21-ე საუკუნის ბოლოს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სუფთა მტკნარი წყლის უკმარისობას იგრძნობს – ამბობენ ამერიკელი ექსპერტები და ამ გლობალური პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიას გვთავაზობენ. მათი აზრით, ამ სასიცოცხლო რესურსის დეფიციტის აღმოფხვრის რამდენიმე გზა არსებობს:
წყლის რაციონალური გამოყენება სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და ყოფაცხოვერბაში;
მოსახლეობის რაოდენობის ზრდის დარეგულირება;
ახალი წყალსაცავების მშენებლობა და წყლის გამამტკნარებელი ქარხნების მშენებლობა.
წყლის დეფიცი მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების პრობლემა არაა. ამჟამად, წყლის უკმარისობას დედამიწის მოსახლეობის მესამედზე მეტს აწუხებს. 21-ე საუკუნის ბოლოს ეს პრობლემა უკვე ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ნახევარს შეეხება, თუ წყლის რესურსების მოხმარების მოდელი იგივე დარჩება.
ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის დეფიციტი სასოფლო-სამეუნეო სავარგულების მორწყვის, საწარმოებსა და ყოფაცხოვრებაში წყლის ხარჯვის მეთოდებითაა გამოწვეული. ცხადია, ამას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესებიც ემატება. “სიტუაციის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ არსებობს” – ამბობენ მაკგილას და უტრეხტის უნივერსიტეტების მეცნიერები. მათი გამოთვლებით მდგომაროების დარეგულერიბის პროცესს 35 წელი დასჭირდება. ”Nature Geoscience”-ში გამოქვეყნებულ შრომაში მკვლევარებმა 6 ძირითადი სტარტეგია განსაზღვრეს, რომლებიც წყლის დეფიციტის გადაწყვეტის სხვა ხერხებთან ერთად (რეგიონიდან გამომდინარე) იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რომ შემცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მტკნარი წყლის უკმარისობას განიცდიან.
მეცნიერებმა ეს 6 სტრატეგია ორ ”მსუბუქი” და ”მძიმე” კატეგორიად დაყვეს. ”მსუბუქი ზომები” უპირატესად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წყლის მოხმარების შემცირებაზეა ორიენტირებული. ”მძიმე ზომები” კი ახალი წყალსაცავების მშენებლობასა და წყლის გამამტკნარებელი ქარხნების სიმძლავრეების გაზრდას ითავალისწინებს. მეცნიერები მიაჩნიათ, რომ სანამ არსებობს ისეთი ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გაართულონ ”მსუბუქი ზომების” კატეგორიის ზოგიერთი სტრატეგიის რეალიზაცია (მაგ; შობადობის შეზღუდვა), ”მძიმე ზომების” სტრატეგიები მოქმედების უფრო რეალურ გეგმას წარმოადგენს.
წყლის დეფიციტის შემცირების სტარტეგიები ასე გამოიყურება:
”მსუბუქი ზომები”:
- სოფლის მეურნეობაში ახალი და თანამედროვე ტიპის სასუქების გამოყენება შეუწყობს ხელს წყლის რაციონალურ ხარჯვას. ამასთან 2050 წლამდე ყოველწლიურად მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც წყლის დეფიციტს განიცდის 2%-ით შემცირდება. ამ სტრატეგის დანერგვის შემთხვევაში რისკფაქტორებია გენური მოდიფიკაციისა და ევთროფიკაციის შესაძლო შედეგები.
- არარეგულირებული რწყვიდან წვეთოვან მორწყვით სისტემაზე გადასვლა სოფლის მეურნეობაში წყლის გონივრულ გამოყენებას შეუწყობს ხელს. ეს მიდგომა მნიშვნელოვან ინვესტიციებს საჭიროებს და ამავე დროს არსებობს ნიადაგის დამლაშების რისკიც.
- საინჟინრო სისტემების მოდერნიზაცია და გაჭონვების აღმოფხვრა შეამცირებს წყლის მოხმარებას, როგოც ყოფაცხოვრებაში, ასევე წარმოებაში. ეკონომიის კიდევ ერთი ვარიანტია – წყლის მეორადი გამოყენება ტექნიკური მიზნებისათვის.
- დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც შობადობის შემცირებაზეა (ოჯახის ადგეგმვა, საგადასახადო შეღავათები) მიმართული საშუალებას მოგვცემს მსოფლიოს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში თავიდან ავიცილოთ წყლის დეფიციტი. ექსპერტები თვლიან, რომ კარგი იქნება, თუ 2050 წლისთვის ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა არ გადააჭარბებს 9 მლრდ ადამიანს, თუმცა თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით ამის მიღწევა საკმაოდ რთული ამოცანაა.
”მძიმე ზომები”:
5. ” უწყლო” რეგიონების გადარჩენა მხოლოდ წყლის მარაგის ზრდას შეუძლია. პრობლემის გადაწყვეტის ეს ვარიანტი წყასაცავების ფართობების 600 კმ3-ით გაფართოებას მოითხოვს უკვე არსებულის გაღრმავების ან ახალი ხელოვნური აუზების მშნებლობის ხარჯზე. ეს კი სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამ სტრატეგიის განხორციელებისას შესაძლოა წარმოიქმნას ნეგატიური სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.
6. მეტად მნიშვნელოვანია სანაპირო რაიონებში წყლის გამამატკნარებელი ახალი ქარხნების მშენებლობა (დანადგარების რაოდენობისა და ტევადობის ზრდა), თუმცა პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია არსებული საწარმოების სიმძლავრის 50-ჯერ გაზრდა. ესეც, რა თქმა უნდა, დიდ ფინანსურ კაპიტალდაბანდებასა და ენერგეტიკულ დანახარჯებს მოითხოვს. ასევე მოიმატებს ჩამდინარე წყლების რაოდენობაც, რომელთა უსაფრთხო უტილიზაცია იქნება აუცილებელი.
რუკაზე ნაჩვენებია ამა თუ იმ სტარტეგიის გამოყენების შესაძლებლობები რეგიონიდან გამომდინარე. იმ რეგიონებში, რომლებიც წყლის დეფიციტს განიცდიან, შესაძლებელია პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტის ერთდროულად გამოყენება.