• ბიომი

    ბიომი

    ბიომები დედამიწის დიდი რეგიონებია, რომლებსაც აქვთ ისეთი მსგავსი მახასიათებლები, როგორიცაა კლიმატი, ნიადაგები, ნალექები, მცენარეული თემები და ცხოველთა სახეობები. ბიომებს ზოგჯერ ეკოსისტემებსა და ეკორეგიონებად მოიხსენიებენ. მართალია, კლიმატი  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ნებისმიერი ბიომის ბუნებას, მაგრამ არა  ერთადერთი ფაქტორი.  ბიომების ხასიათსა და განაწილებაზე ასევე გავლენას ახდენს  რელიეფი,   ტენიანობა, ტემპერატურა  და სიმაღლე.

    დედამიწის ბიომთა საზღვრები უმეტესად  ბუნებრივ ზონებს (ლანდშაფტურ– გეოგრაფიულ ზონებს) შეესაბამება.   ბუნებრივი ზონა გეოგრაფიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული  ტერმინია, ბიომი კი – ბიოგეოგრაფიაში დანერგილი ტერმინი.

    მეცნიერები  ვერ თანხმებიან ზუსტად რამდენი ბიომია დედამიწაზე,  ამიტომ მსოფლიოს ბიომების აღსაწერად  სხვადასხვა  კლასიფიკაციის სქემა არსებობს.  თუმცა   დედამიწის  ბიომები ორ  ძირითად  ნაწილად  –  წყლის  და ხმელეთის ბიომებად იყოფა.

  • თავისუფალი პორტი

    თავისუფალი პორტი

    პორტი ან ტერიტორია, სადაც ქვეყნის იურისდიქცია შერბილებულია და ეკონომიკური შეღავათებიც მოქმედებს. ადრეულ თავისუფალ პორტებს (მაგალითად ჰონკონგი) პოლიტიკური ავტონომიაც ჰქონდათ. დღეს თავისუფალი პორტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა საბაჟო პუნქტების მიმდებარე ზონები თავისი “დუთი–ფრი” (უბაჟო) მაღაზიებით. ასეთი ზონები უმეტეს საერთაშორისო აეროპორტს აქვს.

  • თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ)

    თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ)

    ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელშიც, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით, ეკონომიკური რეგულირების გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს. შესაძლებელია თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაწესდეს არა ტერიტორიული, არამედ დარგობრივი პრინციპით, ანუ შეღავათიანი ეკონომიკური რეჟიმი გარკვეული სახის სამეწარმეო საქმიანობებს დაუწესდეს.

  • ზვავი

    ზვავი

    თოვლის მასა, რომელიც ჩამოწვება მთების მწვერვალებიდან და ხასიათდება სწრა­ფი გადაადგილებით. ზვავი დამანგრეველი ძალის სტიქიური მოვლენაა. არჩევენ მშრალ (ფხვიერი თოვლისაგან შემდგარ) და სველ (თოვლისა და წყლისგან შემდგარ) ზვავებს. ზვავის ჩამოსვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იქმნება თუ: თოვლის საფარი აღემატება 20 სმ-ს, მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე.

    ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ზვავის ჩამოწოლისათვის იქმნება 300-400-ით დახრილ ფერდობებზე და მაშინ, როდესაც ერთ დღის განმავლობაში 10 სმ-ზე მეტი თოვლი მოდის.

     მთები ზვავსაშიშობის მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, პირობითად იყოფა რამდენიმე საფეხურად:

    1. დიდიზვავსაშიშროების ზონა – ზღ. დონიდან 3000-4000 მ. აქ ზვავები წელიწადში რამდენიმეჯერ ჩამოდის.

    2. მაღალიზვავსაშიშროების ზონა – ზღ. დონიდან 2000-3000 მ. ზვავები ყოველწლიურად ჩამოდის.

    3. საშუალოზვავსაშიშროების ზონა – ზღ. დონიდან 1500-2000 მ. ზვავები თითქმის ყოველწლიურად ჩამოდის.

    4. უმნიშვნელოზვავსაშიშროების ზონა – ზღ. დონიდან 1000-1500 მ. ზვავები იშვიათად ჩამოდის.

  • ზეწრული მყინვარი

    ზეწრული მყინვარი

    მყინვარის სახე, რომელიც ვრცელ ტერიტორიებს მოიცავს აქვს დიდი სისქე, ამოზნექილი ფორმა და ცენტრალური ნაწილიდან პერიფერიებისკენ (კიდებისკენ) მოძრაობს.

    ზეწრული  მყინვარები  გვხვდება ანტარქტიკაში, არქტიკულ კუნძულებსა და კუნძულ გრენლანდიაში, სადაც თოვლის ხაზი თითქმის ზღვის დონეზე მდებარეობს.

  • ზეგანი

    ბრტყელი ან სუსტტალღოვანი ზედაპირის მქონე ვაკე, რომელიც ზღვის დონიდან 500 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.

  • ზასტრუგა 

    ზასტრუგა 

    ზასტრუგა- უძრავი,ქარისმიმართულებით გადაჭიმული ვიწრო და მყარითოვლისთხემის სახელი, რომელიც თოვლის ზედაპირზე ქარისმიერი ეროზიისა და აკუმულაციის შედეგად წარმოიქმნება. ზატრუგას სიგრძე რამდენიმე მეტრამდე გრძელდება, სიმაღლე 1,5 მ -ია (ჩვეულებრივ 20-30 სმ). გვხვდება პოლარულ და ზომიერ სარტყლებში.

  • ვერძის შუბლები

    ვერძის შუბლები

    ვერძის შუბლები – მომრგვალო, გუმბათისებური ფორმის ბორცვი ან ცალკეული კლდე, რომელთა ზედაპირი ხშირად დასერილია მოძრავი მყინვარის მოქმედებით. ვერძის შუბლები გავრცელებულია ძველ ან თანამედროვე გამყინვარების რაიონებში. მათი გავრცელების ადგილებს `ხუჭუჭა~ კლდეებს უწოდებენ.

  • გამდიდრება

    გამდიდრება მადნის, ნიადაგის სასარგებლო თვისებების გაუმჯობესება უვარგისი ნივთიერების მოცილებით ან ახალი ნივთიერებების შეტანით.

  • გაზის მრეწეველობა

    გაზის მრეწეველობა

    გაზის მრეწეველობა სათბობი მრეწველობის მნიშვნელოვანი დარგია; ბუნებრივი გაზის დიდ მარაგს ფლობს ნორვეგია, აშშ, რუსეთი, ნიდერლანდები, კანადა. ბოლო წლებში გაი­ზარდა გაზის მოპოვება მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში, საიდანაც იგი გააქვთ ევროპასა და იაპონიაში. გაზის მსოფლიო მოპოვების მოცულობა 2, 3 ტრლ. კუბ. მ-ია.