ოკეანეებისა და ზღვების როლი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იზრდება. საზღვაო რესურსების გონივრული მართვა და ზღვების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება არის გზა მდგრადი მომავლისკენ, რისი მიღწევაც ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. “ლურჯი“ ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენებაა ეკონომიკური განვითარებისათვის, რაც როგორც გაუმჯობესებულ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს, ასევე ოკეანის ეკოსისტემის სიჯანსაღეს გულისხმობს. „ლურჯი“ ეკონომიკა საზღვაო რესურსებს,…
გალაპაგოსის კუნძულები წყნარ ოკეანეში უნიკალური არქიპელაგია, რადგან ფლორისა და ფაუნის მრავალი იშვიათი სახეობის სამშობლოა. კუნძულები, რომელთა ფართობი 7800 კვადრატული კილომეტრია, ეკვადორიდან 972 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. არქიპელაგი 19 კუნძულისგან შედგება, რომელთაგან 13 ვულკანური წარმოშობისაა და ეკვადორის პროვინციას წარმოადგენს, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 25 ათასი ადამიანია. მეცნიერების აზრით, პირველი კუნძულების ფორმირება დაახლოებით 5 მილიონი წლის წინ დაიწყო. 2005…
გერმანია ევროკავშირის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. მისი მოსახლეობა 83 მილიონზე მეტია. ქვეყანა ფედერაციული რესპუბლიკაა, რომელიც 16 მიწისგან შედგება. ის შენგენის ზონის წევრი სახელმწიფოა, რაც უსაზღვრო მოგზაურობის საშუალებას იძლევა ევროპის ბევრ ქვეყანას შორის. ქვეყნის დედაქალაქი ბერლინი პარიზზე ცხრაჯერ დიდია და ვენეციაზე მეტი ხიდი აქვს. ბერლინის კედელი, რომელიც ოდესღაც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას ყოფდა, 28 წლის განმავლობაში იდგა…
მიმდინარე კლიმატის ცვლილება, მეცნიერების ვარაუდით ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებით არის გამოწვეული და პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიალიზაციის პროცესებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი მე–20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა, როდესაც ადამიანებმა მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაიწყო ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ათვისება. სწორედ ამ დროს აღინიშნა დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და გახშირდა სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატასტროფები. მსოფლიო აღმოჩნდა სერიოზული საშიშროების წინაშე, რადგან გარემოსადმი მიმართულმა ასეთი გაუაზრებელი/მომხმარებლური დამოკიდებულებამ შეუქცევადი პროცესები გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა მომავალ თაობებს.
კლიმატის გლობალური ცვლილება დაკავშირებულია გლობალური ტემპერატურის მატებასთან და დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი გაზის გადამეტებული კონცენტრაციითაა გამოწვეული, რაც ხელს უშლის დედამიწიდან „ზედმეტი“ სითბოს არეკვლას. ამ გაზებს „სათბური გაზები“ ჰქვია და მას მიეკუთვნება ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი და ა. შ. რაც უფრო მაღალია “სათბურის აირების” კონცენტრაცია ატმოსფეროში, მით მეტი სითბო რჩება დედამიწაზე.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა იწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდა კლიმატური კატასტროფული მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვალა ნალექების რაოდენობა და განაწილება. აგრეთვე შეიცვალა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდა მყინვარები, გადაშენდა ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდა დაავადებათა რიცხვი.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა მთელი რიგი სამთავრობათაშორისო კონფერენციები და შეხვედრები კლიმატის ცვლილების პრობლემებთან დაკავშირებით; მსოფლიოს მთავრობებმა დაიწყეს მზადება ჩარჩო კონვენციის მომზადებაზე და 1992 წლის 9 მაისს, რიო დე ჟანეროში, 154 სახელმწიფოს წარმომადგენელმა ხელი მოაწერა კლიმატის ცვლილების კონვენციას. კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წლიდან. რაც იმას ნიშანვდა, რომ მსოფლიოს ლიდერებმა ერთხმად აღიარეს კლიმატის ცვლილება და დაიწყეს ერთობლივი ღონისძიებების გატარება მისი შერბილების მიზნით. კლიმატის ცვლილების კონვენციის საბოლოო მიზანია მიაღწიოს ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციების სტაბილიზაციას იმ დონეზე, რომელიც არ დაუშვებს კლიმატურ სისტემაზე საშიშ ანთროპოგენურ ზემოქმედებას.
მოყოლებული აქედან, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, საქართველოც აქტიურადაა ჩართული კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში. კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში უდუდესი როლი აკისრია ალტერნატიული ენერგიების სწორ და რაციონალურ გამოყენებას. რაც მეტად დავნერგავათ და აქტიურად გამოვიყენებთ განახლებად ენერგიას,მით უნფო მეტ სარგებელს მოვუტანთ გარემოს და დავაკმაყოფილეთ მსოფლიო საზოგადოების მოთხოვნებს.
მონღოლეთი უზარმაზარი ქვეყანაა, რომელიც ცენტრალურ აზიაში მდებარეობს. იგი მსოფლიოს იმ 40 ქვეყანას შორისაა, რომელსაც გასასვლელი არა აქვს მსოფლიოს ოკეანეში. მას ჩრდილოეთით რუსეთი, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ესაზღვრება. თითქმის მთელი მონღოლეთი ზღვის დონიდან 1000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის პლატოზეა განლაგებული. დასავლეთით ალთაის მთებია, რომელიც მუდმივად თოვლის საფარითაა დაგარული. ქვეყნის ყველაზე…
ნორვეგიის სამეფო ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ნახევარკუნძულის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილიუკავია. მას ასევე კუნძული იან-მაიენი და არქტიკული არქიპელაგი შპიცბერგენი ეკუთვნის. ნორვეგიის სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებს მიეკუთვნება სუბანტარქტიკულ სარტყელში მდებარე ბუვეს კუნძული. აგრეთვე, მის დაქვემდებარებაშია დედოფალ მოდის მიწა და პეტრე I-ის კუნძული. ჩრდილოეთის ქვეყნებს შორის ნორვეგია ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს და თუ სლავბარდსაც ჩავთვლით ნორვეგიის ტერიტორიაში,…
კანადა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და ტერიტორიის ფართობით მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანაა. მას მსოფლიოში ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი აქვს, რომლის სიგრძე 243,000 კილომეტრზე მეტია. სახელმწიფოს ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს– აშშ, დასავლეთიდან კი აშშ-ს შტატი ალასკა ესაზღვრება. კანადის 10 პროვინცია და 3 ტერიტორია დასავლეთიდან-აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, ხოლო ჩრდილოეთით არქტიკის ოკეანემდეა გადაჭიმული. კანადის ჩრდილოეთში…
ამერიკის პირველი რუკა 1500 წელს ხუან დე ლა კოსამ შეადგინა, რომელიც ქრსტეფორე კოლუბის ექსპედიციის მონაწილე იყო. პერგამენტზე დახაზული და მდიდრულად გაფორმებული ხუან დე ლა კოსას რუკა ესპანეთის დედოფალ იზაბელასთვის საჩუქარად იყო განკუთვნილი. ამ რუკაზე ამერიკის მხოლოდ აღმოსავლეთი სანაპიროა გამოსახული, რადგან ანდების მთებამდე პირველაღმომჩნებმა ვერ მიაღწიეს.
შვიდი წლის შემდეგ გერმანელმა კარტოგრაფმა მარტინ ვალდზემიულერმა შექმნა მსოფლიოს რუკა, რომელზეც კოლუმბის მიერ აღმოჩენილ კონტინენტს პირველად ეწოდა ამერიკა. რუკა ხის 12 დაფაზე იყო დაბეჭდილი.
საინტერესოა, რომ ამერიკა და აზია ვალდზემიულერმა ერთმანეთისგან დიდი ოკეანით გამოყო, თუმცა წყნარი ოკეანის შესახებ მაშინ ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი.
2003 წელს აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ 10 მლნ დოლარად იყოდა ამ რუკის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ეგზემპლარი.
პირი-რეისის ამოუცნობი რუკა
ერთ-ერთი პირველი რუკა, რომელზედაც სამხრეთ ამერიკა და ანტარქტიდა იყო გამოსახული თურქ ზღვაოსნს, ადმირალ პირი-რეისის ეკუთვნოდა და გაზელის ტყავზე იყო დახაზული. იგი 1513 წლით თარიღდება, მაგრამ მასზე უკვე აღნიშნულია ის ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.
პირი რეისის რუკაზე აღნიშნულია ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთი სანაპიროები და ატლანტის ოკეანის კუძულები. სამხრეთი ამერიკა მონიშნულია საკმაოდ ზუტად, უფრო მეტიც, ამ კონტინენტზე ანდების მთებიც კია გამოსახული, რომელიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. გარდა ამისა, პირი რეისის რუკაზე ასევე დატანილია ანტარქტიდაც, რომელიც მხოლოდ 1820 წელს იქნა აღმოჩენილი. მაგარმ ეს არცაა გასაკვირი: ძველი დროის ბევრი კარტოგრაფი ვარაუდობდა ე.წ. ”სამხრეთი მიწების” არსებობას. თუმცა რუკაზე არაა აღნიშნული დრეიკის სრუტე, რომელიც ანტარქტიდას სამხრეთ ამერიკიდგან გამოყოფს. რუკის წარწერები კი გვამცნობენ, რომ ანტარქტიდის კლიმატი თბილია და იქ დიდი გველები ბინადრობენ.
მე-20 საუკუნეში, როცა ეს რუკა აღმოაჩინეს, ბევრმა ეჭვი შეიტანა მის ნამდვილობაში, რამეთუ ასეთი სიზუსტის მიღწევა მხოლოდ აეროფოტოების, ქრონომეტრისა და სფერული ტრიგონომეტრიის საშუალებითაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი მე-16 საუკუნეში არ არსებობდა. დღემდე არასაკმარისია მტკიცებულებები, რომელიც დაამტკიცებს ამ რუკის ნამდვილობას ან ფალსიფიკაციას. თავად პირი რეისი წერდა, რომ მან რუკის შექმნისას ძველი რუკები გამოიყენა, მათ შორის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მასალები და ქრ. კოლუმბის ” საიდუმლო რუკა”.
მერკატორის არქტიკა.
ძველი საბერძნეთში არსებობდა ლეგენდა ჩრდილოეთით მდებარე კონტინენტის ჰიპერბორიის შესახებ, სადაც ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ, სადაც მუდამ მხიარულება სუფევდა და არ იყო სიკვდილი.
” აქ მზე ნახევარი წლის განმავლობაში ანათებს… მნათობი მხოლოდ ერთხელ – ზაფხულის ნაბუნიობის დღეს ამოდის და მხოლოდ ერთხელ – ზამთრის ნაბუნიობის დღეს ჩადის. ეს ქვეყანა სულ მზითაა განათებული და გამთბარი, ამიტომაც აქ ძალიან კარგი კლიმატია, ქარები კი საერთოდ არ ქრის… ” – წერდა პლინიუს უფროსი ჰიპერბორიის შესახებ.
ითვლებოდა , რომ ჰიპერბორიის ცენტრში ზღვა მდებარეობდა, საიდანაც გამოედინებოდა და ოკეანეში ჩაედინებოდა ოთხი დიდი მდინარე. სწორედ ასე გამოსახა არქტიკა ფლამანდიელმა კარტოგრაფმა გერჰარდ მერკატორმა. ეს რუკა 1595 წელს, მისი სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გამოვდა. მერკატორმა არქტიკის გარშემო, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარეობდა, საკმაოდ ზუსტად გამოსახა გრენლანდია, ისლანდია, სკანდინავია, ამერიკისა და ევრაზიის ჩრდილოეთი ნაწილები.
ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ძველად ჩრდილოეთ პოლუსზე შესაძლებელია ნამდვილად არსებობდა კონტინენტი, თუმცა სავარაუდოდ ის მერკატორამდე დიდი ხნით ადრე – მინიმუმ 5 ათასი წლის წინ, იქნა დატბორილი.
არის პაციფიკი!
მარის პაციფიკი (Maris Pacifici) —წყნარი ოკეანის პირველი ნაბეჭდი რუკაა, რომლის ავტორია აბრაჰამ ორტელიუსი და 1589 წელს გამოიცა. რუკა ფრანს ჰოგენბეგის მიერ შედგენილ ამერიკის რუკასა და ვაზ დურადოს 1568 წლის იაპონიის აღწერას ეფუძნება.
წყნარი ოკეანე რუკაზე ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთისაკენაა გადაჭიმული და სამხრეთიდან ფართო სამხრეთის მიწის ტერიტორიითაა შემოსაზღვრული, რომელიც თითქმის ამერიკის სამხრეთ დაბოლოებას ებჯინება.
ავსტრალიისა და ანტარქტიდის აღმოჩენა
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ავსტრალიის აღმოჩენამდე, ამ კონტინენტს რუკებზე უკვე გამოსახავდნენ. ანტიკური დროის გეოგრაფები აღიარებდნენ, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელეთს უკავია. არც თუ ისე იშვიათად, მას როგორც ” სამხრეთის მიწას”, ლათინურად Terra Australis , ისე მოიხსნიებდნენ. სწორედ ამ ჰიპოთეზის წყალობით აღმოაჩინეს ევროპელებმა ავსტრალია. ოკეანეთი პირველად მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში იქნა გამოკვლეული პორტუგალიელებისა და ესპანალების მიერ, ხოლო პირველად ავსტრალიის მიწას 1605 წელს ჰოლანდიელებმა დაადგეს ფეხი.
ძველ რუკებზე ანტარქტიდას, ავსტრალიის მსგავსად, სამხრეთის მიწად მოიხსენიებდნენ. ზოგჯერ ის სამხრეთ ამერიკასთან იყო გაერთიენებული, როგორც ეს პირი რეისი რუკაზეა. ავსტრალიის აღმოჩენის მერე ჰიპოთეტური ხმელეთი რუკებიდან გაქრა. ასე მაგალითად, ჯეიმ კუკის მიერ 1776 წელს შედგენილ სამხრეთ ნახევარსფეროს რუკაზე, ანტარქტიდის მაგივრად გაუვალი ყინულებია აღნიშნული. ამასთან, კუკი არ უარყოფდა, რომ ამ ადგილას მიწა არსებობდა: ” მე არ დავიწყებ იმის უარყოფას, რომ პოლუსთან ახლოს შესაძლებელია არსებობდეს კონტინენტი ან მნიშვნელოვანი ფართობის ხმელეთი. პირიქით, მე დარწმუნჯებული ვარ, რომ ასეთი მიწა ნამდვილად არის და ჩვენ მხოლოდ მისი ნაწილის დანახვა შეგვიძლია. ”
ანტარქტიდა 1820 წელს აღმოაჩინეს რუსმა ზღვაოსნებმა ფადეი ბელიჰაუზენმა და მიხაილ ლაზარევმა. ხოლო ამ კონტინენტზე პირველად ამერიკული გემის ” სესილიას” ეკიპაჟის წევრებმა დაადგეს ფეხი 1821 წელს.
დიდი (გრანდ) კანიონი აშშ-ში, არიზონას შტატში მდებარეობს და მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრებიდან ერთ-ერთია. კანიონის სიგრძე 446 კმ-ია და გადაჭიმული მდინარე კოლორადოს გასწვრივაა გაადჭიმული, ხოლო სიგანე 6-დან 29 კმ-მდე მერყეობს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ღრმა კანიონია – მისი სიღრმე 1830 მეტრს აღწევს. დიდი კანიონი მდინარე კოლორადოსა და მისი შენაკადების მიერაა „მოჩუქურთმებული“ და მეცნიერთა ვარაუდით, დაახლოებით,…
2023 წელს ლონდონის მეტრო 160 წლის გახდა. მსოფლიოში პირველი მეტროს დღეში 5 მილიონამდე ადამიანს გადაჰყავს. ის ლონდონში გახსნის დღიდან ანუ 1863 წლიდან დღემდე გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გზაა. ინგლისი ყოველთვის იყო ინდუსტრიულად პროგრესული ქვეყანა. მე-19 საუკუნის შუა ხანებისთვის ლონდონი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა: ქარხანა-ფაბრიკები მუშებს არა მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით იზიდავდნენ, არამედ იმათაც, რომლებიც დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე…
ჩილე გრძელი, ვიწრო ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ ამერიკის დასავლეთ კიდეშია გადაჭიმული. მას დასავლეთით წყნარი ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთით ანდების მთები ესაზღვრება. ქვეყნის სიგრძე 4300 კილომეტრზე მეტია, მაგრამ მის ყველაზე განიერი ადგილი მხოლოდ 350 კილომეტრია. სანტიაგო ჩილეს დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო ვალპარაისო ქვეყნის მთავარი პორტი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ჩილეს ოფიციალური ენა ესპანურია, თუმცა სამხრეთ…
მოგზაურობა ადამიანთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, და შეიძლება ითქვას, უსაყვარლეს საქმიანობას წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს. ახალი ტერიტორიების, ქვეყნების მონახულება- გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებები, ამავე დროს, ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაცაა.
დღეს, როცა ჩვენ საშუალება გვაქვს ვნახოთ კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის ფოტოები და ჩვენი პლანეტაც თითქმის მთლიანად შესწავლილია, კიდევ უფრო საინტერესოა ძველი რუკები, რომლებზეც დედამიწა სხვადსხვაგავრადაა გამოსახული. განვიხილოთ რა,დენიმე მათგანი.
ბაბილონური რუკა მესოპოტამიაში აღმოჩენილი, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-8-7 საუკუნეებში შექმნილი და ჩვენამდე მოღწეული, თიხის ფირფიტა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს რუკად ითვლება. ეს ბაბილონური რუკა-სქემა იმდრონდელ მსოფლიოს ასახავს. ამ რუკაზე დედამიწა ზღვებითა და ოკეანეებითაა გარშემორტყმული, რომელსაც” მლაშე წყალს” უწოდებდნენ. რუკაზე ზღვების გადაღმა სამკუთხედებია აღნიშნული, რომლებიც სავარაუდოდ შორეული მიწების მთებს უნდა აღნიშნავდეს.
ბაბილონურ რუკაზე აღნიშნულია სახელმწიფოები: ურარტუ (არარატი, თანამედროვე სომხეთი), ასირია (თანამედროვე ერაყი), ელამი (თანამედროვე ირანი) და თავად ბაბილონი. ამ ქვეყნებს შუა გაედინება მდინარე ევფრატი.
ერტოსთენეს კუნძული
ძველმა ბერძნებმა უკვე იცოდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც ჰქონდათ: პითაგორამ განაცხადა, რომ ” ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია, ხოლო ყველაზე სრულყოფილი ფორმა სფეროა. მაშასადამე დედამიწა მრგვალია.”
პირველი რუკა, რომელიც დედამიწის სფეროსებული ფორმის გათვალისწინებით შეიქმნა, ერატოსთენეს ეკუთვნის, რომელიც ჩვენს ერამდე მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ კირენაში. ითვლება, რომ სწორედ ამ მეცნიერმა, რომელიც ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა, დაამკვიდრა ტერმინი ” გეოგრაფია”. გარდა ამისა მან პირველმა დახაზა მსოფლიოს რუკა მერიდიანებისა და პარალელების გამოყენებით, რომლებსაც თავად ” ერთმანეთის გვერდით გამავალ ხაზებსა” და ”შუადღემდე ხაზებს ” უწოდებდა.
ერატოსთენეს მსოფლიო – ერთი კუნძულია, რომელსაც ზემოდან ჩრდილოეთის ოკეანე, ხოლო ქვემოდან – ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. კუნძული ევროპად, ლიბიად, არაბეთად, არიანად, ინდოეთად და სკიფიად იყოფა. ინდოეთის სამხრეთით კიდევ ერთი კუნძული – ტაბროპანი, სავარაუდოდ თანამედროვე შრი-ლანკა (ცეილონი) მდებარეობს. ამასთან, ერატოსთენე არ უარყოფდა, რომ რომ სხვა ნახევარსფეროში შესაძლებელი იყო ”ანტიპოდების” არსებობა. თუმცა მათამდე მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან როგორც ძველი ბერძნები თვლიდნენ ეკვატორთან ისე ცხელოდა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი იწვოდა, ხოლო ზღვა კი დუღდა და პირიქით – პოლუსებთან ისე ციოდა, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ
გადარჩებოდა.
პტოლემეს რუკა
მრავალი საუკუნის განმავლობაში ძველი ბერძენი მეცნიერის პტოლემეს მიერ ჩვენს ერამდე 150 წლით ადრე შექმნილი მსოფლიოს რუკა ყველაზე მნიშვნელოვანად ითვლებოდა. ეს რუკა თან ერთვოდა რვა ტომიან ტრაქტატს ” გეოგრაფიის სახელმძღვანელო”. პტოლემეს რუკამ ჩვენამდე ორიგინალის სახით ვერა, მაგრამ სხვადსხვა ვარინატით მოაღწია.
პტოლემეს რუკაზე აზიას უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს და ჩრდილოეთ პოლუსიდან თითქმის ეკვატორამდეა გადაჭიმული, რის გამოც წყნარი ოკეანის ფართობი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ინდოეთის მოხაზულობა მკვეთრად დამახინჯებულია. აფრიკა თანდათან გადადის terra incognita -ში , რომელსაც მთელი სამხრეთი პოლუსი უკავია. სკიფიიდან ჩრდილოეთით მითიური ქვეყანა ჰიპერბორეა მდებარეობს, ხოლო ამერიკისა და ავსტრალიის შესახებ კი არაფერია ცნობილი.
მართალია, დედამიწის გარშემოწერილობა ზუსტად ჯერ კიდევ ერატოსთენემ გამოთვალა, მაგრამ პტოლემემ სხვა, მცდარი, ¼ ნაკლები ზომა გამოიყენა. სწორედ პტოლემეს რუკის წყალობით ცდილობდა ქრისტეფორე კოლუმბი ინდოეთამდე მიღწევას, როცა მან თავისი მოგზაურობა ესპანეთიდან დაიწყო და სულ დასავლეთით მიემართებოდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის აღმოჩენის შემდეგაც კი ადამიანები კიდევ დიდი ხნის განმავლკობაში იყენებდნენ პტოლემეს რუკას.
იაპონია კუნძულოვანი სახელმწიფოა აზიის კონტინენტის აღმოსავლეთით, რომელიც რკალისებური ფორმით არის განლაგებული წყნარი ოკეანის აუზში. იაპონიის არქიპელაგი შედგება ფართობის მიხედვით დიდიდან მცირისკენ თანმიმდევრულად განლაგებული ოთხი უდიდესი (ჰონშიუ, ჰოკაიდო, კიუშიუ, შიკოკუ) და მრავალი მცირე ზომის კუნძულისგან. წყნარი ოკეანე იაპონიის აღმოსავლეთით მდებარეობს, ხოლო იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვები მას აზიის კონტინენტისგან გამოჰყოფს. განედური მდებარეობით, იაპონია ნაწილობრივ თანხვდება ხმელთაშუა…
სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში ჩამოყალიბდა უდაბნოებისა და ნახევრადუდაბნოების ზონა. ეს უნიკალური ტერიტორიაა ზომიერი ზონისთვის: უდაბნოები გადაჰყურებს ოკეანის სანაპიროს. ოკეანის სიახლოვე ქმნის მაღალ ტენიანობას. თუმცა, არიდული რეგიონის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ანდების მაღალმა მთიანმა სისტემამ. ისინი თავიანთი ფერდობებით ტენით გაჯერებული ქარებს გზას უბლოკავენ. უდაბნოების ფორმირებაზე ასევე გავლენა მოახდინა პერუს ცივმა დინებამ. ატაკამას უდაბნო უდაბნოს ტერიტორია…
თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმი დიდ გავლენსა ახდენს ადამიანის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ ხშირად გვიჩნდება სურვილი, რომ პერიოდულად მშვიდ, წყნარ გარემოში, ქალაქგარეთ დავისვენოთ და აგროტურიზმით დავკავდეთ. აგროტურიზმი ტურიზმის სახეობაა, როდესაც ტურისტის მიზანია იცხოვროს ადგილობრივი მოსახლესავით, იმუშაოს მასთან ერთად მინდორში, მოწველოს ძროხა, დაამუშაოს მიწა, იკვებოს მასთან ერთად ანუ გარკვეული დროით გახდეს მასპინძლის ოჯახის წევრი. აგროტურიზმი, როგორც…