ქვეყნის ლიხტენშტაინის სამთავროს სახელწოდება “მსუბუქ ქვას” ნიშნავს ლიხტენშტაინის სამთავრო სუვერენული ქვეყანაა. იგი ავსტრიასა და შვეიცარიას შორის, მდინარე რაინის ნაპირთან მდებარეობს.
ლიხტენშტაინის დედაქალაქია ვადუცი, უდიდესი ქალაქი კი შაანი. ქვეყანას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ამასთან იგი მსოფლიოში ერთადერთი ისეთი ქვეყანაა, რომელსაც არ ესაზღვრება არც ერთი საზღვაო ქვეყანა.
ლიხტენშტაინი ჯუჯა სახელმწიფოა და მისი ფართობი 160,48 კვ.კმ–ია. საზღვრის სიგრძე კი სულ რაღაც 76,6 კმ. ქვეყნის მაქსიმალური სიგრძეა 24,56 კმ, სიგანე – 12,36 კმ.
ლიხშტენშტეინის უმაღლესი მწვერვალია გრაუშპიცი (2599 მ). ქვეყანაში ორი მდინარეა – რაინი და ზამინა და ერთადერთი ტბა გამპრინერ ზეელე (გერმ. das Gampriner Seele), რომელიც 1927 წელს მდინარე რაინის ადიდების შედეგად წარმოიქმნა.
ლიხტენშტაინში კონსტიტუციური მონარქიაა, რაც დაფუძნებულია დემოკრატიულ პარლამენტზე. 1989 წლიდან სახელმწიფოს მეთაური არის თავადი, ხოლო საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი ლანდტაგი, როემლიც 25 დეპუტატისგან შედგება და მათ ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.
1868 წლიდან სათავადოს არ ჰყავს ჯარი. ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას კი პოლიცია იცავს.
მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი არის ლიხტენშტაინელი, ერთი მეხუთედი ნაწილი გერმანულენოვანი ქვეყნების წარმომადგენელია (ავსტრია, შვეიცარია, გერმანია), დანარჩენი მოსახლეობა არის იტალიელი, თურქი და სხვა.
ლიხნტეშტაინში, მცირე ფართობის და ღარიბი რესურსების მიუხედავად, ეკონომიკის დონე ძალიან მაღალია. ქვეყანაში გაცილებით მეტი კომპანიაა, ვიდრე მაცხოვრებელი. ქვეყანაში წელიწადში 1.786 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია იწარმოება და საშუალოდ 25 000 დოლარი მოდის ერთ სულ მოსახლეზე. ინდუსტრიულ სექტორში ცნობილი ფირმებია Hilti (საბურღი ტექნიკა); Ivoclar Vivadent (სტომატოლოგიური ტექნიკა); Hoval (გათბობის და ვენტილაციის სისტემები); Ospelt-Gruppe და Halicona (საკვები პროდუქტები); Neutrik (ელექტროტექნიკა) და სხვა. განვითარებულია მეტალურგია, ზუსტი მანქანათმშენებლობა, ოპტიკა, ვაკუუმ-ტექნიკა, ტექსტილის, კერამიკის წარმოება, ფარმაცია. სოფლის მეურნეობაში გავრცელებულია მეცხოველეობა (ძირითადად რძის პროდუქტები), მოჰყავთ მარცვლეული კულტურა, კარტოფილი, ბოსტნეული. აგრეთვე განვითარებულია მებაღეობა, გაშენებულია ვენახები და წურავენ ღვინოს. ლიხტენშტაინის მოსახლეობა არ აკმაყოფილებს მოთხოვნას მუშა ხელზე. ამიტომ აქ სამუშაოდ დადიან აგრეთვე მეზობელი ავსტრიიდან და შვეიცარიიდან.
ლიხტენშტაინში 140 კმ სიგრძის ასფალტის საფარია, მაგრამ არ არის ავტობანი. იგი მხოლოდ მდინარე რაინის მარცხენა სანაპიროსთანაა, საიდანაც 5 ადგილას შეიძლება ქვეყანაში გადახვევა. რკინიგზა სულ რაღაც 9,5 კილომეტრზე – ბუქსიდან ფელდკირჰამდეა გაყვანილი. მას ”ავსტრიის ფედერალური რკინიგზა” ემსახურება. ბალცერსში მოქმედებს კერძო აეროდრომი შვეულმფრენების ჩარტერული რეისებისთვის.
ლიხტენშტაინის ფოსტა მიბმულია შვეიცარიასთან, თუმცა აქვს საკუთარი ფოსტის შენობა და საფოსტო მარკები. რამდენიმე წელია ქვეყანას აქვს საკუთარი სატელეფონო კოდი.
ალპების ლიხტენშტაინის ტერიტორიაზე მდებარეობის გამო, ქვეყნის ტურიზმის ძირითად წყაროს სამთო-სათხილამურო კურორტები წარმოადგენს. ასეთი კურორტია მაგალითად მალბუნი. მრავლადაა სათხილამურო სკოლები. ზაფხულში სპეციალური სააგენტოები ორგანიზებას უწევს ექსკურსიებს. ქვეყანაში არის რამდენიმე ციხესიმაგრე (ვადუცის, გუთენბერგის), იმართება მუსიკალური და თეატრალური ღონისძიებები.
5 საინტერესო ფაქტი ლიხტენშტაინის შესახებ:
ფაქტი 1: ლიხტენშტაინი ერთადერთი გერმანულენოვანი ქვეყანაა, რომელიც არ ესაზღვრება გერმანიას.
ფაქტი 2: 2021 წელს ლიხტენშტეინში მხოლოდ 7 ადამიანი იხდიდა სასჯელს. მათთვის საკვები რესტორნიდან მოჰქონდათ, რადგან ეს უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე საკუთარი მზარეულის დაქირავება.
ფაქტი 3: ლიხტენშტეინი მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ საგარეო ვალი.
ფაქტი 4: ლიხტენშტეინის მოსახლეობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ფინანსები, მექანიკური და ინსტრუმენტების ინჟინერია, ასევე ტურიზმი. სამთავრო მუდმივად ლიდერობს ქვეყნების რეიტინგში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით.
ფაქტი 5. ქვეყნის პოლიციაში სულ 91 ადამიანია დასაქმებული.