაიზმი

    იუდაიზმი

    იუდაიზმი – ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმურ რელიგიათა საფუძვლებისა. უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტ­რალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით, სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა ძველი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როცა მას თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორც ინტერპრეტირებულია რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.