ვერძის შუბლები – მომრგვალო, გუმბათისებური ფორმის ბორცვი ან ცალკეული კლდე, რომელთა ზედაპირი ხშირად დასერილია მოძრავი მყინვარის მოქმედებით. ვერძის შუბლები გავრცელებულია ძველ ან თანამედროვე გამყინვარების რაიონებში. მათი გავრცელების ადგილებს `ხუჭუჭა~ კლდეებს უწოდებენ.
![ვერძის შუბლები](https://geography.ge/wp-content/uploads/2023/01/Roche_Moutonnee_Cadair_Idris.jpg)