გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ყველაზე დიდი ოკეანე ფართობით

ჩვენს პლანეტაზე ოკეანეებს შორის ფართობით ყველაზე დიდია წყნარი ოკეანე. მისი ფართობი 180 მლნ. კვ. კმ-ია და მის ტერიტორიაზე თავისუფლად განლაგდებოდა ყველა კონტინენტი და დამატებით კიდევ ერთი აფრიკაც დაეტეოდა.

წყნარ ოკეანეში ყველაზე შფოთიანია სამხრეთ განედებში ე.წ. “ღრიალა ორმოციანსა” და “ცოფიან ორმოცდაათიანს” შორის მდებარე სივრცე. ოკეანე ყველაზე წყნარი კი კუნძულ იავას რაიონშია. აქ ოკეანე წელიწადში მხოლოდ 10-12-ჯერ ბობოქრობს და დიდი შტორმები საკმაოდ იშვიათია.

ოკეანეებს შორის სიღრმითაც წყნარი ოკეანე ლიდერობს. მისი საშუალო სიღრმე 4280 მ-ია. მსოფლიო ოკეანეში 19 ღრმულია, რომელთა სიღრმე 7000 მ-ზე მეტია. მათგან 15 წყნარ ოკეანეში, 3 ატლანტის და 1 ინდოეთის ოკეანეში.