გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ვულკანები

ვულკანების ამოფრქვევა ჩვენ  პლანეტას  გადახურებისგან  იცავს 

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერების აზრით ვულკანების ამოფრქვევა ჩვენს პლანეტას გადახურებისგან იცავს. მათ ახალ კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ვულკანები დედამიწას აგრილებენ, ძირითადად, ატმოსფეროში გამოყოფილი გოგირდის დიოქსიდის ხარჯზე, რომელიც ნოტიო ჰაერთან რეაგირებს და გოგირდის მჟავას წვეთებს წარმოქმნის. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ატმოსფეროში რჩებიან და მზის რადიაციას ირეკლავენ, რაც თავის მხრივ ტემპერატურის შემცირებას იწვევს. არადა, ადრე ითვლებოდა, რომ ეს პროცესები პლანეტის მასშტაბით კლიმატზე არსებით გავლენას არ ახდენდა.

ახალი კოსმოსურმა და თანამგზავრულმა დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ 2000-2003 წლებში მომხდარი ვულკანების სულ მცირე ამოფრქვევამაც კი ჩვენს პლანეტაზე გლობალური ტემპერატურის 0,05 -დან 0,12оС -მდე შემცირება გამოიწვია.

ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე თბილი 1998 წელი იყო. მას შემდეგ პლანეტარული ტემპერატურის მკვეთრი მატება შენელდა. მეცნიერებმა ეს მზის დაბალ აქტივობას და ოკეანის მიერ სითბოს შთანთქვას დაუკავშირეს. პლანეტარული ტემპერატურის მკვეთრი მატების შენელების მიზეზი კი სტრატოსფეროსა და ტროპოსფეროს მიჯნაზე აღმოაჩინეს. ტრადიციულად მეცნიერები თანამგზავრებს სტარტოსფეროში გოგირდის მჟავას წვეთებისა და სხვა აწონვადი ნაწილაკების ან ეროზოლების გასაზომად იყენებენ. სტარტოსფეროს ქვედა ფენებში აეროზოლების რაოდენობის უკეთ შესწავლის მიზნით ახალ კვლევებში დაკვირვებები კოსმოსიდან, ჰაერიდან და დედამიწის ზედაპირიდან ერთდროულად მიმდინარეობდა. ამ სისტემების კომპლექსმა კი შედარებით სრულყოფილი სურათი შექმნა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვულკანების სულ მცირე დროით ამოფრქვევაც კი დედამიწის ზედაპირის ყოველ მ2-ზე მზის ენერგიის რაოდენობას -0.19 ± 0.09 მზის ვტ-ით ამცირებს, რაც სრულიად საკმარისია, რომ 2000-2013 წლების პერიოდში პლანეტარული ტემპერატურა 0,05-დან 0,12оС-მდე შემცირებულიყო.

ადრე მსგავსი კვლევები მხოლოდ ვულკანების კატასტროფული ამოფრქვევების დროს ტარდებოდა. ახალმა მონაცემებმა დაადასტურა კლიმატზე ვულკანების ამოფრქვევის ზეგავლენა. კვლევები კვლავაც გრძელდება, რაც, მეცნიერთა აზრით, ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შესახებ უფრო ზუსტი და გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებას.