ქარი – ჰაერის მასების ჰორიზონტალური გადაადგილება. ქარი წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირზე ატმოსფერული წნევის სხვადასხვაობით. მისი სიძლიერე განისაზღვრება ბოფორტის 12-ბალიანი სკალით. ქარს ახასიათებს მიმართულება და სიჩქარე (მ/წმ). ქარი ყოველთვის ქრის მაღალი წნევის არეებიდან დაბალი წნევის არეებისაკენ. ქარის მიმართულებად ითვლება ის მხარე, საიდანაც იგი ქრის.