გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

პოტულანო შია საუკუნეების რუკა

პორტულანო – შუა საუკუნეების რუკა

აქ  ბინადრობენ   ლომები

შუა საუკუნეებში ადამიანებმა უკვე დანამდვილებით იცოდნენ, რომ დედამიწა მრგვალია.  ამასთან, შუა საუკუნეების რუკები  ანუ  mappa mundi  ძალიან სქემატურ  ნახაზებს წარმოადგენდნენ, რადგან  ისინი იქმნებოდა არა პრაქტიკული გამოყენების მიზნით, არმედ როგორც  მხოლოდ თვალსაჩინოება  და ილუსტრაცია  სამყაროს შექმნის   შესახებ.  ასე მაგალითად, აზოვის ზღვა შეიძლებოდა რომ მინოტავრის ლაბირინთის ან ედემის ბაღის მეზობლად აღმოჩენილიყო. აფრიკაში   მანტოჰორის ურჩხულები  ბინადრობდნენ, ხოლო ზღვებში –   ქალთევზები დაცურავდნენ, როგორც ეს ამ ჰერეფორდულ რუკაზეა ნაჩვენები.

შუა საუკუნეების  ბევრი რუკა- სქემა    T  და  O ასოს პრინციპითაა შედგენილი. O ასო აღნიშნავს მსოფლიოს ოკეანეს, რომელიც ოიკუმენას ანუ დედამიწის დასახლებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. ასეთი წარმოდგენა   ძველი ბერძნებისგან მოდიოდა.   წრის შიგნით დედამიწა სამ ნაწილად  – ევროპად, აზიად და აფრიკად იყოფა. ხმელათაშუა და  ეგეოსის ზღვები,  ასევე მდინარეები ნილოსი, ევფრატი და ტიგროსი   კი  T   ასოს ქმნიან, რომელიც  ქვეყნის ნაწილებს ერთნეთისგან  გამოჰყოფს.   ასეთი რუკის ცენტრში ყოველთვის  მდებარეობდა იერუსალიმი, როგორც  ”დედამიწის ჭიპი”. გამოუკვლეველ  ტერიტორიებს    terra ingognita   (უცნობი მიწები)   ან hic sunt leones (”აქ  ბინადრობენ   ლომები”) აწერდნენ.

ანჯელინო დულჩერი ს პორტულანი   

მალიორკელი კარტოგრაფის ანჯელინო დულჩერის მიერ 1339 წელს  შედგენილ   პორტულანოზე ამოსაკითხი წესი და ლეგენდა ლათინურად წერია და ისეთი დეტალებს შეიცავს, რომლებიც როგორც წესი არ გვხვდება სხვა, მაგალითად, გენუურ ან ვენეციურ  პორტულანებზე.

პორტულანზე ასახულია ჩრდილოეთი  ევროპა და ჩრდილოეთი აფრიკა, ანუ ხმელთაშუუა ზღვის ირგვლივ ტერიტორიებს. პორტულანი, გარდა იმდროინდელი სავაჭრო მარშრუტებისა, ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის რეგიონში მდებარე სახელმწიფოებზე, მათ პროვინციებზე და ქალაქებზე. პორტულანი ასევე საინტერესო ცნობებს გვაწვდის საქართველოზე. თბილისის თავზე აღმართულია  ხუთჯვრიანი დროშა კი სამეფოს აღმნიშვნელი უნდა იყოს.

ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების პორტულანი

ვენეციელიკარტოგრაფი ძმები  ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანები უპირატესად ცნობილი არიან 1367 წლით დათარიღებული პორტულანით, რომელიც ამჟამად პარმის პალატინის ბიბლიოთეკაში  ინახება.  ზომით 138X92 სმ, ის თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი პორტულანია. ამ პორტულანმა ქართული სამეცნიერო წრეების ყურადღება 90-იან წლებიდან მიიპყრო, როდესაც ქართველი ისტორიკოსები ქართული ეროვნული დროშის საკითხით დაინტერესედნენ. აქაც, ანჯელინო დულჩერის  პორტულანის მსგავსად, აქაც თბილისის თავზე (რუკაზე Tifilis) ხუთჯვრიანი დროშაა აღმართული.

პიციგანების 1367 წლის პორტულანი იმითაც აღსანიშნავია, რომ იმდრონდელი რუკების გეოგრაფიულ საზღვრებს ცდება.