ფარვატერი – წყალსატევის უბანი, სადაც სიღრმე საკმარისია გემების უსაფრთხო ცურვისათვის. მდინარეებში ესაა წყლის ზოლი ყველაზე დიდი სიჩქარით. ფარვატერს აღნიშნავენ სანავიგაციო მოწყობილობებით — ბუიებით, კვეთის ნიშნებით და სხვ. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ: მისასვლელ, მთავარ და შემაერთებელ ფარვატერებს.
![ფარვატერი](https://geography.ge/wp-content/uploads/2024/02/sailing-ship-6569713_640.jpg)