• ბაზარი

    ბაზარი

    ბაზარი – საქონელგაცვლის სფერო, განსაზღვრული სავაჭრო ადგილი.

    ბაზრის წარმოშობა უშუალოდ დაკავშირებულია ცივილიზაციის დასაწყისში, შრომის საზოგადოების დანაწილების პერიოდში, როდესაც მოხდა:

    * მიწათმოქმედების გამოყოფა მეცხოველეობისგან;
    * ხელოსნობის გამოყოფა მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობისგან;
    * წარმოების ინდუსტრიალიზაცია.

    ტერიტორიული საზღვრებისა და მასშტაბების მიხედვით, ბაზარი არსებობს ადგილობრივი, ეროვნული (საშინაო) და მსოფლიო (საგარეო). ტერიტორიული საზღვრებისა და მასშტაბების მიხედვით, ბაზარი არსებობს ადგილობრივი, ეროვნული (საშინაო) და მსოფლიო (საგარეო).

    განვითარებულ საზოგადოებაში ბაზარი არ არის კონკრეტული ადგილი.

    ბაზრის წარმოშობა უშუალოდ დაკავშირებულია ცივილიზაციის დასაწყისში, შრომის საზოგადოების დანაწილების პერიოდში, როდესაც მოხდა:

    მიწათმოქმედების გამოყოფა მეცხოველეობისგან
    ხელოსნობის გამოყოფა მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობისგან
    წარმოების ინდუსტრიალიზაცია.

    საქონლის რეალიზება და მყიდველამდე მიტანა ტრანსპორტირების მეშვეობითაა შესაძლებელი, ხოლო მყიდველთა შეკვეთების მიღება ხდება ტელეკომუნიკაციებისა და სხვა საინფორმაციო არხების მეშვეობით. ბაზრად ასევე მიიჩნევენ ხელშეკრულებასა ყიდვა-გაყიდვის შესახებ და საქმიანი ოპერაციების ერთობლიობას, მოცემული საქონლის მწარმოებელ ქვეყანას (მაგალითად, კანადის მარცვლეულის ბაზარი) და საქონლის, მომსახურეობისა და კაპიტალის მიწოდების და მოთხოვნის ადგილსაც.

  • ბაზალტი

    ბაზალტი

    ბაზალტი – მუქი ფერის წვრილმარცვლოვანი ან მკვრივი სტრუქტურის მქონე ვულკანური წარმოშობის ქანი

  • აგლომერაცია

    აგლომერაცია

    აგლომერაცია (ლათ.”აგლომერო” – შევა­ერთებ) – დასახლებული პუნქტების (ძირითადად საქალაქო) თავმოყრა, რომლებიც დაახლოებულნი, ზოგიერთ ადგილას შეზრდილნი და გაერთიანებულნი არიან ერთ მთლიან წარმონაქმნად ინტენსიური სამეურნეო, შრომითი და კულტურულ-საყოფაცხოვრებო კავშირებით. აგლომერაციები ორგვარია: მონოცენტრული (ერთი ცენტრალური ქალაქით, რომლის გარშემო თავმოყრილია შედარებით მცირე დასახლებული პუნქტები) და პოლიცენტრული (რამდენიმე თანაბარმნიშვნელოვანი, ცენტრალური ქალაქით). პოლიცენტრულ აგლომერაციას ხშირად კონურბაციას უწოდებენ.

  • აგლომერატი

    აგლომერატი

    აგლომერატი (ლათ. agglomero) -პეტროგრაფიაში, სხვადასხვა, უმთავრესად ვულკანური წარმოშობის ქანებისა და მინერალთა მსხვილი ნატეხების ფაშარი გროვა. აგლომერატის შეცემენტების შედეგად წარმოიქმნება ბრექჩიები, ტუფები და სხვა. აგლომერატი გავრცელებულია თანამედროვე ვულკანურ მხარეებში (კამჩატკა), საქართველოში გვხვდება ახალგაზრდა ვულკანიზმის რაიონებში (აბულ-სამსარის ქედი და სხვ.).

    აგლომერატი (ლათ. “აგლომერატუს” – დაგროვილი) – მეტალურგიაში რკინის მადნის ნაჭრები, რომლებიც კირქვასა და კოქსთან მისი შეერთებით მიიღება. იყენებენ ბრძმედულ დნობაში.

  • აგეგმვა

    აგეგმვა

    აგეგმვა – სამუშაოთა ერთობლიობა, რომელიც ტოპოგრაფიული რუკის ან გარკვეული ნიშან-თვისების მიხედვით რუკაზე ობიექტების დასატანადაა საჭირო. განარჩევენ: დედამიწის ზედაპირზე აგეგმვას, დედამიწის წიაღში აგეგმვას და აეროგეგმვას. აგეგმვა დედამიწის ზედაპირზე შეიძლება იყოს ჰორიზონტალური (წვლილადებია დედამიწის ელემენტების მხოლოდ კონტურები) და კომბინირებული, ანუ ჰორიზონტალურ-ვერტიკალური (წვლილადებია დედამიწის ელემენტების კონტურებთან ერთად მათი ნიშნულებიც და რელიეფიც). ამ სახის აგეგმვას, ჩვეულებრივ, უწოდებენ ტოპოგრაფიულ აგეგმვას.

    აგეგმვა მოიცავს საველე და კამერულ სამუშაოებს. საველე სამუშაოებია: საყრდენი ქსელის შექმნა და წვლილადების წერტილთა შეფარდებითი მდებარეობის განსაზღვრა. ამ დროს ზომავენ მანძილებს, მიმართულებებს, კუთხეებს, წერტილთა შორის აღმატებებს და სხვა. კამერული სამუშაოებია: განაზომთა მათემატიკური დამუშავება და გრაფიკულად გამოსახვა. არსებობს სხვადასხვა სახის აგეგმვა, მაგალითად ინსტრუმენტარული, ნახევრად ინსტრუმენტარული და თვალზომითი. ინსტრუმენტული აგეგმვის სახელწოდებას განსაზღვრავს ის ისტრუმენტი, რომელიც ძირითადად იხმარება საველე სამუშაოებზე. მაგ., მენზურული აგეგმვა, ტაქეომეტრიული აგეგმვა, ფოტოთეოდოლიტური აგეგმვა და სხვა. თანამედროვე პერიოდში ტარდება აეროაგეგმვები (იხ. აეროაგეგმვა).

  • აბსოლუტური ტენიანობა

    აბსოლუტური ტენიანობა

    აბსოლუტური ტენიანობა – წყლის ორთქლის რაოდენობა, რომელსაც შეიცავს ერთეული მოცულობის ჰაერი მოცემულ მომენტში; გამოისახება გრ/კუბ.სმ ან გრ/კუბ. მ. (იხ. ტენიანობა, შეფარდებითი ტენიანობა).

  • სეკეს დისკი

    სეკეს დისკი

    საუკუნეზე მეტია, რაც ზღვის ან ტბის წყლის გამჭვირვალობას სეკის დისკის საშუალებით ადგენენ. ეს ხელსაწყო იტალიელმა ასტრონომმა ანჟელო სეკიმ გამოიგონა. მისი საშუალებით, პაპის ფლოტის კაპიტანმა ჩიალდიმ, პირველად 1865 წელს, განსაზღვრა წყლის გამჭვირვალობა.

    20-40 სმ-ის დიამეტრის თეთრი ფერის დისკი წყალში იძირება, რის მიხედვითაც საზღვრავენ რა სიღრმემდე რჩება იგი ხილული.

  • აბსოლუტური სიმაღლე

    აბსოლუტური სიმაღლე

    დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილის სიმაღლე, რომელიც აითვლება ოკეანის ან მასთან შეერთებული ზღვის ძირითადი დონებრივი ზედაპირიდან შვეული ხაზის მიმართულებით; რუკაზე გამოისახება ჰორიზონტალებით ან ცალკეული წერტილებით.

    საბჭოთა კავშირის დროს აბსოლუტურ სიმაღლეებს აითვლიდნენ კრონშტადტის სასიმაღლო ლარტყის — ფუტშტოკის ნულიდან. საქართველოსა და ამიერკავკასიაში აბსოლუტურ სიმაღლეებს აითვლიდნენ შავი ზღვის დონიდან (ფოთის ფუტშტოკის ნული).

  • აბორიგენი

    აბორიგენი

    აბორიგენი – რომელიმე ტერიტორიის, ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც განიცდის შევიწროებას და ძირითადად ცხოვრობს რეზერვაციებში.

  • აბლაცია

    აბლაცია

    აბლაცია – მყინვარის ან თოვლის საფარის მასის შემცირება დნობის, აორთქლებისა და მექანიკური გადაადგილების შედეგად.