მსოფლიოს ოკეანის თვალუწვდენელ წყლებში დღესაც გვხვდება უკაცრიელი კუნძულები და ზოგჯერ მათზე თავშესაფარს ჩვენი დროის რობინზონები პოულობენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ახლაც კი, როცა თქვენ ამ სტრიქონებს კითხულობთ ჩვენი პლანეტი სხვადასხვა კუთხეში ისინი ველურ ბუნებრივ პირობებში არსებობისათვის იბრძვიან, სხვათაშორის რობინზონებს შეიძლება არა მარტო უკაცრიელ და დაუსახლებელ კუნძულებზე შეხვდეთ, არამედ ცივილიზაციის კერებიდან არც თუ ისე შორს.
მაგალითად, 1983 წელს ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე გაუვალ ჯუნგლებში ნადირობისას პატარა მდინარე სამხრეთ სარმატას ნაპირებზე, მონადირეთა ჯგუფი სრულიად მოულოდნელად და შემთხვევით 12 წლის გოგონას – იმაიატას წააწყდა, რომელმაც აქ სრულ სიმარტოვეში 6 წელი გაატარა. 1977 წლის თებერვლის ერთ დღეს იმაიატა მეგობრებთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ წავიდა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ყველამ ჩათვალა, რომ გოგონას ნავი ამოუყირავდა და დაიღუპა. 6 წლის განმავლობაში იმაიატა ისე გაველურდა, რომ მშობლიური ენაც კი დაავიწყდა. მიუხედავად ამისა, ბედნიერმა მშობლებმა მაშინვე იცნეს ქალიშვილი. ყველაზე საინტერსო კი ამ ისტორიაში ისაა, რომ ეს პატარა ”რობინზონკა” საკუთარი სახლიდან სულ რაღაც 20 კმ-ში ცხოვრობდა.
შემდეგი გმირი შეიძლება ითქვას რომ ჩემპიონია ყველა დროისა და ხალხების რობინზონებს შორის. 1911 წელს ბრიტანული შხუნა ”ლამაზი ნეტარება” წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში შტორმში მოხვდა და ჩაიძირა. ქოქოსის პალმებით დაფარულ, მაგრამ უკაცრიელ მარჯნის კუნძულამდე მიღწევა ეკიპაჟის წევრებიდან მხოლოდ 14 წლის იუნგამ ჯერემი ბიბსმა შეძლო. ბიჭმა თავის გადარჩენა მხოლოდ იმიტომ შესძლო, რომ კარგად იცნობდა დანიელ დეფოს რომანს, რომელიც მისთვის მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა. ჯერემიმ ქოხი აიშენა, ჩიტებზე სანადიროდ კი მშვილ-ისარი დაამზადა. იუნგა ფრინველთა კვერცხებით, ქოქოსის პალმის ნაყოფითა და ქოქოსის რძით იკვებებოდა. როგორც რობინზონ კრუზო, ჯერემიც საკუთარი ხელით შექმნილი ხის კალენდარით სარგებლობდა. ასე გაატარა მან კუნძულზე მრავალი წელი, და მხოლოდ 1985 წელს, კუნძულთან შემთხვევით მოხვედრილი გერმანული გემის წყალობით 88 წლის ჯერემი ბიბსი სამშობლოში დაბრუნდა.
რობინზონებს შორის ზოგჯერ ისეთებიც არიან, რომლებიც საკუთარი სურვილით ტოვებენ ცივილიზირებულ საზოგადოებას და უკაცრიელ კუნძულებზე თუ სხვა დაუსახლებელ ადგილებში მიდიან. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში ასე დამალვა, შეიძლება ითქვას უიმედო მცდელობაა და ადრე თუ გვიან ასეთ რობინზონებს პოულობენ. მაგალითად, 1957 წელს წყნარ ოკეანეში მდებარე პოლინეზიის ერთ-ერთ დაუსახლებელ კუნძულზე ინგლისელმა მეზღავურებმა აქ შოტლანდიელი ადამ მაკაალოკას კვალს მიაგნეს. მან მრავალი წელი გაატარა ნახევრად დანგრეულ ქოხში, სადაც იპოვეს კიდეც მისი დღიური, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მაკაალოკი კუნძულზე 1850 წელს დასახლებულა.
შემდეგი რობინზნის ცხოვრება კი ინგლისელმა მწერალმა სომერსეტ მოემმა აღწერა თავის მოთხრობაში ”გერმანელი ჰარი”. სინამდვილეში ამ რობინზონის სახელი ჰენრი ელვორტია და ის 1849 წელს დანიაში დაიბადა. 16 წლის ასაკიდან ის მეზღვაურობასა და მოგზაურობაზე ოცნებობდა. ელვორტი აფრებიან იახტაზე – ”ჟიბროზე” მსახურობდა. 1884 წელს იახტა ავსტარლიასა და კ. ახალ გვინეას შორის მდებარე ტორესის სრუტეში მარჯნის რიფს შეასკდა და ჩაიძირა.
ელვორტი უკაცრიელ კუნძულ ტერედიზე მოხვდა, სადაც აბსოლუტურად მოულოდნელად თავის ძველ ნაცნობს ლუი გრეკს შეხვდა. მეგობრებმა გადაწყვიტეს სამუდამოდ დარჩენილყვნინ ამ ტორპიკულ ”სამოთხეში”. ისინი აგროვებდნენ მარგალიტებს, ნადირობდნენ და თევზაობდნენ. 9 წლის შემდეგ ამ რობინზონების პოლკს კიდევ ერთი ახალი წევრი დაემატა: მათ თავგადასავლების მაძიებელი ჯოზეფ დე პაოლი შეუერთდა. მალე მან მეგობრების მიერ შეგროვებული მარგალიტების მთელი მარაგი მოიპარა და კუნძულიდან კოლონისტების გემის დახმარებით გაიქცა. 1900 წელს კუნძული ლუი გრეკმაც დატოვა. ის დიდხანს სთხოვდა მეგობარს მასთან ერთად წასულიყო, მაგრამ ვერ დაითანხმა. კუნძულზე მარტოდ დარჩენილმა ელვორტმა დ. დეფოს რობინზონის მსგავსად აქ 28 წელი გაატარა და 1928 წელს გარდაიცვალა.
1960 წელს წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე კუკის არქიპელაგში შემავალი უკაცრიელი ატოლის სუვოროვოს თავზე გადაფრენისას ამერიკული სამხედრო გემის შვეულმფრენის ეკიპაჟმა უცბად ადამიანი შენიშნა. ეს ახალ ზელანდიელი ტომ ნილი აღმოჩნდა, რომელიც 1957 წლიდან საკუთარი ნებით ცხოვრობდა ატოლზე. ნილი ძალიან წინდახედული რობინზონი აღმოჩნდა. კუნძულზე ცხოვრების პირობების გაადვილების მიზნით მას თან წაუღია საწვავის საკმარისი რაოდენობა, ასანთის კოლოფები, რამდნეიმე საბანი, საპონი და სხვა სასარგებლო წვრილმანები. გარდა ამისა, ატოლზე მან ბოსტანი გააშენა, ქათმები, მტრედები და ღორებიც კი მოაშენა და გაამრავლა. ნილმა კუნძულზე თავისი ძაღლიც წაიყვანა და მთელი ცხოვრება მასთან ერთად 700 მ სიგრძისა და 250 მ სიგანის ხმელეთის ”ნაკუწზე” გაატარა.
გაოცებული ამერიკიელი მეზღვაურები კიდევ უფრო გააოცა მოხალისე რობინზონის დამცინავმა სიტყვებმა , რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა უკან დაბრუნებაზე და უფრო მეტიც, საერთოდ არ აინტერესებდა იმ სამყაროში მიმდინარე მოვლენები და ამბები. 9 წლის შემდეგ, 1966 წელს ტომ ნილი სამშობლიში დაბრუნდა და გამოსცა წიგნი სათაურით ” კუნძული ჩემთვის”, რომელშიც კუნძულზე გატარებული წლები და ცხოვრება აღწერა. 1967 წელს ნილი უკან დაბრუნდა ატოლზე და კიდევ 10 წელი გაატარა იქ.
მოხალისე რობინზონები დღესაც ცხოვრობენ ”თავიანთ” კუნძულებზე. უკვე 20 წელზე მეტია შოტლანდიის ნაპირებთან განმარტოებით ცხოვრობს შოტლანდიელი რობინზონი დევიდ გრერლი. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ცხოვრებით უკმაყოფილო დევიდმა თვითიზოლაცია გადაწყვიტა და შეგროვილი თანხით სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფილი პატარა კუნძული იყიდა. დევიდ-რობინზონი გამოქვაბულში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას მისდევს: მოაშენა ცხვრები, ღორები და ქათმები; ასევე დაკავებულია თევზჭერით და უვლის ბოსტანს.
ბევრად უკეთეს და ხელსაყრელ პირობებში, მარადიული ზაფხულის მხარეში, ფილიპინების არქიპელაგში შემავალ კუნძულ ტამლაგუნაზე (კ, პალავანთან ახლოს) ცხოვრობს საზოგადოებისგან განდგომილი კიდევ ერთი რობინზონი – წარმოშობით გერმანელი, მიუნხენელი ფრიდრიხ ტეკსტერი, პროფესიით მექანიკოსი. მან მთელი თავისი ქონება გაყიდა და ფილიპინებზე 99 წლის ვადით პატარა მწვანე კუნძული სულ რაღაც 6000 გერმანულ მარკად იყიდა. ტეკსტერი ბამბუკისგან აშენებულ ქოხში ცხოვრობს და ხილისა და ბოსტნეულის მოყვანითაა დაკავებული.
ბრაზილიელი 80 წლის რობინზონი – უფრო სწორედკი მეცნიერი ფერდინად ლი უკვე 40 წელია ბრაზილიის სანაპიროსთან მდებარე პატარა კუნძულზე ბინადრობს. მან აქ პალმები და ბოსტანი გააშენა, კლდეში იპროვიზირებული რეზერვუარი შექმნა, სადაც წვიმის წყალს აგროვებს. ლის სახლი ელექტროფიცირებულია ქარის ელექტროსადგურების წყალობით.
ფერნანდო მუდამ ფეხშიშველა დადის, არ ინტერსედება სამყაროში მიმდინარე მოვლენებით და ამიტომაც არ უსმენს რადიოს. ლი კუნძულზე მარტო არაა: მან რამდნეიმე იგუანა მოიშინაურა, რომლებიც მას ერთგული ძაღლებივით უკან დასდევენ. სინამდვილეში ამ რობინზონს გუს ანჰელმაიერი ჰქვია და ის გერმანელია. ბრაზილიაში ჰამბურგიდან ჩავიდა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მოგვიანებით კი ამ სტუმართმოყვარე კუნძულზე მუდმივად დასახლდა.
ავსტრალიის ნაპირებთან ტორესის სრუტეში, პატარა კუნძულ პაკიზე , პრინც უელსის კუნძულიდან არც თუ ისე შორს, თითქმის 20 წელი გაატარა კიდევ ერთმა რობინზონმა – შვედმა მეზღვაურმა რუალ ესტა ბანმა. მისი ამორჩეული კუნძული მდიდარია პალმებითა და ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებით, აქვეა ორი მტკნარწყლიანი ტბა, ამიტომაც ის საჭმელ-სასმელის დეფიციტს არსდროს განიცდიდა. რობინზონ რუალის სიტყვებით სწორედ ამ კუნძულზე გრძნობდა ის თავს ყველაზე მდიდარ და ბედნიერ ადამიანდ მთელ მსოფლიოში.